ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

გოგონა, რომელიც ცრემლიანი თვალების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

ერთ ჩემს მეგობარზე მინდა მოგიყვეთ თუ რატომ გაანთავისუფლეს სამსახურიდან. ვაკის კარფურში ორი თვე იმუშავა თავის საქმეს იდეალურად აკეთებდა რაც ევალებოდა. ამ ბავშვს ვიცნობ პირველ კლასში რომ იყო იქიდან, წესიერი, მოწესრიგებული, ზრდილობიანი გოგოა და პასუხისმგებლობის შეგრძნება აქვს იდეალურ დონეზე. სტუდენტი არის და ამ ხელფასით სწავლის ფულს იხდიდა ხოლმე, 10 დეკემბერს ამ ბავშვს პაპა გარდაეცვალა, პაპა რომელმაც მის გაზრდაში და ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. ბუნებრივია იტირა ამ ყველაფერზე, იმავე დღეს სამსახური უწევდა და რათქმა უნდა წავიდა სამსახურში. ნამტირალები რომ დაინახა მენეჯერმა შენიშვნა მისცა. ამ ბავშვმა აუხსნა რაშიც იყო საქმე და ყურიც არ გაიბერტყა, მხოლოდ ის უთხრა რომ გაიღიმე და იმუშავეო. როგორია გაიღიმოს პატარა გოგომ რომელმაც პაპა დაკარგა, აღმზრდელი პაპა. როგორც იქნა გადააგორა ეს დღე და 2 იანვარს ბიძაშვილი გარდაეცვალა დილით. 19 წლის ბავშვს ძნელია მოსთხოვო გაიღიმეო როდესაც დაახლოებით 1 თვეში ორი უსაყვარლესი ადამიანი მიაბარა მიწას. სამსახურში ისევ ნამტირალევი მივიდა და მენეჯერმა უთქმელად სამსახურიდან გამოუშვა. ვურეკავდით ამ მენეჯერს ტელეფონზე არ გვპასუხობდა. მერე თვითონ ვაკის ფილიალში დავრეკეთ, ნომერი დაგვიტოვეთო და დაგირეკავთო არ დარეკეს. მეორე დღეს ცენტრალურში დავრეკეთ და იქაც იგივე გვითხრეს ნომერი დატოვეთ და დაგირეკავთო. ასე უწყობენ ხელს საქართველოში ახალგაზრდებს?!

ავტორი: გიო ქენქაძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ავტომობილში  მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,კლეფედრონი” აღმოაჩინეს. უფლებამოსილი პირის მიერ, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ვ.ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების (რენტგენო ინსპექტირების სკანერით) შედეგად, გამოვლენილი იქნა ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჰაერის/ტენის საშრობი მოწყობილობის შიგთავსში,  ჰერმეტულ შეკვრად დაფასოებულ შეფუთვაში, მალულად ჰქონდა მოთავსებული. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე აღნიშნა

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე აღნიშნა. საზეიმო წირვა სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გადასცა.წირვის დასრულების შემდეგ წმინდა მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ლუსკუმასთან სავედრებელი პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა.„დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი წერს.„გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი.მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი აკაკის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.

გოგა ჯაჯვანი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამ ოქროს მედალს დაეუფლა

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჯაჯვანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.ატაცში ქართველმა ძალოსანმა 166 კგ დასძლია, აკვრაში 197 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო მესამე ოქროს მედალს ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 363 კგ-ით დაეუფლა. გოგა ჯაჯვანი ასევე გახდა ევროპის რეკორდსმენი.იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზა გერვასი თაბაგარმა და აკვრის დისციპლინაში დაფიქსირებული 196 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.ქართველი ძალოსნები ალბანეთში ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობენ.

ბოლო სიახლეები