ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი გარდაიცვალა.
პაატა ნაცვლიშვილი წლების განმავლობაში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და ქართული მედიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში კოლეგები, მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან და სამძიმარს უცხადებენ ოჯახსა და ახლობლებს.

