ორშაბათი, სექტემბერი 28, 2026

შიო მესამე – თუ გვსურს, ერი კვლავ გაერთიანდეს, გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, შენდობა, ურთიერთპატიება, ძალიან ვხარობ, რომ დღეს ყველა ადამიანი საქართველოში ამ განწყობით არის

როდესაც ვცდილობთ, ჯვარს გავექცეთ, მოვიშოროთ, ჩვენ ვშორდებით ქრისტეს ჯვარს, ჩვენ ვშორდებით თვით უფალს, მაგრამ როდესაც ჩვენ მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით ვღებულობთ, ვზიდავთ ჩვენ ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა მართლმადიდებლებს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თქვენო აღმატებულებავ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, თქვენო აღმატებულებავ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარევ, მაღალყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო გილოცავთ ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს, დღეს ვფიქრობთ უფლის ჯვარზე მის მნიშვნელობაზე და ძალაზე. შეგვეწიოს ყველას მისი ძალა და მადლი ცხოველსმყოფელისა ჯვარისა.

უფალი იესო ქრისტე ნებსით მოკვდა ჯვარზე ჩვენ ცოდვილებისთვის დამნაშავეებისთვის რომ გადაგვარჩინოს, გვიხსნას და გვაცხონოს და აი, ჩვენ როდესაც თაყვანს ვცემთ მაცხოვრის ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ პირველ რიგში აი, ამ სიყვარულის ღვაწლს, დიდი თავგანწირული სიყვარულის ღვაწლს. სწორედ ეს სიყვარული აღსრულდა, ეს ღვაწლი აღსრულდა ჯვარზე. ჩვენ ასევე ჯვრის თაყვანისცემით თაყვანსა ვცემთ ჩვენი მკვდრეთით აღდგომის იმედს და სიხარულს. რადგან, როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე მოკვდა და საფლავი დაიბეჭდა, თითქოს ყველაფერი დასრულდა. მაგრამ სწორედ ამ დროს აღდგა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენი იმედიც სწორედ ამაშია. რომ ცოდვის უფსკრულიდან დაცემულობის უფსკრულიდან ჩვენ შეიძლება აღვდგეთ ქრისტიანული ცხოვრებისთვის. და ღმერთთან თანაზიარებისთვის.

მძიმე და დიდი იყო ჯვარი, რომელზეც ჯვარს ეცვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თქვენ იცით, ის ხისგან იყო დამზადებული და მას შემდეგ სხვადასხვა ადამიანები აკეთებდნენ ასეთი დიდი ზომის ჯვრებს და ერთობლივი ძალისხმევით მიაბრძანებდნენ იერუსალიმში და გოლგოთის გზაზე აჰქონდათ. ზოგს თავიანთ სენაკებაში ჰქონდა, მაგალითად ღირს ალექსი შუშანიას სენაკში ჰქონდა და მხრებზე იდებდა ლოცვის დროს. აი, ჩვენს წინაშე აღმართულია თხოთის ჯვარი. თქვენ იცით, რომ თვით წმინდა ნინომ, მეფე მირიანმა, დედოფალმა ნანამ აღმართეს ეს ჯვრები. პირადად მცხეთის მთაზე აიტანეს.მაგრამ ჯვარი ქრისტესი არ არის მხოლოდ ხისგან ან სხვა რაიმე მასალისგან დამზადებული. არსებობს ასევე სულიერი ჯვარიც, რომელიც შედგება ადამიანთა ცოდვებისგან და განსაცდელებისგან, მწუხარებებისგან, სნეულებებისგან ოჯახური სირთულეებისგან. და როდესაც ადამიანი სცოდავს და ამ ცოდვაში ჯიუტად ყოფნას განაგრძობს მაშინ, ამ ჯვრებს, ამ თავის ჯვარს ამძიმებს. ხოლო როცა ადამიანი ცოდვას ებრძვის და ამარცხებს, მაშინ ის თავის ჯვარს ამსუბუქებს.

ეს რას ნიშნავს? როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჯვარს გავექცეთ, მოვიშოროთ, ჩვენ ვშორდებით ქრისტეს ჯვარს, ჩვენ ვშორდებით თვით უფალს. მაგრამ როდესაც ჩვენ მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით ვღებულობთ, ვზიდავთ ჩვენ ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება. მაშინ ჩვენ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული. აღდგომის სიხარული. ამიტომ ვეცადოთ, ვებრძოლოთ ცოდვას და ნუ ვიქნებით სულმოკლენი ჩვენი ჯვრის ზიდვაში. მაშინ უფალი ჩვენთან იქნება, ჩვენ ვივლით ქრისტეს გზით და ასე ამ სიხარულით ყოველთვის უფალთან ვიქნებით. მოგვმადლოს ეს უფალმა ჯვრის ძალითა და მადლით“,- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

შიო მესამემ სოხუმის დაცემის დღეზეც ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენას ჩვენი უახლესი ისტორიისა. შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან, სოხუმის დაცემიდან. ამ საშინელმა ომმა მოიტანა 30 000 მდე დაღუპული ადამიანი, ასობით ათასი განდევნილი თავისი მიწა-წყლიდან, თავისი კუთხიდან, სახლიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია. ომის შემდეგ, უკვე კოდორის გზაზე სიარულისას, კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც დიდი ჯვარია ღვთისგან დადებული და არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დღეს დაემთხვა სოხუმის დაცემა და იოანე ოქროპირის ხსენებაც ხომ სწორედ ამ დღეს არის, რომელიც დაკრძალული იყო აფხაზეთში. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ ომზე და ალბათ, მე მახსენდება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სიტყვები – რომ იმ ომში არავინაა გამარჯვებული, აფხაზებიც და ქართველებიც დამარცხდნენ. ჩვენ თუ გვინდა რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და მარგებელი იყოს ჩვენთვის, რომ ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, შენდობა, ურთიერთპატიება. მე ძალიან ვხარობ იმით, რომ დღეს ყველა ადამიანი საქართველოში ამ განწყობით არის. ეს გვაერთიანებს, ასეთი დამოკიდებულება აფხაზების და აფხაზეთის მიმართ. და იმისადმი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი შემდგომი ცხოვრება და ერთად ყოფნა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ჯვართამაღლებას.

დღეს ჩვენ აღვასრულეთ პანაშვიდი, მოვიხსენიეთ ყველა, ვინც დაიღუპა ომში, აფხაზებიც და ქართველებიც. ასევე გავიხსენეთ ცხინვალში გარდაცვლილი ჩვენი მეომარი ძმები და დები. ღმერთმა აცხონის მათი სულები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ჯვრის ძალამ და მადლმა გაგაძლიეროთ ყველანი. ჯვრის ძალით და მადლით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გადაარჩინოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“,- აღნიშნა შიო მესამემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“რამდენიმე წუთის წინ შემატყობინეს” – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ეკა კუპატაძე?

მოკ­ლუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის ეკა კუ­პა­ტა­ძის თქმით, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ად­ვო­კატ­მა მისი ჩვე­ნე­ბა უდა­ვოდ ცნო.რო­გორც ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, არც ერთ მის სი­ტყვას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ ექ­ნე­ბა."რო­გორც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ შე­მა­ტყო­ბი­ნეს, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ად­ვო­კატ­მა ჩემი ჩვე­ნე­ბა(ც) უდა­ვოდ ცნო!რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, არც ერთ ჩემს სი­ტყვას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ ექ­ნე­ბა!ეში­ნი­ათ ჩემი სი­ტყვის იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის!ამას ვე­ლო­დი კი­დეც!თუმ­ცა პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას მა­ინც მო­უ­წევთ ჩემი მოს­მე­ნა!" - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

ნიკა გვარამია – ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა და ვერ დაველოდებით, ვის ვინ შეუყვარდება, უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე მომავალი თაობები...

არ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოებრივი საჭიროებები დავამყაროთ სიყვარულსა და არსიყვარულს, ვინმეს მოვაწონებთ თავს თუ ვერ მოვაწონებთ, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.გვარამიას კითხვა დაუსვეს მის მიერ 20 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც გვარამიამ განაცხადა, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.„მე რაც ვთქვი მაშინ, იმას გავიმეორებ კვლავ და თუ ვინმემ ვერ გაიგო მმართველ გუნდში, ეჭვი მეპარება, მაგრამ შეეცადოს, რომ გაიგოს. ჩვენ არ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოებრივი საჭიროებები დავამყაროთ სიყვარულსა და არსიყვარულს, ვინმეს მოვაწონებთ თავს თუ ვერ მოვაწონებთ, არა. ჩვენ გვაქვს ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ვერ დაველოდებით იმას, ვის ვინ შეუყვარდება, ვის ვინ შესძულდება და ა.შ. ჩვენ უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენი მომავალი თაობები ვერ ცხოვრობდნენ კარგ და დაცულ, მდიდარ სახელმწიფოში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.მისივე თქმით, ევროკავშირის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის სერიოზული შანსი არსებობს.„მერწმუნეთ, ჩვენ აფხაზების გარეშე ეს შეგვიძლია, აფზაზებს ჩვენ გარეშე ეს არ შეუძლიათ. ამიტომ, ძალიან სერიოზული შანსი არსებობს ევროკავშირის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის. კიდევ ვუბრუნდები თქვენ მიერ დასმულ საკითხს – ვის ვინ შეუყვარდება, ამაზე მე როგორ გელაპარაკოთ, შევუყვარდებით ვინმეს თუ არა. ხალხს შეუყვარდება აფხაზები თუ არა?! ეს არ არის ის, რაზეც შეიძლება, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსმა და სახელმწიფო ჩინოვნიკმა იმუშაოს და შედეგს მიაღწიოს. სიყვარული არ ხდება დაკვეთით და მუშაობით. თავისთავადაც აღმოცენდება ხოლმე, როცა ადამიანები მშვიდობიანად, ერთად თანაცხოვრობენ. აქამდე უნდა მივიდეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, უნდა ავიტანოთ და მოგვიწევს, რომ ავიტანოთ და იქნება ეს ქვეყანა ერთიანი, ოღონდ ბიძინას გარეშე, ისე არ გამოვა არაფერი“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ვიქტორ ყიფიანი – დღევანდელი დღე ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე, დღეს ისტორიის გადაწერა ხდება – უნდა გამოვხატოთ სურვილი, რომ აფხაზებთან და ოსებთან...

დღევანდელი დღე ყოველთვის ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია კონკრეტულ ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე , - ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა "ჯერ საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, სოხუმის დაცემის დღისთვის მიძღვნილი მარშის დაწყებამდე.მისივე თქმით, დღეს “ისტორიის გადაწერა“ ხდება. ამ ფონზე, ყიფიანის თქმით, დღეს უნდა გამოვხატოთ არამარტო ისტორიული მეხსიერების პატივისცემა, არამედ სურვილი, რომ მზად ვართ აფხაზებთან და ოსებთან პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების წარმოებისთვის."დღევანდელი დღე ყოველთვის ტრაგიკულია, ვინაიდან, საუბარია კონკრეტულ ომში ჩვენს სამხედრო წარუმატებლობაზე. ამას მეტად გაფერადება და სიტყვების მოძებნა არ სჭირდება, მაგრამ ახლა კიდევ სხვა დატვირთვა შეიძინა ამ დღემ, რადგან ისტორიის გადაწერა ხდება. როცა ჩვენ აქ შევიკრიბებით ჩვენი მთავარი სათქმელი ყველაფერთან ერთად იქნება, რომ ისტორიას ვცეთ პატივი შედეგის მიუხედავად. იმ მებრძოლებს ვცეთ პატივი, რომლებმაც თავი არ დაზოგეს. რითაც გარკვეულწილად საქართველოს გეოპოლიტიკურ შედეგსაც, ჯერჯერობით პოტენციურს, რომელიც რეალიზებული არ არის, ჩაუყარეს საფუძველი. მე ხშირად ვამბობ, რომ ვიდრე თბილისში არ შეიცვლება პოლიტიკური კონფიგურაცია ქვეყნის გარეთ დალაგება შეუძლებლად მიმაჩნია მსხვილ თემებზე, მით უმეტეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, მხოლოდ შიდა ქართული თემა არ არის.ჩვენ დღეს უნდა გამოვხატოთ არამარტო ისტორიული მეხსიერების მიმართ პატივისცემა, არამედ სურვილი, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენ პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობების წარმოებისთვის მზად ვართ, რომლებიც არ იქნება მხოლოდ სენტიმენტებით გაჯერებული. სურვილი მაქვს, რომ ამას დღეს ხაზი გავუსვათ", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

დონალდ ტრამპი – ველოდები ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს არ არის ის შეთანხმება, რომლის დადებაც მე მინდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ კვირაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდება.როგორც „აქსიოსი“ წერს, კატარი და რეგიონის სხვა შუამავლები აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლებას ცდილობენ, თუმცა საკვანძო საკითხებზე მხარეთა პოზიციები კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება. ირანს სურს, ნებისმიერი მოლაპარაკება ჰორმუზის სრუტესა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადაზე იყოს ფოკუსირებული, მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან ბირთვულ საკითხზე დათმობებზე წასვლას მოითხოვს.„ველოდები ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას (მომავალ კვირაში). მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს არ არის ის შეთანხმება, რომლის დადებაც მე მინდა. ეს ის შეთანხმებაა, რომელსაც, შესაძლოა, ერთი წლის წინ დავთანხმებულიყავით. მათ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.კითხვაზე, განიხილავს თუ არა ირანზე დარტყმების განახლებას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამაზე ყოველთვის ფიქრობს. ამასთან, ტრამპის განმარტებით, ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტიდან დიდი რაოდენობით ნავთობის გატანას უწყობენ ხელს. მისივე თქმით, შაბათ-კვირას სრუტის გავლით ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ყველაზე დიდი მოცულობა, 20 მილიონ ბარელზე მეტი გადაიტანეს.მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ტელეკომპანია NBC-ს განუცხადა, რომ ტრამპის მიერ ირანის შეთავაზების უარყოფის მიუხედავად, ირანი კვლავ კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მიღწევას ცდილობს.როგორც მედია წერს, რეგიონის ორმა წყარომ დაადასტურა ტრამპის განცხადება, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირაში გაგრძელდება. მათი თქმით, ისინი აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი დიალოგის მორიგ რაუნდს უკვე ორშაბათს ელოდებიან. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა მხარეები არსებული უთანხმოებების დაძლევას.ცნობისთვის, ირანმა აშშ-ს შესთავაზა ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების ერთი კვირის შემდეგ განახლება, იმ შემთხვევაში, თუ აშშ მოხსნის საზღვაო ბლოკადას, გააუქმებს ნავთობის გაყიდვებზე დაწესებულ სანქციებს და მთელ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღადგენს. როგორც ერთ-ერთმა წყარომ „აქსიოსს“ განუცხადა, სამშაბათს გამართული მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს განუმარტეს, რომ ირანი სრუტეს არ აკონტროლებს და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით მოთხოვნების დაყენება არ შეუძლია.ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისას გადასცა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რითაც დაასრულა თავისი მეორე და ბოლო ხუთწლიანი ვადის შესრულება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters- ი ავრცელებს. როგორც მედია წერს, ამით მან გზა გაუხსნა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ვუჩიჩის გადადგომა, რომელიც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შვიდი თვით ადრე ხდება, ემთხვევა სერბეთში 25 ოქტომბერს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ნაბიჯი მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი იმ შემთხვევაში, თუ მისი პარტია - „სერბეთის პროგრესული პარტია“ (SNS) - ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

ბოლო სიახლეები