საქართველო ტყის მდგრადი განვითარების სისტემის შექმნაზე მუშაობს
სატყეო სექტორის რეფორმის დოკუმენტი განიხილეს დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უცხოელ კოლეგებთან. ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსა და უნგრეთის სატყეო კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ამ მიმართულებით ევროკავშირის გამოცდილება გაუზიარეს.
“2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“, რომელიც გაერთიანებული ერების ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ეროვნულ დონეზე განხორციელების პრინციპული ინსტრუმენტია, ავალდებულებს ქვეყანას სატყეო სექტორის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. აგრეთვე, მნიშვნელოვანია 2016 წელს ძალაში შესული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმადაც საქართველოს ევალება ტყის მდგრადი მართვის სისტემის შექმნა.
როგორც სამინისტროსი განმარტავენ, ეს პროცესი კი მოითხოვს კონკრეტული ქმედებების დროში გაწერასა და ღონისძიებების გატარებას, შედეგების მონიტორინგსა და ანგარიშგებას.
პროცესის თანმიმდევრულად წარმართვისთვის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დახმარებით (GIZ), მუშავდება სატყეო სექტორის რეფორმის სტრატეგიაა და სამოქმედო გეგმა. შეხვედრაზე „საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის სტრატეგიის“ სამუშაო დოკუმენტზეც იმსჯელეს. შეხვედრას, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...