არჩილ თალაკვაძე: მაღალი ალბათობით დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდება
ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს, გარდა „ევროპული საქართველოსი“ და „ნაციონალური მოძრაობისა“, დადასტურებული აქვს მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდება, სავარაუდოდ, 116 ხმით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება იყო, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მრავალპარტიული მხარდაჭერით.
„დღეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე მეორე მოსმენით გამოდის, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ კვირაში უკვე მესამე მოსმენა იქნება და ამით პრაქტიკულად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული განხილვა პარლამენტში დასრულდება. ჩვენ რეფორმის შემდეგ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ და ეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების თანახმად საარჩევნო კოდექსის რეფორმირებაა. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, უმრავლესობის 92 წევრს, ასევე ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს, გარდა „ევროპული საქართველოსი“ და „ნაციონალური მოძრაობისა“, დადასტურებული აქვს მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდება, სავარაუდოდ, 116 ხმით. სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც მრავალპარტიული მხარდაჭერით მივიღეთ პირველ მოსმენაზე ეს ცვლილებები. ეს კარგი იყო არა მხოლოდ დემოკრატიული პროცესისთვის, არამედ – მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის, იმ პარტიებისთვისაც, ვინც ამ ცვლილებებს ხმა მისცა. თუმცა თუ ჩვენ შევხედავთ კენჭისყრის მათემატიკას დ არა პოლიტიკურ მხარეს, მათემატიკურად „ქართული ოცნება“ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე ამ ცვლილებების მიღებას პირველ მოსმენაზე თავისუფლად ახერხებდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 21 ივნისს უყარეს.
კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...