ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: რისკი ნულამდეა დაყვანილი და ჩვენი მხრიდან არანაირი სიურპრიზი არ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რისკი ნულამდეა დაყვანილი და მმართველი გუნდის მხრიდან არანაირი სიურპრიზი არ იქნება. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა მოლაპარაკებების ფასილიტატორების განცხადებას და აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულების ვალდებულება აქვს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ოპოზიციასაც.

„ელჩების განცხადება ბუნებრივი და მოცემულობის რელევანტურია, ვინაიდან 8 მარტის შეთანხმების შესრულების ვალდებულება აქვს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ოპოზიციასაც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომელიც აყენებს რაღაც მოთხოვნებს, რომლებიც შეთანხმებაში არ ყოფილა გაწერილი. შეთანხმების საგანი იყო ის, რის შესრულებასაც ზედმიწევნით და 100%-ით ვაპირებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ამ შეთანხმების შესრულების დასტური. საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ თუ რადიკალური ოპოზიცია შეუერთდება ამ პროცესს და მხარს დაუჭერს ცვლილებებს, ეს იქნება ძალიან კარგი ქართული დემოკრატიისთვის. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გვქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა დეპუტატთან. ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ცვლილებებს, კვლავ ამ აზრზე არიან. ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ცვლილებებს სჭირდება 117 ხმა, რისკი ნულამდეა დაყვანილი, არანაირი სიურპრიზი არ უნდა იყოს, თუ ის რომელიმე ოპონენტმა არ შეგვთავაზა. ჩვენი მხრიდან არანაირი სიურპრიზი არ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სუბარი: მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციის ცენტრის შექმნა, არამედ ის რომ მკაცრდება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შესაძლოა არასრულწლოვანები საკუთარი დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას, 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა.„14 წელს მიუღწეველი პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებიან, რასაც კრიმინალები ბოროტად იყენებენ“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მოცემული ინიციატივა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა საჭირო და დროული იყო.„პირველ რიგში, მივესალმები 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის ინიციატივას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად ინიციატივა, არამედ ის საკანონმდებლო პაკეტიც, რომლის ფარგლებში მკაცრდება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შესაძლოა არასრულწლოვანები საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს.დღეს 14 წელს მიუღწეველი პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებიან, რასაც კრიმინალები ბოროტად იყენებენ. სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობის გამკაცრება საჭირო და დროული იყო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის 2 მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების, საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის 2  ფაქტი აღკვეთეს.უფლებამოსილი პირის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ექვს ჰერმეტულ შეფუთვაში განთავსებული 1 კილოგრამი და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა".სამართალდარღვევის მეორე ფაქტი, მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერებისას, გამოვლინდა. კერძოდ, საეჭვო შიგთავსის აღმოჩენის შემდეგ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც თელავივი - თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 91 ცალი ელექტროსიგარეტი აღმოაჩნდა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა-ამის შესახებ ინფორმაციას

ირაკლი კობახიძე “იგლ ჰილსის” ინვესტიციის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე: “ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს “ლელო”, გადააბარეს “ალტ ინფოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული...

გვაქვს ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე და ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, ამით შეშფოთებულები არიან არაკეთილმოსურნეები და ისინი როგორც აკოორდინირებენ ხოლმე სხვა კამპანიებს, ზუსტად ასევე აკეთებენ იმავეს. მინდა შეგახსენოთ, რომ ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში და საინტერესოა ერთი დეტალი, რაც კოორდინაციას კარგად აჩვენებს - კამპანია დააწყებინეს "ლელოს" და შემდეგ გაწიეს ამ კამპანიიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "იგლ ჰილსის" ინვესტიციის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე საუბრისას, გადაცემაში "აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ "ლელოს" მიერ დაწყებული კამპანია, ახლა გადაბარებული აქვთ "ალტ ინფოს" და "პატრიოტთა ალიანსს", ასევე, პროცესებში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოებიც არიან ჩართული.ირაკლი კობახიძის თქმით, "იგლ ჰილსის" წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ხელწერა და კოორდინაცია მარტივად იკითხება და კამპანიაში ჩართული ძალები უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც ნაკლი არ აქვს."თუ დააკვირდებით ბოლო ერთ-ორ კვირას, "ლელო" გაწეული ჰყავთ კამპანიიდან, ანუ, ვისაც დააწყებინეს კამპანია, ის გასწიეს და ეს კამპანია გადააბარეს არსებითად კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ძირითადად "ალტ ინფო", "პატრიოტთა ალიანსი". ანუ, კონკრეტული შავბნელი ძალები არიან, რომლებიც ასევე აშკარად არიან კონკრეტული კოორდინაციის ქვეშ. "ალტ ინფოზე" კონკრეტული მიზეზიც გითხარით, რომ ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მას შემდეგ, მათ აქვთ შეცვლილი საკუთარი ხაზები, რაც ჩანს რეალურად იმ პროცესებიდან, რომლებიც ვითარდება. ანუ, "ლელოს" დააწყებინეს, მერე გაწიეს "ლელო", გადააბარეს "ალტ ინფოს" და "პატრიოტთა ალიანსს", იქ ჰყავთ კიდევ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ჩართული - რეალურად, ძალიან მარტივად იკითხება აქაც ხელწერა და კოორდინაცია. მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ, ნაკლი არ აქვს. "არაბიზაცია" არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო - 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, რომლის ეკონომიკა წელს პირველად გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება - ყველაფერზე გავაკეთეთ განმარტება. რეალურად, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს ბარბარობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად განსაკუთრებით ბევრი პატარა მიყავთ.დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ბოლო სიახლეები

დღეს ბარბარობაა