ორშაბათი, მარტი 16, 2026

გიგა ბოკერია ალეკო ელისაშვილს: ძალიან თუ გააგრძელებს, მაშინ სხვანაირ პასუხსაც გავცემ

გიგა ბოკერია ალეკო ელისაშვილს ემუქრება? ძალიან თუ გააგრძელებს, სხვანაირ პასუხს გავცემ,- ამის შესახ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა და ალეკო ელისაშვილის განცხადებას, ადგილების გადანაწილებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა. მისი თქმით, ელისაშვილის ამ განცხადებამ კიდევ ერთი კაცი მოაგონა. ,,აქ ადგილების განაწილება იმაზე კი არ არის ლაპარაკი, ნორმალური ნაწილია ახლა ამომრჩეველი წყვეტს ვინ სად იქნება, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ პროპორციული არჩევნები გვინდოდა და გონივრულ კომპომისზე წავედით 120/30-ზე, აბსოლუტურად გონივრულია და პატიოსანი ამომრჩევლების წინაშეც, რომ იმ სპექტრის მიხედვით რაც არსებობს, ეცადო ამის განაწილებას. ეს ხელს უწყობს პირველ ტურში გამარჯვებას და ეს ამავე დროს ამომრჩეველს ანახებს რომ ვერც ერთი ძალა, ვერც ერთ სცენარში ვერ მოვა დისპროპორციული უმრავლესობით ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. ამიტომ, მთელი ეს ლაპარაკი , რაღაცა თეთრი ხელთათმანებით ახლა, ესენი ადგილებს ინაწილებენ და მე ამაზე მაღლა ვდგავარ, არ არის კორექტული, მაგრამ ეს მისი უფლებაა. მისი უფლებაა, მაგრამ ძალიან თუ გააგრძელებს, მაშინ სხვანაირ პასუხსაც გავცემ. მეც ინტერესით დაველოდები, რას იტყვის დღეს. მაგრამ, ეს ნახევრად ხუმრობით. ახლა სერიოზულად თუ ვილპარაკებთ, ანუ კიდევ ერთხელ სრული პატივისცემით ყველა ძალის მიმართ ყველას გვესმის“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ ეთერში. პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც უმრავლესობის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს პანდემიის პირობებში, საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კესტუტის ბუდრისი – ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს

ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება შეშფოთების საგანია.„საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია და ჩვენ მას დღეს განვიხილავთ. ე.წ. აგენტების აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან დისკუსიას იმაზე, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბუდრისმა.

ხავიერ ბეტელი – საქართველოს საკითხზე არაფერი შეცვლილა, მე კვლავ მაქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვწუხვარ, რომ ახლა ისინი უფრო ახლოს არ მოდიან

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ხავიერ ბეტელის თქმით, მას ჯერ კიდევ აქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, თუმცა მიაჩნია, რომ საქართველო ევროპულ გზაზე წინ აღარ მიიწევს.ბეტელის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა.„საქართველოზე შეკითხვას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ყველა შეხვედრაზე მისვამთ, მაგრამ ამ საკითხზე ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა. პრობლემა ისევ არსებობს და არსად წასულა. მე კვლავ მაქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მე ვწუხვარ, რადგან ეს იყო ევროპული გზა, თუმცა ახლა ისინი უფრო ახლოს არ მოდიან და ეს პრობლემაა“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დონალდ ტრამპი – ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებას არ დაეხმარებიან

„ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“, თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებას არ დაეხმარებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.„პასუხი თუ არ იქნება ან უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.დონალ ტრამპს მიმართეს, დაეკონკრეტებინა საჭირო დახმარება, რაზეც მან უპასუხა: „ნებისმიერი“.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უნდა გაგზავნონ ნაღმოსნები, რომლებიც ევროპას გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე აშშ-ს.„ჩვენ გვაქვს ნატო. ჩვენ ძალიან კეთილები ვიყავით. არ ვიყავით ვალდებული, მათთვის დახმარება გაგვეწია უკრაინის საკითხში. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილის დაშორებითაა… მაგრამ ჩვენ დავეხმარეთ მათ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი, რადგან დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი იქ იქნებიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ, როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას, ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის განცხადებები

გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც სურს. ამ დღეებში რასაც ვუყურებთ, ეს არის სწორედ სუვერენიტეტის გამოცდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ვნახეთ, სხვადასხვა მეთოდით როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას და ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება არის ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის განცხადებები, თუ შეკრებები.„ბრიუსელი თავისი საგარეო მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში ვიდრე მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსწრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ, მისი პრესსპიკერის სახით, მანამდე მათი არცერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის. ევროკომისიამ, მისი პრესსპიკერის პირით, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ძალადობას, ნეპალის სცენარს, ხელისუფლების დამხობას, ხუთი თვე გავიდა და არ გვესმის ერთი სიტყვაც კი, ისეა გატრუნული ყველა ბრიუსელში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც გაგრძელება საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კაია კალასი – საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის, 6 მარტიდან დიპლომატებისთვის ვიზის აკრძალვა ამოქმედდა, განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, დღეს მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.„რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ. საქართველოში ვითარება უფრო სერიოზული ხდება. 6 მარტიდან დიპლომატებისთვის ვიზის აკრძალვა ამოქმედდა. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ. საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის“, – განაცხადა კაია კალასმა.

ბოლო სიახლეები