ხუთშაბათი, აგვისტო 6, 2026

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს აქვეყნებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებად არის მიჩნეული.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, British Airways-თან თანამშრომლობით, დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტულ ონლაინ გამოცემაში Telegraph.co.uk საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სარეკლამო-საინფორმაციო სტატიების სერია გამოქვეყნდა.

სტატიაში – „როგორ ისიამოვნოთ აქტიური დასვენებით საქართველოში“ აღნიშნულია, რომ „შთამბეჭდავი ლანდშაფტების მრავალფეროვნება, შავი ზღვის სანაპიროს სასიამოვნო პლაჟები, ხშირი ტყეები, ხეობები, კავკასიონის მწვერვალები – ეს ყველაფერი საქართველოს აქტიური დასვენების შესანიშნავ სივრცედ აქცევს, სადაც მსოფლიო დონის ჰაიკინგთან ერთად ხელმისაწვდომია ველოსპორტი, რაფტინგი და სათხილამურო სპორტი“.

ამასთან, სტატია – „როგორ აღმოვაჩინოთ ევროპის ყველაზე გამორჩეული დედაქალაქი“ ბრიტანელ მოგზაურებს თბილისში მოკლევადიანი ტურების დაგეგმვის რეკომენდაციებს სთავაზობს.

„თბილისი ეს არის ძველისა და თანამედროვეს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმზიდველი ნაზავი, სადაც შუა საუკუნეების მდუმარე ტაძრები თანამედროვე არქიტექტურულ საოცრებებს ეჯიბრებიან“, – წერს „ტელეგრაფი“ და აღნიშნავს, რომ British Airways-ის პირდაპირმა ფრენებმა საქართველოს კონტრასტებით გამორჩეულ დედაქალაქში  ასეთი ხანმოკლე ვიზიტები განსაკუთრებით მიმზიდველი გახადა.

სტატია „კულინარიული მიმართულება, რომლის დაგემოვნებაც მოგინდებათ“ ყურადღება გამახვილებულია ქართულ გასტრონომიაზე, ქვევრის ღვინის 8 000-წლიან კულტურაზე, ტრადიციულ კერძებსა (ხაჭაპური, ხინკალი, ფხალი, ტყემალი) და სუფრის ფენომენზე.

„ქართული კულინარია საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაა მიჩნეული და ბრიტანელი ტურისტებისთვის საუკეთესო ქართული გემოების აღმოსაჩენად გზამკვლევია შეთავაზებული. „გამორჩეულად მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობითა და მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიით, საქართველო არის ადგილი, სადაც კერძები და მათი დაგემოვნება ერთდროულად ხელოვნებაცაა და სოციალური რიტუალიც“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი რუდოლფ აბრაამი.

დიდ ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მიზანი ბრიტანულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მიმართულების პოზიციონირებაა. კამპანია მოიცავს British Airways-თან პარტნიორობით ციფრულ აქტივობებს, ბანერულ რეკლამას, სარეკლამო სტატიებსა და სხვა ინტეგრირებულ მარკეტინგულ ღონისძიებებს, ასევე წამყვან ონლაინ მედია პლატფორმებზე ერთობლივი ბრენდირებული კონტენტის განთავსებას.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აზერბაიჯანული მედია – ბაქომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატური ნოტა გაგზავნა – აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას...

აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატური ნოტა გაიგზავნა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Report-ი ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს გავლით მოძრავი აზერბაიჯანული სატვირთო მანქანების მძღოლები აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უკვე რამდენიმე დღეა აყოვნებენ, რაზეც ოფიციალური ახსნა-განმარტება ამ დრომდე არ მიუღიათ.როგორც გამოცემა წერს, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ განმარტების მისაღებად საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.აზერბაიჯანელი მძღოლების განცხადებით, დიდი ხნით მოცდა ძირითადად „სარფისა“ და „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე, თბილისში მდებარე საბაჟო გაფორმების ცენტრში უწევთ.შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ გამოცემას აცნობა, რომ ინციდენტი კონტროლის ქვეშ არის და საელჩომ საქართველოს საგარეო უწყებას დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა.ასევე, აზერბაიჯანის საელჩოს ცნობით, ვითარებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად იკვლევენ.

გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

წუხელ დაიჭირეს ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი! საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის - გიგა ავალიანის მკვლელებს! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მისი შვილის საქმეზე კიდევ ორი პირის დაკავებას.ეკა კუპატაძე სამართლიანობისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.“საქართველოვ, მადლობა ამ გიჟურ ომში თანაბრძოლისთვის!თეთრად გავათენე, “ფეისბუქში” ვერ შევედი, თუმცაღა გავიგე, რომ „ნიაკოს“ დამცველები გასჩენია.ლეკიშვილის მიზანი მიღწეულია — თქვენ მის ანკესს ნამდვილად წამოეგეთ.ვინც ვერ ერკვევით, განგიმარტავთ:სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით: „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა, მას ბრალდება უნდა წარედგინოს“, ბრალდებულის დაკავებას კი, რომელიც მოსამართლის განჩინებით ხდება, „დედის“ ტანტრუმი ვერ უშველის.ჩემთვის ნია იმნაძე „არაშრულჭლოვანი“ კი არა, მკვლელია.დიახ, მე ვარ სუბიექტური, მაგრამ 10 თვეა ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და ობიექტურად შევაფასო მოვლენები.იმნაძე-ნავროზაშვილები არიან მანიპულატორები.სწორედ ასეთი მანიპულაციებით მოაკვლევინეს სისხლისმსმელ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ჩემი სპეტაკი შვილი.რაც შეეხება დაკავების ამსახველ კადრებს, მე ვფიქრობ, მთელმა საქართველომ ერთი და იგივე კადრები ნახა.მე ვნახე ნია იმნაძის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის პირდაპირი ჩართვა, სადაც ჩანდა თამუნა ნავროზაშვილის ისტერიკების ფონზე წყნარად მდგარი პოლიცია და შილაკწასმულ თითებში მშვიდად თავჩარგული „ნიაკო“, რომელსაც ადვოკატი დროდადრო თავზე უსვამდა ხელს.სხვა კადრები თუ არსებობს, ჩამიგდეთ. ძალას მოვიკრებ და ამ ვიდეოს ანალიზს დავდებ მათთვის, ვისაც იქ მხოლოდ ნავროზაშვილის ჩხავილი ესმის და ანალიზი არ შეუძლია.ისე, ჩემთვის ნავროზაშვილის ჩხავილზე მძიმე მოსასმენი 2 დღის წინ, შუაღამით, გიგას საფლავზე ნიკას ზლუქუნი იყო: „გიგა მენატრება, დეეე, მინდა შევეხო, ამოვთხაროთ, რა“. ვისაც გგონიათ, რომ არასწორს ვამბობ და ამ წინადადებით უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვძალადობ თქვენზე, კამერის ჩანაწერს ჩაგიგდებთ პირადში და მოისმინეთ.გიგა ავალიანის სამართალი დადგება სრულყოფილად!ვფიცავ გიგა ავალიანის სიცოცხლეს!”, - წერს ეკა კუპატაძე

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში გადაჰყავთ

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული, ნია იმნაძე კლინიკაში გადაჰყავთ.როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, იმნაძე სავარაუდოდ შეუძლოდ, მაშინ გახდა, როდესაც მას აკავებდნენ.მანამდე ნია იმნაძის ადვოკატმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, იმნაძის სახლთან მობილიზებული პოლიცია. ადგილზე ხმაურიც იყო.

გიგა ავალიანის დედა – ჩემი შვილი მიატოვეს, მიაგდეს, რომ მომკვდარიყო! – ნია იმნაძის დედას რეანიმაციაში ზეწარგადაფარებული შვილი არ უნახავს – ჩემი აზრით, ანასტასია ბერუაშვილსაც...

მისი დედის ჩხავილიც მოისმინეთ, ალბათ, მას რეანიმაციაში ზეწარგადაფარებული შვილი არ უნახავს! , - ამის შესახებ მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.კუპატაძის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტის ანასტასია ბერუაშვილის დაკავებაც მოხდება.„წარმოუდგენლად ცუდად ვარ. ჩემი აზრით, ანასტასია ბერუაშვილიც იყო, „ლაივში“ ვუყურე, დაიჭირეს თუ არა, არ ვიცი, შეწყვიტა ადვოკატმა „ლაივი“. ბერუაშვილსაც დაიჭერენ, ჩემი აზრით. გიგას უშუალო მკვლელებს სხვას არავის ველოდი ნიას და ბერუაშვილის გარდა.ძალიან ვნერვიულობ. ძალიან ცუდად ვარ. განსაკუთრებით, ლეკიშვილი რომ ამბობს : „რომ არ მომკვდარიყო, კლინიკაში წაიყვანეთო“- გამომძიებელს ეუბნება. ჯერ ერთი, არც არავინ კვდებოდა! 7 მაისს სასამართლოდან რომ წაიყვანეს მაგაზე ჰქონდა საუბარი. მეორეც, ჩემი შვილი მიატოვეს! მიაგდეს, რომ მომკვდარიყო! ჩემი უდანაშაულო, სპეტაკი და გენიოსი შვილი. ჯანმრთელი და ჯანსაღი შვილი. მისი დედის ჩხავილიც მოისმინეთ ალბათ. რეანიმაციაში ზეწარ გადაფარებული შვილი არ უნახავს“, - განაცხადა კუპატაძემ.ცნობისთვის, სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე რამდენიმე პირი უკვე ცნო დამნაშავედ. კერძოდ, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გარდა აღნიშნული საქმისა, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

საქართველოს ელექტროსისტემა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქვეყანაში გათიშული ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს ელექტროსისტემა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:"24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია. ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება."

ბოლო სიახლეები