ეუთო-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას – დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს დელეგაციისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობისთვის.
„ ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდგომ საქმიანობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

