ჩემთვის დიდი პატივი იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, ლოურენს ვონგთან შეხვედრა სინგაპურში, ჩემი პირველი ვიზიტის ფარგლებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.
„საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე“, – წერს კობახიძე.
Honored to meet with Prime Minister @LawrenceWongST during my first State Visit to the Republic of Singapore
. Our discussions focused on the growing partnership between our two countries, with particular emphasis on the untapped potential for investment and innovation, and… pic.twitter.com/gPU8DRB6Ib
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) July 22, 2026

