ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში მყოფ რძალს და შვილიშვილებს საკვებს სახლის კართან უტოვებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„იცით, რომ ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ მათთან, კართან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როდესაც მოვდივარ შემდეგ ისინი აღებენ კარს და შეაქვთ სახლში. შემდეგ მე იქიდან გამომაქვს შესაბამისი ნარჩენები, როგორც წესია“,- თქვა გამყრელიძემ.