სოფელ ოფრეთში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მდებარეობს ნათლისმცემლის (ზიარების) სახელობის უნიკალური ტაძარი. მისი მთავარი სიწმინდე არის სასწაულმოქმედი წყარო, რომელიც პირდაპირ ეკლესიაში, ჩრდილოეთ კედელთან ამოდის და საკურთხეველთან ახლოს მოედინება. ხალხური გადმოცემით, უშვილობისა და სხვადასხვა სნეულებისგან განკურნებისთვის არის ცნობილი.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს და მორწმუნეები თავიანთ გამოცდილებაზეც ხშირად წერენ. ერთ-ერთი მორწმუნე წერს, რომ ნატკენი მკლავი მოურჩინა და ტკივილი აღარ აწუხებს.
ნახეთ კადრები ↓

