როდიდან გახდა ფოტოების გადაღება ევროინტეგრაციის ახალი კრიტერიუმი, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა – კარგი ფოტოები, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგი გაბუნია გამოეხმაურა „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ ჟურნალისტ მარია ტადეოს შეკითხვას: „ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“.
„ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა“, – დაწერა გიორგი გაბუნიამ.

