ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მუსიკალურმა პროდიუსერმა და შოუბიზნესის წარმომადგენელმა, კახა მამულაშვილმა გაავრცელა.
„მშვიდობით, ჩემო მეგობარო…“ – წერს მამულიჩა სოციალურ ქსელში და თემურ უგულავას ფოტოს აქვეყნებს.
თემურ უგულავა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბიზნესმენად მიიჩნეოდა. მის სახელს უკავშირდება „აჭარა ჯგუფის“ შექმნა და ისეთი წარმატებული პროექტები, როგორებიცაა Rooms Hotels, Stamba და Fabrika. წლების განმავლობაში ის ქართული ბიზნესსექტორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.
ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.

