![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2020/02/Screenshot_1-38.png)
გიორგი გახარიამ- ბათუმში ,,ოცნების ქალაქის” მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
გიორგი გახარიამ და თორნიკე რიჟვაძემ – ბათუმში ,,ოცნების ქალაქის” მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა, – უმსხვილესი სოციალური პროექტის, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.
„ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე მოსახლეობა წლების განმავლობაში უკიდურესად მძიმე, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობდა. 2019 წლის თებერვალში მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება აჭარაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოციალურ პრობლემას გადაჭრის.
გადაწყვეტილების თანახმად, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი კომპლექსი და ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნება ცხოვრების ღირსეული პირობები.
მთავრობამ გადაწყვეტილების დაანონსების დღიდან გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, შემუშავდა კომპლექსის პროექტი, ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის დეტალური აღწერა და დამუშავდა მონაცემთა ბაზა, გამოცხადდა ტენდერი მშენებლობაზე და გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,დაგი“, რომელმაც 17 თვეში უნდა უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული 582 ბინისაგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.
პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულებაა 38.7 მილიონი ლარი. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დღეს ლომისობაა
ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის...
წინასაქორწილო წვეულება – რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილის ულამაზესი საცოლე
გიორგი მამარდაშვილის და მისი რჩეული ელენე ეტიპაშვილი ქორწილისთვის ემზადებიან. ელენე „ინსტაგრამზე“ წინასაქორწილო წვეულების ფოტოებს ავრცელებს.
თბილისში წყალი შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. კრწანისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩის N7 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/25/2024 23:00 დან 6/26/2024 11:00...
რა მდგომარეობაა ალავერდის მონასტერში, რომელსაც ქარიშხალმა გადაუარა – სააგენტოს განცხადება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან სსიპ საქართველოს...
შალვა ნათელაშვილი: ხვიჩას მოვუწოდებ, პორტუგალიასთან იმ დატვირთვით ითამაშოს, რაც ნამდვილად შეუძლია და ნაკლებად იფიქროს, ტრავმის შემთხვევაში ვინ რამდენ დაზღვევას გადაუხდის
ხვიჩას მოვუწოდებ, პორტუგალიასთან იმ დატვირთვით ითამაშოს, რაც ნამდვილად შეუძლია და ნაკლებად იფიქროს, ტრავმის შემთხვევაში ვინ რამდენ დაზღვევას გადაუხდის, - ამის...
თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სტუდენტის, მოჰამედ რაფათ აჰმედ სალლამის უბედური შემთხვევის...