ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ – ,,ბათუმის პორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰაშიშის” შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
სგპ ,,ბათუმის პორტში“ ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოსულ, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელ ბორანზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰაშიში“.
აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

