ორშაბათი, ივნისი 22, 2026

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თავად წინააღმდეგი იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ შესულიყო „ოპოზიციის ალიანსში“, თუმცა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას დათანხმდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თავად წინააღმდეგი იყო, პარტია „ოპოზიციის ალიანსში“ შესულიყო, თუმცა სააკაშვილის გადაწყვეტილებას დათანხმდა.

როგორც ბოკუჩავა წერს „ოპოზიციის ალიანსში“ შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება მას არათანმიმდევრულობად მიაჩნდა.

„გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ენმ-ს „ოპოზიციის ალიანსში“ შესვლის გადაწყვეტილების შესახებ. ბუნებრივია, იცოდა და აღნიშნული საკითხი მასთან განიხილებოდა საკმაოდ დეტალურად. მეტიც, მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის და ამ მოსაზრებას ვუზიარებდი მას. რატომ? რადგან მიმაჩნია, რომ გამარჯვების დემოკრატიული ფრონტი ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებშიც ერთად უპირისპირდება რეჟიმს, ერთად ერთის წინააღმდეგ. ალიანსი ვერც ერთ ამ მდგენელს ვერ აკმაყოფილებდა.

პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. ამგვარად მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას ენმ შესულიყო ოპოზიციის ალიანსში. შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება კი არათანმიმდევრულობად მიმაჩნდა და გავიზიარე პრეზიდენტი სააკაშვილის საჯარო პოზიცია, რომ არანაირ დემარშს ნაციონალური მოძრაობა არ აპირებდა. ახლა ამ თემის ხელოვნურად აქტუალიზებაც არ მიმაჩნია გამართლებულად. თუ რამეა ხალხთან დაშორებული და მათ რეალურ პრობლემებს მოწყვეტილი, სწორედ ეს დისკუსიაა.

რაც შეეხება შიდა პარტიულ პროცესებს, ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. პრეზიდენტი სააკაშვილის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის, თბილისის ორგანიზაციის ხერხემლის ირაკლი ნადირაძის ტყვეობის პირობებში, ყოვლგვარი ფინანსური რესურსების გარეშე და მუდმივი გაუქმების საფრთხის წინაშე – მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს, ვერ გაგვაქრეს! ეს უპირველესყოვლისა ჩვენი გაუტეხელი მხარდამჭერების, რეგიონული და რაიონული ლიდერების და ორგანიზაციების დამსახურებაა. მაგრამ ამავდროულად, ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურებაა, რაშიც ენმ-ს საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს.

არსებული გამოწვევები ღია, ინკლუზიური, გულწრფელი, დემოკრატიული შიდა პარტიული დისკუსიის შედეგად უნდა დავძლიოთ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა, ენმ-ს ყველაზე ძველი და დამსახურებული წევრიც და ისიც, ვინც ახლა შემოგვიერთდა. მხოლოდ ასეთი პროცესი მიგვიყვანს გადაწყვეტილებამდე, რომელიც იქნება გამართლებული პოლიტიკური პრაგმატიზმით და გამყარებული ადამიანური მორალით.

გავიმარჯვებთ სახელოვნად! ერთად! საქართველოსთვის!“, – წერს თინა ბოკუჩავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ კვირას წლიურ ანგარიშებს განიხილავს.23 ივნისს, პლენარულ სხდომაზე დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს, 24 ივნისს – გენერალური პროკურორის ანგარიშს, 25 ივნისს კი გენერალური აუდიტორის ანგარიშს მოისმენენ.ამასთან, მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტის წევრები კანონპროექტებს განიხილავენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს აირჩევენ.ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

კირ სტარმერი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მან მოსახლეობას პრემიერის რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე მიმართა და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოსტსაც ტოვებს.მოსალოდნელია, რომ პრემიერის პოსტზე სტარმერს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ენდი ბერნემი ჩაანაცვლებს.ცნობების სტარმერის გადადგომის შესახებ გუშინ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი ისინი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

საქართველოში 3 929 000 ადამიანი ცხოვრობს – საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 929 000-ს შეადგენს, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, 5.8%-ით მეტია. მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები საქსტატმა დღეს წარადგინა.აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

ირაკლი ჩიქოვანი: „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებაში. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ...

„ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებაში, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე.ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მათთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ იზრდება და განათლების სამინისტროსთან ერთად ამ პროექტს წარმატებით ახორციელებენ.„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, მოგესალმებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის, იმ ყურადღებისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ, ზოგადად თავდაცვის ძალების მიმართ და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ აღუთქვამთ ჩვენს სამხედროებს. „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებაში. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ იზრდება და განათლების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ამ პროექტს წარმატებით ვახორციელებთ.მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სერჟანტს, თითოეულ ოფიცერს, საჩხერის სამთო სკოლის წარმომადგენლებს, კოჯრის სერჟანტთა სკოლის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ზრუნავს ამ ახალგაზრდებზე. ნამდვილად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ეზიარონ იმ ყოველდღიურობას, რომელიც აქვს ჯარისკაცს, ჩვენს ოფიცრებს, რას ნიშნავს სამშობლოს სამსახური. ამასთან ერთად, მიიღონ კონკრეტული გამოცდილება, განათლება კონკრეტული მიმართულებებით და რა თქმა უნდა, ასევე ისაუბრონ ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებზე, როგორიც არის ჩვენი სამშობლო, პატრიოტიზმი, ეროვნული ღირებულებები, ოჯახის სიწმინდე და რა თქმა უნდა, ჩვენი იდენტობა.მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს, ვინაიდან მათი წვლილი და თანამონაწილეობა ამ ყველაფერში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაფასებთ ამას. საპატრიარქო უშუალოდ არის ჩართული ამ დღეებში, საგანმანათლებლო პროცესში და ესეც ძალიან მისასალმებელია. აქვე ვიტყვი იმას, რომ ის ინფორმაცია, რაც გვაქვს იმ ახალგაზრდების მხრიდან, რომლებმაც უკვე გაიარეს „ჯარის ბანაკი“, მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილებები მიიღეს და ამავდროულად, მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება, ვინაიდან ასეთ გამოცდილებას ეს ახალგაზრდები ვერსად მიიღებენ. თითოეულ თქვენგანს მინდა მოგიწოდოთ მაქსიმალურად მოინდომოთ. ის ინფორმაცია, რასაც მიიღებთ, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ და რა თქმა უნდა, თუ გექნებათ კითხვები, თუ გექნებათ უფრო მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი, ჩვენ მზად ვართ. თითოეული სამხედრო, თითოეული ოფიცერი ამისთვის მზად არის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მოვახდინოთ ჩვენი ჯარის პოპულარიზაციაც ამავდროულად და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ არიან შეკრებილები, როგორც იქნებიან წარმატებულები ბევრ სხვა პროფესიაში, ზოგიერთი მათგანი მოიფიქრებს და შემოუერთდება თავდაცვის ძალებს, დაინახავს რა რა არის სერჟანტის ცხოვრება ოფიცრის ცხოვრება და იქნება ჩვენი თავდაცვის ძალების ნაწილი. დღესდღეობით მართლაც რომ თავდაცვის ძალებს აქვს უაღრესად დიდი მხარდაჭერა და შესაძლებლობა, რომ ყოველმხრივ განვითარდეს თითოეული ჯარისკაცი, თითოეული ოფიცერი. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ როგორც პრემიერ-მინისტრის მხრიდან, საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან და ასევე თქვენგან, ბატონო პრეზიდენტო. თითოეულ თქვენგანს ახალგაზრდებო, წარმატებები მინდა გისურვოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ეს არის ძალიან საინტერესო, ლამაზი ერთი კვირა. დარწმუნებული ვარ, აქედან რომ წახვალთ ამ ამბავს მოუყვებით თქვენს მეგობრებს და თქვენი მეგობრებიც მომავალში შეძლებენ ჯარის ბანაკში მონაწილეობის მიღებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – „ჯარის ბანაკი“ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში

მიხარია, რომ ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი ტრადიცია გრძელდება და უკვე მეოთხე წელია, იმართება „ჯარის ბანაკი“, რომელიც ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას, გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ჯარის ბანაკი 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, 1 700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი“ როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.„დარწმუნებული ვარ, ეს დღეები თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესოც, სასიამოვნოც და, საბოლოო ჯამში, იქნება დაუვიწყარი. მთლიანობაში 1 700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი“ როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. თითოეულ თქვენგანს გექნებათ საშუალება, ადგილზე ნახოთ, როგორია ჯარისკაცის ცხოვრება, რა ღირებულებებს ეზიარება სამხედრო მოსამსახურე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჯარის ბანაკს“ წელს პირველად დაემატა „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი, სადაც ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება გექნებათ. უმნიშვნელოვანესი პროექტია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტს ახორციელებს. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, თითოეულ ინსტრუქტორს. თითოეული თქვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის დღეები, რომლებსაც გაატარებთ „ჯარის ბანაკში“. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებული და ძალიან საინტერესო დღეები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები