ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

ეროვნული გამოცდებისთვის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

რეგისტრირებულთა რაოდენობა:
• აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი;
• სტუდენტები – 3 600-ზე მეტი;
• მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი;
• მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები – 19 600-ზე მეტი.

პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გამოცდებზე რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც რეგისტრაცია (30 მარტის ნაცვლად) 30 აპრილის 18:00 საათზე დასრულდა.

ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან.

ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებისთვის სრულ მზადყოფნაშია და იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად.

საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის.

აბიტურიენტთა საყურადღებოდ: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა აბიტურიენტებს 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი – აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

ცენტრი კვლავ მართავს ღია კარის დღეებს ონლაინრეჟიმში როგორც აბიტურიენტთა, ასევე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით.

აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისაგან შეუძლიათ ცენტრის ფეისბუქგვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კი – ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე. გარდა ამისა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ჩემი ყველაზე კეთილი და აღარ მყავს“ – ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "ჩემი ყველაზე კეთილი და აღარ მყავს. მართლა სად ხარ, ღმერთო? აღარ მჯერა, რომ არსებობ სადმე", - წერს მარიამ გაფრინდაშვილი.გარდაცვლილი ირმა გაფრინდაშვილია, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ახლობლები წერენ, რომ მარიამ გაფრინდაშვილის და ავტოავარიას ემსხვერპლა. მარიამ გაფრინდაშვილი 15 წელზე მეტია, რაც ჟურნალისტია. მისი მიმართულება კრიმინალური ამბების გაშუქება და საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებაა. მარიამ მაყურებელს არაერთხელ უნახავს ქვეყნის მთავარი მოვლენების ეპიცენტრში. 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 99,11 გრამი  ) და ვერცხლის (წონა - 335,33 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 26 066 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 1000 ლარით დაჯარიმდა.

ულტრამემარჯვენე ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გამართულ აქციაზე ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადეს

ულტრამემარჯვენე ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გამართულ აქციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ უნგრეთი ევროპის მომავლისთვის ბრძოლის მთავარ ასპარეზად წარმოაჩინეს და ამომრჩევლებს მოუწოდეს, რომ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ორბანის გუნდს მისცენ ხმა.უნგრეთის დედაქალაქში გამართულ შეკრებაზე ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროსკეპტიკოსების ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“, ისეთმა ფიგურებმა, როგორებიც არიან მარინ ლე პენი, მატეო სალვინი, ანდრეი ბაბიში და სხვები. მათ შორის იყო პოლონელი დეპუტატი, კშიშტოფ ბოსაკიც.საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა ორბანს „შორსმჭვრეტელი ლიდერი და გზამკვლევი“ უწოდა და აქციის მონაწილეებს მიმართა: „თქვენ, უნგრელი ამომრჩევლები, 12 აპრილს ასევე გზამკვლევები იქნებით“.„ვიქტორ, შენი გამბედაობა მომდინარეობს რწმენიდან, რომ შენი ერის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებ, - თქვა მან, - ერისადმი შენი ურყევი ერთგულება გაძლევს ძალას, რომ ზეწოლასა და შანტაჟს გაუძლო და შეეწინააღმდეგო“.იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ უნგრულ ენაზე წარმოთქვა, რომ „ვიქტორ ორბანი ნამდვილი გმირია“.პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვიცე-სპიკერმა, ბოსაკმა აღნიშნა: „წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ უნგრეთი, პოლონეთი და რეგიონის სხვა ქვეყნები გლობალისტებს უნდა დაემორჩილონ“.„დღეს ვითარება განსხვავებულია, ევროპას ჩვენი საღი აზრი სჭირდება, - განაცხადა მან, - გლობალისტები ევროპელების უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და იდენტობას ანადგურებენ“.ნიდერლანდელმა ულტრამემარჯვენე ლიდერმა, გერტ ვილდერსმა, აქციაზე გამოსვლისას, ხაზი გაუსვა, რომ მისთვის „პატივია, მხარი დაუჭიროს შესანიშნავ ლიდერსა და ძვირფას მეგობარს, ვიქტორ ორბანს“, ბოლოს კი შეკრებილ საზოგადოებას მიმართა: „თქვენი პრემიერ-მინისტრი ჰგავს ლომს, ცხვრების მიერ მართულ კონტინენტზე“.ესპანური პარტია „ვოქსის“-ის ლიდერის, სანტიაგო აბასკალის თქმით, ორბანმა დაამტკიცა, „რომ ყველაფერი შესაძლებელია“ და უნგრელებს მოუწოდა, „ბრიუსელის მარიონეტებს“ არ მისცენ იმის წართმევის უფლება, რასაც უკვე მიაღწიეს.ღონისძიების დასასრულს, ორბანმა განაცხადა, რომ პატრიოტები „ბრიუსელის აღებას და მის გარდაქმნას“ აპირებენ.„ჩვენ გვინდა კავშირი, რომელიც სუვერენული ერების ალიანსი იქნება. ჩვენ არ გვინდა ფედერაცია, არ გვინდა „უფრო მჭიდრო კავშირი“. ჩვენ გვინდა სუვერენული, ამაყი ევროპელი ერები“, - აღნიშნა მან.„ისინი, ვისაც დღეს აქ ხედავთ, სამ წელიწადში ევროკავშირის ლიდერები იქნებიან. ბრიუსელის ლიბერალური ელიტა სუსტდება, მაშინ როცა ევროპელი პატრიოტები ძლიერდებიან“, - დასძინა ორბანმა.ჯგუფს „პატრიოტები ევროპისთვის“, რომელიც 2024 წელს შეიქმნა, ევროპარლამენტში ამჟამად 84 დეპუტატი ჰყავს. წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)

Associated Press – ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო

ირანმა შეერთებული შტატებისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო, - ინფორმაციას Associated Press-ი ორ პაკისტანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.წყაროების განცხადებით, წინადადება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანქციების შემსუბუქება, სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობა, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებას, რაკეტების შეზღუდვების და ჰორმუზის სრუტის გავლით გემების გადაადგილება.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ. ირანული მხარე მოლაპარაკებების მიმდინარეობას არ ადასტურებს.ამასთან, Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

ირაკლი ქადაგიშვილი – ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მათი მოსვლის შანსი წლიდან წლამდე უფრო მცირე ხდება

ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ, მათი ძირითადი აქცენტია სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობაზე, ამიტომ აფინანსებენ მათ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე. კერძოდ, გვარამიამ აღნიშნა: „ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას, ამის თქმის არც მრცხვენია და არც მეპრობლემება“.ქადაგიშვილის თქმით, ნიკა გვარამია თავის მცირერიცხოვან ამომრჩეველს ფუჭი განცხადებებით კვებავს.„საარჩევნო შედეგებს თუ ვნახავთ, მათი ხელისუფლების შანსი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მცირე ხდება. რა თქმა უნდა, მათ საარჩევნო გზით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ, გადატრიალების უნარიც არ აქვთ და ამიტომ თავიანთ მცირერიცხოვან ამომრჩეველს ფუჭი განცხადებებით კვებავენ. ყველაფერი ხელისგულზე დევს.ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, რადგან ქართველ ხალხს ახსოვს ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს როგორი იყო ცხოვრება. მათ შორის, როგორი იყო დემოკრატია, „დემოკრატიის მამები“ ხომ არიან. უზურპირებული, დარბეული და მიწასთან გასწორებული და ერთ კაბინეტში სარედაქციო მედიაგარემო იყო საქართველოში. ახლა კი ეს ადამიანი ამბობს, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეო. ნიკა გვარამია ბიზნესს ესაუბრება, რომელიც დატერორებული იყო. გახსოვთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბიზნესმენები მოვიდნენ, რომლებიც მოჰყვნენ, ციხეში როგორ გადიოდნენ საკონცენტაციო ბანაკების მსგავს სიტუაციას. ეს ამ ბიზნესს, მედიას და ქართულ საზოგადოებას ხომ ახსოვს? რა თქმა უნდა, ისინი ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ. მათი ძირითადი აქცენტია სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობაზე, ამიტომ აფინანსებენ მათ.ხელისუფლებაში არჩევნებით რომ მოვიდნენ, ამის შანსი არ აქვთ და ეს კარგად იციან. გაგიგიათ, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდეს, რასაც აქ გვარამია-ხოშტარია და მათი და-ძმანი ახორციელებენ?  მსგავსი რამე ევროპის არცერთ ქვეყანაში არც დაესიზმრებათ. აბა, ნახეთ, სომხეთში ოპოზიციის ლიდერი რის გამო დააკავეს. ეს განცხადება საზოგადოებას მოასმენინეთ. საქართველოში მსგავს განცხადებას კი არა, უარესს ქმედებებს აყურებინებენ საზოგადოებას. ასეთი განცხადებებით საკუთარ ბაბლში ტრიალებენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ბოლო სიახლეები