ევროკავშირმა სანქციების 21-ე პაკეტში რუსული ენერგეტიკული კომპანია “Интер РАО” შეიყვანა. სანქცირების მიზეზი კომპანიის მხრიდან რუსეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერაა, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციასა და ყირიმის ანექსიაზეა პასუხისმგებელი.
ენერგოკომპანია საქართველოში რამდენიმე ენერგოაქტივს ფლობს. კომპანიის საკუთრების სტრუქტურის მიხედვით, “Интер РАО” ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელია, რომელიც თავის მხრივ “თელასის” და “თელმიკოს” აქციების ფლობს.
კომპანიის მფლობელობაშია “ხრამი 1-ისა” და “ხრამი 2-ის” ჰიდროელექტროსადგურებიც.

