მღვდელმონაზონი ირინეოსი შენგელია ინგუშეთში დაღუპული 8 წლის ბიჭის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„რა ამაყია ინგუშეთის მიწა-წყალი შენ რომ უნდა ჩაგიკრას გულში! რა დიდებული ხარ ხიზირ დერბიჩევო მთელი კავკასია რომ შენ გეძებდა… მთელი ქვეყანა რომ შენ დაგტირის… დიდი თუ პატარა შენზე რომ ლაპარაკობს…
შენ ის ბიჭი ხარ მდინარეში რომ ერთად შეგვრეკე მუსლიმები და ქრისტიანები, შენი ძვირფასი ცხედარი რომ გვეპოვნა და პატივით მიგვებარებინა შენ მშობლიურ მიწას!
ხალხების გაერთიანება გმირების ხვედრია და ასე დიდებული ვინ გშობა, შენმა დალოცვილმა დედამ… ხიზირ გაგიმარჯოს!“
შეგახსენებთ, რომ 8 წლის ინგუში ბიჭის ცხედარი, რომელიც მდინარეში მეგობრის გადასარჩენად გადახტა იპოვეს.
ტრაგედია 2026 წლის 15 ივნისს, ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში მოხდა.
ხიზირ დერბიჩევი ორ მეგობართან ერთად მდინარის სანაპიროზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი ძლიერი დინების გამო წყალში ჩავარდა და ტოტს ჩაეჭიდა.
რვა წლის ხიზირმა არც ერთი წამი არ დააყოვნა და უფროსების მოსვლას არ დაელოდა – მეგობრის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში შევიდა.
მან მოახერხა მეგობრის დახმარება და მისი გადარჩენა, რომელიც მოგვიანებით უფროსებმა ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს, თუმცა თავად ხიზირი ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

