აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკურ აფხაზთა რაოდენობა არის მაქსიმუმ 50 ათასი. 45 ათასი ეთნიკურად აფხაზი შესახლებულია ძირითადად წართმეულ სახლებში, ყაჩაღები ჯერ ამ სახლებიდან არიან გასაყრელი და თუ დაუბრუნდებიან თავის ძველ სახლებს, მაშინ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დაურ ბუავა განსაკუთრებით კეთილშობილი აფხაზი ახალგაზრდა იყო და ასეთებს უნდა მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ და მისი სიკვდილი ტრაგედიაა. თუმცა, დაური პატარა უმცირესობას წარმოადგენს აფხაზთა შორის.
აბა, თვითონ დაუფიქრდით ფაქტს. აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკურ აფხაზთა რაოდენობა არის მაქსიმუმ 50 ათასი. ამათგან 45 ათასი შესახლებულია ძირითადად ქართველებისგან და ასევე ბერძნებისგან, ესტონელებისგან, ებრაელებისგან წართმეულ სახლებში. ისინი არიან დანაშაულის მონაწილე და თქვენ მოელით, რომ ყაჩაღს, რომელმაც სახლი წაგვართვა, თქვენ უნდა უყვარდეთ?
ყაჩაღები ჯერ ამ სახლებიდან გასაყრელია და თუ დაუბრუნდებიან თავის ძველ სახლებს, უმეტესად გუდაუთაში და აღიარებენ ქართულ სახელმწიფოს, მაშინ, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, – წერს სააკაშვილი.

