ვიცით, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარული ჩანაწერებში, რომლებიც სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურ რეჟიმს ჰქონდა დაგროვილი, მათ შორის, თავიანთივე გუნდის წევრებთან დაკავშირებული ჩანაწერებიც იყო. ასე რომ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მსგავსი ჩანაწერები ბარამიძეზეც ჰქონდეთ და, რა თქმა უნდა, ასეთ სისულელეებს ალაპარაკებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გია ბარამიძის მიერ „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, „რომ კასრებში იარაღი ინახებოდა, რაც იყო თავდაცვითი ზღუდე, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ“.
„სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ საშინელი დანაშაული ჩაიდინა. როცა ამის შემდეგ ვხედავთ, რომ ფართოდ გაუღეს გულის კარი ევროპარლამენტში და ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში სააკაშვილ-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ღირებულებით უფსკრულშია ის ხალხი, ვინც მათ ხელს ართმევს და მათთან ერთად სხვადასხვა პარტიულ ღონისძიებას მართავს და მხარს უჭერს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

