გიგა ბოკერია – ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უსინდისო ადამიანს უწოდებს.
როგორც გიგა ბოკერიამ ალეკო ელისაშვილზე საუბრისას განაცხადა, მიუღებელია, როდესაც მოლაპარაკებებში იმას ვერ მიიღებ, რაც გსურს და შემდეგ ამ პროცესს ვაჭრობას ეძახი.
„ალეკო ელისაშვილი ითხოვდა, რომ მთაწმინდაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა დაეყენებინა ყველა ოპოზიციურ პარტიას. როცა ვკითხეთ, რომ იოსელიანმა ხუთჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შავგულიძემ, ჩვენ ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გამოვიდა და თქვა, ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო. თუ ამას ვაჭრობას ეძახის, მაშინ ის გვევაჭრებოდა?? უწესობა და უსინდისობა ცუდი საქციელია და მერე კამპანიის დაწყება ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, არის ივანიშვილის დახმარება. თქმა, რომ კოალიციაში არავისთან შევალ, არის პრაქტიკულად პირდაპირ იმის თქმა, რომ ივანიშვილს შეუქმნი კოალიციას. აბა, მაშინ მთავრობის გარეშე იყოს ქვეყანა, თუ როგორაა მაგის საქმე. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ მას ვთავაზობდით, თვითონ დაეყენებინა კანდიდატურა. ძლიერი კანდიდატების დაყენება გვინდა, რომ პირველ ტურში ივანიშვილი დამარცხდეს და ქვეყანას რისკები ავაცილოთ და თან მრავალფეროვნება იყოს, . რომ არ მოგვწონს ერთმანეთი ყველამ ვიცით, მაშინ ერთ პარტიაში ვიქნებოდით, მაგრამ როდესაც ასეთი უსინდისო ხარ, რომ თან მოლაპარაკებებში შედიხარ და თუ ვერ მიიღე, რაც გინდა, მერე გამოხვალ, დაგმობ ამას, როგორც ვაჭრობას, ერთ-ერთ ყველაზე წესიერ კაცს ქართულ პოლიტიკაში, შალვა შავგულიძეს, სამიზნედ ამოიღებ და იძახი, რომ მაგან ხომ წააგოო. ყველამ წააგო არჩევნები, მაგასაც წაგებული აქვს, ეგ რა ტექსტია. რატომ გვთავაზობდა ექვსჯერ ნაკლები ხმის მიმცემ კანდიდატს მთაწმინდაზე. მოკლედ, უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანზე დაყრდნობა არ შეიძლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...