ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „მძლევარი“ პოლონეთიდან სამშობლოში გამარჯვებით ბრუნდება. გუნდმა 21-ე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.
პირველი ადგილი და ოქროს დიპლომი – კამერული გუნდების კატეგორიაში; ოქროს დიპლომი – ერთგვაროვანი გუნდების კატეგორიაში; სპეციალური პრიზი და დიპლომი – ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის.
15-18 ოქტომბერს პოლონეთში გამართულ საგუნდო ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 28 გუნდი მონაწილეობდა.
საკონკურსო დღეების გარდა, გუნდი „მძლევარი“, კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით, პოლონეთში სოლო კონცერტს გამართავს.
გამარჯვებული გუნდი თბილისში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.

