ჯორჯია მელონი იტალიაში პოპულარობის თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მელონის პოპულარობის კლების მიზეზი, შესაძლოა, აშშ-ს მხარდაჭერაზე უარი იყოს.
„მელონი იტალიაში პოპულარობის თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაშია, შესაძლოა იმიტომ, რომ მხარი არ დაუჭირა ამერიკის შეერთებულ შტატებს – ქვეყანას, რომელსაც ძალიან უყვარს და იცავს იტალიას – მაგალითად, მაშინ, როდესაც საქმე ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების ან განვითარების აღკვეთას ეხებოდა (თუმცა ამ მხრივ ნატო-მაც იგივე გააკეთა!). მან იტალიის ასაფრენ-დასაფრენი ზოლების გამოყენების უფლებაც კი არ მოგვცა, რაც ლოგისტიკური თვალსაზრისით სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ეს მაშინ, როდესაც აშშ ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს იტალიისა და სხვა ე.წ ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად. ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანი სამხედრო თვალსაზრისით დაამარცხა, მას კვლავ სურს მეგობრობა საკუთარი რეიტინგების გასაუმჯობესებლად. არა, გმადლობთ!“ – წერს ტრამპი.

