“სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება დამატებითი ფინანსური რესურსები, ეს ფინანსური რესურსები აბსოლუტურად გონივრულად ხმარდება, მათ შორის, იმ მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებს, რომელსაც შეიძლება ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეთ”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გაზრდილ პენსიებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში “ღამის კურიერი” საუბრის დროს განაცხადა, აღნიშნული თვალსაზრისით, ხელისუფლების გადაწყვეტილების კრიტიკის არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
“ბიუჯეტი სწორად რომ იგეგმება, ამიტომაც არის შესაძლებელი, რომ საქართველოში, ბოლო ხნის განმავლობაში ყოველწლიურად [გაიზარდოს პენსია]. ერთი მხრივ, საკანონმდებლო გარანტია არსებობს, რომ პერიოდულად პენსია და სოციალური უზრუნველყოფა გაიზარდოს, მეორეს მხრივ, ხშირად იზრდება იმაზე მეტად, ვიდრე საკანონმდებლო ვალდებულებითაა გათვალისწინებული.
სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩნდება დამატებითი ფინანსური რესურსები, ეს ფინანსური რესურსები აბსოლუტურად გონივრულად ხმარდება, მათ შორის, იმ მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებს, რომელსაც შეიძლება ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეთ. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების გადაწყვეტილების კრიტიკის არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
წელს, საბედნიეროდ, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო კონკრეტულ სეგმენტზე 45 ლარით ზრდა, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა, თუმცა ამაზეც ვნახეთ, რა ხდებოდა – არასწორია ასეთი განცხადებები.
ყველამ კარგად იცის, რომ პირველ და მეორე წარდგენის პროცესში [ბიუჯეტის კანონპროექტის] ჩნდება შესაძლებლობა, წლის ბოლოა, ჩნდება წლიური შედეგები, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ დაიგეგმოს მომავალი წლის ბიუჯეტი და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ, როგორი შეიძლება იყოს იანვრიდან მომდევნო წლის საბიუჯეტო ხარჯი”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

