სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ცეცხლი ცენტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში გაჩნდა.
მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.
„სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ტერიტორიაზე ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია. დელტას“ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში, რომელიც ექსპლუატაციაში არ იმყოფება და მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცეცხლის კერა გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სამსახურების სწრაფი ჩარევის შედეგად, ვითარება მოკლე დროში ლოკალიზდა და ამ დროისთვის ცეცხლის კერა სრულად ლიკვიდირებულია.
მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

