საინტერესო ამბები მომდის უკრაინიდან. თურმე ელისო კილაძის სპონსორი ნაცმოძრაობის წევრი, კობა ნაყოფია ყოფილა და სწორედ მას ჰქონდა დავალებული კილაძის ფინანსური უზრუნველყოფა,-ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.
ლატარია მიიჩნევს, ელისო კილაძის სპონსორი, კობა ნაყოფია უნდა დაიკითხოს
,,გახსოვთ ალბათ, რამდენიმე დღის წინ დავწერე, რომ ელისო კილაძე აქტიურად იყო ჩართული გიორგი გაბუნიას პრომოუშენში და მიმოწერებიც არსებობს ამის. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მან აუცილებლად უნდა უპასუხოს გამოძიების კითხვებს, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ამბები მომდის უკრაინიდან. თურმე ელისო კილაძის სპონსორი ნაცმოძრაობის წევრი, კობა ნაყოფია ყოფილა და სწორედ მას ჰქონდა დავალებული კილაძის ფინანსური უზრუნველყოფა. ამიტომ ვფიქრობ, რომ კობა ნაყოფიამაც უნდა გასცეს გამოძიების კითხვებს პასუხები და ალბათ, ამის შემდეგ ბევრი რამე გახდება ცნობილი ნაცმოძრაობის ამ შავბნელ გეგმებზე”,- წერს ირაკლი ლატარია.