კომპანია Apple iPhone X-ის მემკვიდრე 4 ახალი მოდელის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Digitimes-ი ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, ახალი სმარტფონებიდან ორს LCD-ეკრანი ექნება, ორს კი OLED-ი. გარდა ამისა, LCD-ეკრანით აღჭურვილი სმარტფონის ზომა 5,7- 5,8-დიუმი იქნება. ხოლო OLED ეკრანიანის და 6-6,1 დიუმი.
რაც შეეხება სხვა ორ მოდელს, ისინი OLED- ეკრანით იქნებიან აღჭურვილნი, რომლის ზომაც 6,0-დან 6,1 დუიმამდე და 6,4-დან 6,5 დიუმამდე იქნება.
ახალ მოდელებს უსადენო დამუხტვის ფუნქცია ექნება.
LCD-ეკრანიანი მოდელების გამოჩენა ბაზარზე 2018 წლის სექტემბრიდან ივარაუდება, ხოლო OLED-ეკრანიანია ოდნავ მოგვიანებით.
ამასთანავე კომპანია iPhone SE-ს გამოშვებასაც გეგმავს, რომელიც შედარებით იაფფასიანი იქნება და ფართო მასაზე გათვლილი. ახალ მოდელს 3D სენსორები არა, მაგრამ უსადენო დამუხტვის ფუნქცია ექნება. ის ბაზარზე, სავარაუდოდ, 2018 წლის მაისში ან ივნისში გამოჩნდება.