ოთხშაბათი, ივლისი 1, 2026

ელენე ხოშტარია – ნიკა გილაურისგან პრემიერობის კანდიდატობა წინაპირობა არ ყოფილა, მისი პოზიცია იყო საერთო კანდიდატი, საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც

არცერთ ეტაპზე არ არსებობდა ურთიერთობა, სადაც ნიკა გილაური რაიმე სახის წინაპირობებს, დავალებებს ან მითითებებს გასცემდა. თანამშრომლობის არცერთ ეტაპზე გილაურისგან წინაპირობა პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა. მისი პრინციპული და ჩვენგან სრულად გაზიარებული პოზიცია იყო საერთო პრემიერობის კანდიდატი, მათ შორის საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც, როგორც ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ პოსტში წერს.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის „წამოღება“ არასდროს ყოფილა და ნიკა გილაური ამას პროცესის რისკად და გამარჯვებისთვის არასასურველ სცენარად მიიჩნევდა.

„თავს ვალდებულად ვთვლი, ნიკა გილაურთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს გავცე პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კითხვები როგორ და რატომ გაჩნდა. საზოგადოებას აქვს უფლება, იკითხოს, არ გვენდოს, გაგვაკრიტიკოს. ჩვენ კი გვაქვს ვალდებულება – ვუპასუხოთ ყველა მათ კითხვას. ასევე, ნიკა გილაურის წინაშეც ვგრძნობ ვალდებულებას, მასთან თანამშრომლობის შესახებ სრულიად გულწრფელად ვთქვა სიმართლე. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ არასწორად მიმაჩნია, ნიკა გილაურზე მხოლოდ გვარამიამ ილაპარაკოს, რადგან მასთან პირადი თანამშრომლობა გვქონდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხივე ლიდერს.

მე გილაურთან ჩემი, და არა ვინმეს პასუხისმგებლობით, დავიწყე ურთიერთობა, მათ შორის, ისეთ კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ, რაც ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ამ ურთიერთობაზე პირადად ვარ პასუხისმგებელი და არა ვინმეს გავლით.

ურთიერთობის ყველა ეტაპზე და ყველა გადაწყვეტილება იყო შეჯერებული კოალიციის ოთხივე ლიდერთან.

არცერთ ეტაპზე არ არსებობდა ურთიერთობა, სადაც გილაური რაიმე სახის წინაპირობებს, დავალებებს ან მითითებებს გასცემდა.

თანამშრომლობის არცერთ ეტაპზე, გილაურისგან წინაპირობა – პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა. მისი პრინციპული, სწორი და ჩვენგან სრულად გაზიარებული პოზიცია იყო – საერთო პრემიერობის კანდიდატის აუცილებლობა, მათ შორის საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც, როგორც ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე.

ჩვენი თანამშრომლობის უდიდესი ნაწილი იყო საქართველოს რეფორმების, სატრანზიტო გზის, შუა დერეფნის, ეკონომიკური განვითარების, მმართველობის რეფორმის შემუშავება, რაც ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილება იყო.

ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენი – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის „წამოღება“ არასდროს ყოფილა. მეტიც, პირადად ნიკა გილაური ამას პროცესის რისკად და გამარჯვებისთვის არასასურველ სცენარად მიიჩნევდა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ აუცილებელია ახალი ამომრჩევლის მოზიდვა და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამომრჩევლის გაყოფა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო ნიკა გილაურის პოზიცია, რომელსაც ჩვენც სრულად ვიზიარებდით.

არ ვეთანხმებოდი გილაურის ჩრდილში ყოფნას და ამაზე გვისაუბრია, გვიკამათია, გვიმსჯელია. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ამბიციის მქონე აქტორი საჯაროდ უნდა პოზიციონირებდეს.

ნიკა გილაური, არჩევნების გაყალბების შემდეგ, არსად აორთქლებულა. ის აგრძელებდა ურთიერთობას ჩვენთან. ის მონაწილეობდა პროტესტში არჩევნების გაყალბების შემდეგ და იდგა რუსთაველის გამზირზე კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში. ასევე, მან შექმნა საქველმოქმედო ფონდი, რომელმაც დააფინანსა აქციაზე დაზიანებული არაერთი ადამიანის მკურნალობა. ფონდი ეხმარებოდა კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურიდან საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულების გამო გაათავისუფლეს. ფონდმა გადაიხადა არაერთი უკანონო ჯარიმა. გილაურის საქველმოქმედო ფონდი ივანიშვილის რეჟიმმა დააყადაღა. ნიკა გილაური არ არის ერთადერთი, ვინც რაღაც ეტაპზე ამ საქმიდან გავიდა და საერთოდ არ მიმაჩნია, რომ მას რაიმე ვალდებულება გააჩნია ამ მხრივ. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, როდის გამოჩენა და როდის წასვლაა სწორი, თუ არასწორი, ეს სხვა საკითხია. მე მიმაჩნია, რომ მას მადლობის გარდა, არაფერი ეთქმის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაწეული ბრძოლისთვის.

ვიმეორებ: აბსოლუტურად ყველანაირი კითხვა, კრიტიკა, მიუღებლობა ნებისმიერი პოლიტიკოსის, მათ შორის ჩემ მიმართ, არის ლეგიტიმური და ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ კითხვებს გავცეთ პასუხი. ამასთანავე, ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ ჩემი პასუხების ადრესატი არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოება და არავითარ შემთხვევაში რომელიმე სხვა პარტიის ლიდერი, წევრი ან წარმომადგენელი.

ყველაფრის მიუხედავად, მჯერა, რომ არსებობს სივრცე ერთად ბრძოლისთვის“, – წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებში ძმები გილაურების შემოყვანას „ძალიან მძიმე შეცდომა“ უწოდა. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან და „მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეა წულუკიანი თაზო დათუნაშვილს: თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში – მისი მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, "ლელოს" წევრის, თაზო დათუნაშვილი განცხადებას ეხმიანება, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თენგიზ შარმანაშვილს "ზეზეული გვამი" უწოდა.წულუკიანი "ლელოს" სააკაშვილის გამოყენებულებს უწოდებს და ინტერესდება, შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ ადგათ მათ ყელზე, სადაც სწორედ იმაზეა საუბარი, თუ როგორ იყენებდა მიხეილ სააკაშვილი ბიზნესის რეკეტისთვის "ლელოს" წარმომადგენლებს."ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? ბიზნესის რეკეტისთვის როგორ აყენებინებდით თავს ლელოები სააკაშვილს, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრეთ, იმედი მაქვს, ძალიან მალე. სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი!" - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში. 

ირაკლი ქადაგიშვილი – დავით საყვარელიძის განცხადება არაკორექტულია, მათთვის საქართველო მხოლოდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზეა მნიშვნელოვანი, ქვეყანაზე ამდენი შეტევა ამით არის გამოწვეული

რომელიმე ქვეყნის მაგალითის გადმოტანა, როგორც წესი, უხეში და არასწორია, რამაც შეიძლება, კატასტროფამდეც მიგვიყვანოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა დავით საყვარელიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის. აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც, შეიძლება, ლოგისტიკური ცენტრი გახდეს“.„მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიო გადანაწილება იაპონიას ძვირი დაუჯდა. იაპონიის მასშტაბები საქართველოსგან განსხვავებულია. ვნახეთ, ირანისა და ამერიკის დაპირისპირებამ ყურეში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ამერიკული სამხედრო ბაზები არსებობდა წარმატებულ არაბულ ქვეყნებში, როგორებიცაა კატარი, ემირატები და ა.შ. კონფლიქტოს დროს ეს ქვეყნები ირანის დარტყმების სამიზნე გახდნენ. ანუ, საქართველო, შეიძლება, ზუსტად ისე აღმოჩნდეს ირანის სარაკეტო დარტყმების სამიზნე, თუ ჰიპოტეტურად ამ სცენარს განვიხილავთ. ამიტომ, როცა ასეთ საკითხებზეა საუბარი, ასეთი განცხადებები არაკორექტულია. ამ ადამიანების ფილოსოფია და დამოკიდებულება, ხომ იცით, რა არის უკრაინის ომთან დაკავშორებით? მათი პოზიციაა, რომ უკრაინის ომში საქართველოს ჩართულობით მოხდებოდა რუსეთის დამარცხების წინაპირობა და ამ ფონზე მათ ხელისუფლებაში მოსვლა წარმოუდგენიათ. მათთვის საქართველო მხოლოდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზეა მნიშვნელოვანი. მათთვის ქვეყანა არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. გახსოვთ, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა როგორ ადვილად დათმო, რომ უკრაინაში პოლიტიკური კარიერა გაეგრძელებინა. მათთვის ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობაა, რომელიც გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებს ემსახურება და ამ
შემთხვევაში საქართველო გამოსაყენებელი ერთ-ერთი გეოდრონია, რომელიც თავს ჯერ არავის აყენებინებს. ქვეყანაზე ამდენი შეტევა და ზეწოლა სწორედ აქედან არის გამოწვეული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანა წითლიძე – ელენე ხოშტარიამ დაადასტურა, რომ ნიკა გილაური საარჩევნო კამპანიაში იყო არაფორმალური ლიდერი, მისი წერილი ჰგავს თავის მართლებასაც და გილაურის წინაშე ვალდებულების მოხდასაც

ამ წერილში ბევრი დეტალი არაგულწრფელია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ მაინც ითქვა: ელენემ დაადასტურა, რომ გილაური აქტიურად იყო ჩართული კოალიცია „ახლების“ საარჩევნო კამპანიაში, როგორც არაფორმალური ლიდერი, თუმცა, არაფერს ამბობს ფინანსურ საკითხებზე. მათ შორის უარყოფს ვერსიას, რომ გილაური შუალედურ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილებოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ელენე ხოშტარიას პოსტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.როგორც წითლიძე აღნიშნავს, ელენე ხოშტარიას ეს წერილი ერთდროულად ჰგავს თავის მართლებასაც და გილაურის წინაშე ვალდებულების მოხდასაც.„ელენე გილაურის პროტესტიდან გაქრობას იმით ამართლებს, რომ „არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა“.მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ გილაურს არ ჰქონდა ვალდებულება, პროტესტში ჩართულ რიგით მოქალაქეებს რატომ უნდა ჰქონდეთ? ან საერთოდ, ვის აქვს ასეთი ვალდებულება დაბადებიდან თანდაყოლილი?ჩემი აზრით, ამგვარ გამართლებას ერთი მიზანი აქვს: კოალიციის ლიდერები გილაურის წინაშე დავალებულები არიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მათ საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, არამედ იმიტომაც, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, მათ პირად ხარჯებსაც ფარავდა — მათ შორის, პირადი ავტომობილების სახით.ბოლოს მაინც ყველაფერი გაცხადდება“, – წერს ანა წითლიძე.ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს: „არცერთ ეტაპზე არ არსებობდა ურთიერთობა, სადაც ნიკა გილაური რაიმე სახის წინაპირობებს, დავალებებს ან მითითებებს გასცემდა. თანამშრომლობის არცერთ ეტაპზე გილაურისგან წინაპირობა პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა. მისი პრინციპული და ჩვენგან სრულად გაზიარებული პოზიცია იყო საერთო პრემიერობის კანდიდატი, მათ შორის საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც, როგორც ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე“. ამასთან, ელენე ხოშტარიას პოსტში ნათქვამია, რომ მას „მადლობის გარდა, არაფერი ეთქმის ნიკა გილაურისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაწეული ბრძოლისთვის“.შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებში გილაურების შემოყვანას „ძალიან მძიმე შეცდომა“ უწოდა. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან და მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან“.

აბას არაღჩი – ისლამაბადის მემორანდუმით, აშშ-ს პრეზიდენტმა ვალდებულება აიღო, ალიკაპი გაუკეთოს თავის შინაურ ცხოველებს თელ ავივში, ისინი თუ უგულებელყოფენ პატრონს, ირანი მათ გაწვრთნის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ნებისმიერი მუქარა ირანელი ხალხისა და ლიდერების წინააღმდეგ, მყისიერ პასუხს მიიღებს.„ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი სრულიად ცხადი და საჯაროა ყველასთვის. აშშ-ს პრეზიდენტმა ვალდებულება აიღო, ალიკაპი გაუკეთოს თავის შინაურ ცხოველებს თელ ავივში. ისინი თუ უგულებელყოფენ პატრონს, მაშინ ირანი მათ გაწვრთნის. ნებისმიერი მუქარა ჩვენი ხალხისა და ლიდერების წინააღმდეგ, მყისიერ ძლიერ პასუხს მიიღებს“, – წერს არაღჩი ისრაელის თავდაცვის მინისტრ, ისრაელ კაცის განცხადების საპასუხოდ.ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრს  ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, ირანის ახალ სულიერ ლიდერთან დაკავშირებით.  ისრაელ კაცმა თქვა, რომ ის „მონიშნულია სიკვდილისთვის“ და რომ ვიდრე თეირანი ცდილობს ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში „დათმობები მოიპოვოს“ , ისრაელი „არ დაუშვებს, ირანმა ბირთვული იარაღი განავითაროს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა. ინფორმაციას თავად ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.ზელენსკის ინფორმაციით, ირლანდიაში ქვეყნის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ოფიციალურად დაწყების ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ვიზიტის დროს ის შეხვდება ირლანდიის პრემიერს მაიკლ მარტინს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას.„უკრაინა ყოველდღე ამტკიცებს, რომ იმსახურებს იყოს ჩვენი საერთო ევროპული სახლის თანასწორი ნაწილი. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის საბჭოში ირლანდიის თავმჯდომარეობის დროს შევძლებთ ხელშესახები პროგრესის მიღწევას გაწევრიანების გზაზე და მოლაპარაკების ყველა კლასტერის გახსნას“, - წერს ზელენსკი.

ბოლო სიახლეები