ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

როგორ გავიზარდოთ თმა სწრაფად ?

ლამაზი, ბზინვარე და ჯანმრთელი თმა, არამარტო სილამაზის, არამედ ჯანმრთელობის ნიშანიცაა. დღეს ძალიან მოდურია გრძელი დაშვებული თმა. შემოგთავაზებთ რეკომენდაციბს, როგორ გაიზარდოთ სწრაფად თმა ?

ნორმალური ზრდის მაჩვენებელია 1-1.5 სმ. მაგრამ ეს დამოკიდებულია სეზონზე, გენეტიკაზე, ჯანმრთელობაზე და ცხოვრების წესსზე. თმის ჯანმრთელობისა და ზრდისთვის საჭიროა ცხოვრების ჯანმთელი წესი: მრავალფეროვანი კვება, ორგანიზმის უზრუნველყოფა წყლით, რომ შენარჩუნებული იყოს ტენიენობა. სასარგებლო პროდუქტებია: რძე, მარცვლეული, ხორცი, ყველი, თევზი. გაიმდიდრეთ ორგანიზმი ვიტამინებით და უარი თქვით მავნე ჩვევებზე. თმაზე ცუდად მოქმედებს შეღებვა, ქიმიური დახვევა. თმის საშრობები, უთო, აფუჭებს თმის სტრუქტურას, ხდის მყიფე და უძლურს. იმისთვის, რომ ძირები გამაგრდეს გამოიყენეთ ზღვის მინერალებზე დამზადებული შამპუნები. კოსმეტიკური საშუალებები შემცველი სპილენძიისა და თუთიის.

ნიღბების გამოყენება აჩქარებს თმის ზრდას: შეურიეთ კვერცხის გული ერთ სუფრის კოვზ თაფლს. ეფექტის გასაძლიერებლად დაამატეთ ხახვი. უსიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად კარგია ლიმნის წვენი. ნიღაბი უნდა გაიჩეროთ 30 წუთი და ჩამოიბანოთ თბილი წყლით. თუ თმა სუსტი და მშრალია უნდა დაამატოთ ზეითუნის ზეთი.

თმის სწრაფი ზრდისთვის კარგია ისეთი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, როგორიცაა: თმის ტონიკი, შრატი, ნიღბები კონდინცირებისთვის და ისეთი პროდუქცია, რომლების გამოაღვიძებს მიძინებულ ფოლეკულებს. მდოგვი, დარიჩინი და წიწაკა გამოაცოცხლებს თმის ფოეკუებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აწვდის საკვებ ნიბთიერებებს.

დაიბანეთ თმა ხშირად, რათა მოიცილოთ ქერტლი და კანის ცხიმი, რადგან ეს ხელს უშლის თმის სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. მიიღეთ კონტრასტული შხაპი და რაგულარულად გაიკეთეთ თავის მასაჟი. ყოველ სამ თვეში ერთხელ მოიჭერით ბოლოები დაახლოებით 0.5-1 სმ.

შეამოწმეთ თქვენი იმუნური სისტემა, ენდოკრინოლოგიური და ნერვიული სისტამა, თირკმელზედა ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირება, აღმოფხვერით სტრესი… კარგი ჯანმრთელობა აისახება თქვენს თმებზეც.
თმის ზრდის დამხმარე ნიღბები და ინგრედიენტები: არაჟანი, კვერცხი, თაფლი…
1. კვერცხის გულს დაამატეთ თაფლი და არაჟანი, რამდენიმე წვეთი ლიმნის წვენი და კარგად აურიეთ. ასევე გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2.აიღეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, დაამატეთ ცოტაოდენი ლიმნის წვენი, მცენარეული ზეთი და კვერცხი. აურიეთ კარგად. ეს ნიღაბი უნდა წაისვათ სველ თმაზე. შეიზილეთ ძირებში დამთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი ჩამოიბანეთ შამპუნით და კარგად შეიხვიეთ.

ეს რჩევები დაგეხმარებათ თქვენი თმა დროთა განმავლობაში გახდეს საკმაოდ გრძელი, ჯანმრთელი და ბრწყინვალე. მოუარეთ, დაიცავით ისეთი ფაქტორებისაგან, რაც ზიანს მიაყენებს მას და დატკბით თქვენი თმის სილამაზით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მანქანა ქალს დაეჯახა – თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მიხეილ სააკაშვილი – სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია

სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, პატრიარქის დაკრძალვა გადაიქცა “ცალმხრივ პარტიულ და ივანიშვილის ოჯახურ” ღონისძიებად.„ასე მოქმედებს ნამდვილი მაფია, შევხედოთ როგორი იყო ქრონოლოგია:2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა ჩხარტიშვილი მიუგზავნა პატრიარქს გადადგომის შეთავაზებით. პატრიარქის უარის შემდეგ, მას აუგორეს "ციანიდის სკანდალი", შემდეგ ის დათანხმდა მოსაყდრის დანიშვნას. ამის შემდეგ მეუფე პეტრეს თაოსნობით პატრიარქზე განხორციელდა დიდი პროპაგანდისტული შეტევა. პატრიარქი დაიცვა სინოდმა. სინოდის წინააღმდეგ ააგორეს კრებსების სკანდალი. სუს-მა გამოჟონა დოკუმენტები, რომელშიც ძალიან არასახარბიელოდ ჩანდა სამღვდელოების ბევრი წარმომადგენელი. მალევე მოხდა პატრიარქის სრული იზოლაცია. მაკონტროლებლების გარეშე, მასთან არცერთი ინფორმაცია არ შედიოდა და არ გამოდიოდა, ვერც ვერავინ შედიოდა. 2024 წელს სცადეს ეკლესიისთვის სახელმწიფო უწყების სტატუსის მოხვევა, სინოდის წინააღმდეგობის შემდეგ, რეჟიმმა დროებით უკან დაიხია. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ივანიშვილმა მოისურვა, რომ პატრიარქი მისი ნების საწინააღმდეგოდ არა სიონში, არამედ სამებაში დაეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება სიონში მხოლოდ ერთი ხმით ჩავარდა.და ბოლოს, პატრიარქის დაკრძალვა გადაიქცა, ცალმხრივ პარტიულ და ივანიშვილის ოჯახურ ღონისძიებად.სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია.ასე იცის ჯაყომა...”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ირაკლი კობახიძე – ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული

ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას.„ჩვენს საზოგადოებაში ცდილობდნენ გარდა სიძულვილისა, ყალბი იდეოლოგიის დანერგვას და ამის ნაწილი იყო პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მათ შორის კამპანიები, რომლებიც წარმოებდა ეკლესიის წინააღმდეგ, პირადად პატრიარქის წინააღმდეგ, სასულიერო პირების წინააღმდეგ. ეს კამპანიები დამარცხდა ამ დღეების განმავლობაში და ამის გამოხატულებაც იყო ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეებში. ეს დღეები იყო კონკრეული ნიშანი ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას. ეს არის ნიშანი იმისა, რომ არა მარტო სიძულვილი ვერ დაამარცხებს სიყვარულს და პირიქით იქნება აუცილებლად, არამედ ვერავითარი ყალბი იდეოლოგია ვერ დაამარცხებს საქართველოში ქრისტიანობას.ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული. ამ კამპანიებს კიდევ ერთხელ გავიხსენებ. მიზანმიმართული იყო ეს კამპანიები, კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ზოგადად ავტორიტეტებს ებრძვიან, ეს არის დამახასიათებელი ამ იდეოლოგიისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი. თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში და დღემდე პატრიარქი, დედა ეკლესია სარგებლობდა გამორჩეული ავტორიტეტით და ამიტომ იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამ კამპანიების სწორედ ეკლესია, სასულიერო პირები, თუმცა საბოლოო ჯამში ყველამ დავინახეთ, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია ასეთი კამპანიების წარმატება ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნორვეგიის ელჩი – ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია

ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია, - ამის შესახებ საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერლიო ჰოვლანდი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ელჩი აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების პრობლემურ მოდელს ამყარებს.“ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია. სასამართლოს გადაწყვეტილება ამყარებს საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების პრობლემურ პატერნს და შლის გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივ ნდობას”, - წერს ჰოვლანდი.ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ კიევს უსაფრთხოების გარანტიებს იმ პირობით სთავაზობს, თუ უკრაინის არმია გავა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილებიდან, რომლებიც რუსეთს ჯერ...

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ კიევს უსაფრთხოების გარანტიებს იმ პირობით სთავაზობს, თუ უკრაინის არმია გავა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილებიდან, რომლებიც რუსეთს ჯერ ოკუპირებული არ აქვს.ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „როიტერთან“ ინტერვიუში ისაუბრა.ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აირჩია ზეწოლის სტრატეგია არა რუსეთზე, არამედ უკრაინაზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე მზადაა, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის გაფორმება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულოს, თუ უკრაინა დონბასიდან ჯარების გაყვანას დათანხმდება.„ამერიკელები მზად არიან ეს გარანტიები უმაღლეს დონეზე დააფიქსირონ, როგორც კი უკრაინა მზად იქნება დონბასიდან ჯარების გაყვანისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის როგორც უკრაინის, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ამჟამად ირანთან კონფლიქტზეა კონცენტრირებული, რის გამოც ტრამპი ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, რათა ომი სწრაფად დასრულდეს.ზელენსკის შეფასებით, რუსეთი, რომელიც უკრაინული ჯარების აღმოსავლეთიდან გაყვანას ითხოვს, იმაზე აკეთებს გათვლას, რომ ვაშინგტონი დაკარგავს ინტერესს მოლაპარაკებების მიმართ და საბოლოოდ პროცესიდან გავა.აღსანიშნავია, რომ იანვარში გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერდა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის დამოკიდებული იქნება იმაზე, დათანხმდება თუ არა კიევი დონბასიდან ჯარების სრულად გაყვანას. მაშინ თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ ამ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

ბოლო სიახლეები