“საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც თავის რიგებში ოფიციალურად ჰყავს 28 მილიონერი, სოლიდარობის ნიშნად თმობს მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს….
ცოტა ცუდი საყურებელია, როგორ პოპულისტობს მმართველი პარტია და თან როგორ ცდილობს იაფად გამოძვრეს!
აი, მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს რომ გაეღო თავისი შემოსავლების ერთი მესამედი მაინც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მართლაც საქმე იქნებოდა და მერწმუნეთ, გადაბრუნებული სიტყვა არავის დასცდებოდა და ყველა მადლობას გადავუხდიდით” – წერს ნიკა მელია.