კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და დარწმუნებული ვარ, რომ მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა მაია ბითაძეს კულტურის მინისტრის პოზიციაზე წარმატებები უსურვა.
„კულტურის მინისტრი მაია ბითაძე დღეს პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას, მინდა ვუსურვო მას წარმატებები. კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა. იქნება თვისებრივი ცვლილებები კულტურის სფეროში. კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ მაიას“, – განაცხადა კობახიძემ.

