პარასკევი, ივნისი 19, 2026

თურმე, ევროპარლამენტმა და ევრო-რეზოლუციებმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და ვინ არა, რა კანონები იქნება მიღებული და რა არა – გურამ მაჭარაშვილი რეზოლუციაზე

ელენე ხოშტარიას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება – თავისუფლებაზე ყოფნის დროს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას, – ეს განცხადება ქალმა პოლიტიკოსებმა რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთეს, რითაც ამავე დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფ „დროას“ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

ციხესთან მყოფმა ქალმა პოლიტიკოსებმა ერთობლივი განცხადებით აღნიშნეს, რომ ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნის პერიოდში მისი ქრონიკული დაავადებების მართვისათვის გადაუდებლად საჭირო სამედიცინო პროცედურები არ უტარდება.

„დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი შვილის დედის, უკანონოდ დაპატიმრებული ელენე ხოშტარიას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ელენე უკვე ათი თვეა იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში და, ამავდროულად, მას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვისთვის ელენე ხოშტარიასთვის 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სცილდება ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოს. ამას გარდა, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მას არ უტარდება მისი ქრონიკული დაავადებების მართვისათვის გადაუდებლად საჭირო და სპეციალური სამედიცინო პროტოკოლებით გათვალისწინებული პროცედურები, რითაც მის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი ადგება. აღსანიშნავია, რომ თავისუფლებაზე ყოფნის დროს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. თავისუფლება ელენე ხოშტარიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“, -ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას უერთდებიან ქალი პოლიტიკოსები: მარიკა არევაძე; თეონა ჭალიძე; დეა მეტრეველი; თინა ბოკუჩავა; თამი ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; ანა ნაცვლიშვილი; ნანა ტოხვაძე; ანა კობახიძე; ანი ქავთარაძე; სევდია უგრეხელიძე; ქეთი თურაზაშვილი; ეკა მიშველაძე; თეონა აქუბარდია; თამარ ყორღანაშვილი; მარი გელაშვილი; მაია კოპალეიშვილი; ნანა მალაშხია; თამარ ლალიაშვილი; რუსუდან თევზაძე; ეკატერინე მაისაია; თამთა ჯოლოხავა, ნინო კვიტაიშვილი, ანა ჩიქოვანი, მედეა ტურაშვილი, თამუნა გამყრელიძე, მარიამ კუკავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, როგორ მოქმედებს აგენტი

სააკაშვილმა იცის, რომ მთლიანად ოპოზიციაა განულებული, მხარს არავინ უჭერს, ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ აშშ საქართველოში ყველაფერს მოაგვარებს, არის მაგალითი იმის, როგორ მოქმედებს აგენტი.„ეს არის აგენტურის ყველაზე საუკეთესო მაგალითი. სააკაშვილმა იცის, რომ ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს. მთლიანად ოპოზიციაა განულებული. ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება. რა გავაფუჭეთ ამერიკასთან მიმართებით? ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობთ ყველაფერზე, არაფერი დასამალი არ გვაქვს. ჩვენ პირდაპირ ვთქვით, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა ქართულ სახელმწიფოსთან,  დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია, გამოასწოროს თავისი ქმედებებით. ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. სააკაშვილის განცხადება კი არის ტიპიური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს აგენტი.ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები არ მაინტერესებს. ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან. ხედავთ, საზოგადოებაში მხარდაჭერა, თანადგომა არ აქვთ. როდესაც შენ და შენი პოლიტიკური გუნდი უცხო ქვეყანას ემსახურები და აგენტურას წარმოადგენ, საკუთარ ქვეყანაში რა წარმატება გექნება? ასეთ პოლიტიკოსებს და პარტიებს ამ ქვეყანაში ვერანაირი წარმატება ვერ ექნებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებას ეხება, თბილისის მერის თქმით, ოპოზიციის ერთობა შეუძლებელია.„რამდენიმე თვის წინ პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. მაშინვე გავაკეთეთ განცხადებები, რომ ეს გაერთიანება დროებითი იყო. მსგავსი რამ წინა წლებშიც გვინახავს – შალვა ნათელაშვილის „ფანჩატურიდან“ დაწყებული, ამ გაერთიანებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი „ნაცმოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენეტები და აგენტები არიან, გარედან ფიანანსდებიან, მათი ერთობა მაინც ვერ შედგება, შეუძლებელია. ყველა მათგანი ცდილობს, რომ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციონერი გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია...

ყველას მინდა მოგმართოთ თხოვნით, ყველამ დავივიწყოთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი. ეს აძლევს ბერკეტს ბიძინა ივანიშვილს, ჩვენზე მოახდინოს გავლენა და შანტაჟი. მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.ხოშტარიას თქმით, ის იქნება თავისუფალი ყველა პატიმართან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ.„პირველ რიგში, სრული მხარდაჭერა და თანადგომა 4 ოქტომბრის სრულიად უნამუსო და უკანონო საქმეზე მისჯილებს. გოგი ჩახუნაშვილს, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებულ სიყვარულს ვუგზავნი. უკიდურესად შეწუხებული ვარ ზაქრო ალბუთაშვილის მდგომარეობით. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და ძალიან გთხოვთ დასუსტების, შიმშილობის ნაცვლად, პირიქით, ვიმკურნალოთ, გავძლიერდეთ და ისე ვიბრძოლოთ.დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამოქალაქო აქტივისტს პოლიტიკოსსა და მოქალაქეს მხარდაჭერისთვის.ყველას მინდა მოგმართოთ თხოვნით, ყველამ დავივიწყოთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი. ეს აძლევს ბერკეტს ბიძინა ივანიშვილს, ჩვენზე მოახდინოს გავლენა და შანტაჟი. მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია. მე ვიქნები თავისუფალი ყველა პატიმართან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. არცერთ ვითარებაში ბიძინაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად. აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, ამაზე არ იდარდოთ. ვკონცენტრირდეთ მთავარზე - რეჟიმის ჩამოშლაზე.ხვალ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - 20 ივნისი, როდესაც რუსებმა ნათლად დაინახეს ქართველი ხალხის მრისხანება, ჩვენი შეურაცხყოფის შედეგად. დაზარალდნენ ადამიანები და მათ შორის, მათთვისაც გრძელდება ბრძოლა. კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა რეჟიმის ყველა ტყვეს და მადლობა სოლიდარობისთვის,“ - წერს ელენე ხოშტარია რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

დონალდ ტრამპი – ჯორჯია მელონი მეხვეწებოდა, მასთან ფოტო გადამეღო, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა.„ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო! ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა! ალბათ, ბედნიერია, რომ ვესაუბრე! არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა!“ – განაცხადა ტრამპმა.ამ კომენტარს მალევე გამოეხმაურა ჯორჯია მელონი და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.„ზოგიერთ საკითხზე დაუყოვნებელი რეაგირება აუცილებელია. დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია. გულწრფელად რომ ვთქვა, აღშფოთებული ვარ. არ მესმის, რატომ იქცევა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე საკუთარი მოკავშირეების მიმართ. მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სამწუხაროა, იმავე სიმტკიცესა და შეუპოვრობას ის არ ავლენს დასავლეთის მტრების, შეერთებული შტატების მტრებისა და იმ ლიდერების მიმართ, რომელთა მიმართაც გაცილებით დამთმობი და შემწყნარებელია, თუმცა ერთი რამ უნდა ახსოვდეს: არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“, – აღნიშნა მელონმა.

მიხეილ სააკაშვილი – ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება, ვერავინ დამაყვედრებს, რომ ენმ-ს გადარჩენა არ ვცადე

ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი. ენმ-მ დაკარგა თავისი რეგიონალური ბირთვის 70%, ნაწილობრივ ღალატის, რეჟიმის ჩარევის და ასევე შეცდომების გამო (მათ შორის ჩემი შეცდომების) ვიღაცას ზედმეტად ვენდე, ვიღაცა შეიძლება, გავანაწყენე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ბრძოლას გააგრძელებს და დიქტატურა აუცილებლად დამარცხდება.„მეგობრებო, მინდა, განგიმარტოთ ჩემი გადაწყვეტილება ნანუკასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად. ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი. ენმ-მ დაკარგა თავისი რეგიონალური ბირთვის 70%, ნაწილობრივ ღალატის, რეჟიმის ჩარევის და ასევე შეცდომების გამო (მათ შორის ჩემი შეცდომების) ვიღაცას ზედმეტად ვენდე, ვიღაცა შეიძლება გავანაწყენე. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიუხედავად ჩემი რეიტინგის მკვეთრი ზრდისა, ენმ-ს რეიტინგი ადგილს ტკეპნის, პრაქტიკულად გაწყდა ბმა ჩემს და ენმ-ს საზოგადოებრივ აღქმას შორის.უკვე მრავალი თვეა, არ გამართულა ენმ-ს პოლიტსაბჭო. პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს და ლიდერშიფის ბირთვის 90%-ს შორის საერთოდ არ იყო კომუნიკაცია. პარტია საერთოდ აღარ ასხივებდა, რომ შეუძლია ხელისუფლების შეცვლა, აღარ ქმნიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს და მხოლოდ ჩრდილი დარჩა ძველი სიძლიერის.ნანუკას თემაზე რამდენიმე თვე ვფიქრობდი. მას აქვს ენერგია, გამოცდილება, ხალხთან კომუნიკაციის ნიჭი, ხალხის უკან მობრუნების უნარი, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. თინას ძლიერი მხარე არის საჯარო გამოსვლები და საერთაშორისო ურთიერთობები, ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ თანათავმჯდომარეობა გამოსულიყო, მაგრამ მან ზედმეტად მტკივნეულად მიიღო ნანუკას მოსვლა. თან იმ პირობებში, რომ ივლისში ისედაც უმთავრდებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში მე მას ძალიან ვაფასებ და ვარ მისი მადლობელი და ის რჩება ჩემს გუნდში. დარწმუნებული ვარ, მომავალ მთავრობაშიც, ღირსეულ ადგილს დაიკავებს.მე მაქვს პრეტენზია ამ პარტიის ლიდერობაზე. ისევე როგორც სრულიად სამართლიანია, რომ თანალიდერობის პრეტენზია ჰქონდეს ლევან ხაბეიშვილს, მაგრამ ორივენი ტყვეობაში ვიმყოფებით, მანამდე დევნილობაში ვიყავი და სათანადოდ იქიდანაც ვერ ვმონაწილეობდი პროცესებში. ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინმე ძალიან აქტიური იყოს ადგილზე და მე ჩავთვალე, რომ ასეთი აქტიური იქნებოდა ნანუკა. ჩვენ გვჭირდება კვლავ სახალხო პარტიად ქცევა და ვინაა უფრო სახალხო უფრო მეტად ხალხის დამხმარე თუ არა ნანუკა.ამავე დროს, მინდა, მოგმართოთ ყველას, თქვენც შეგიძლიათ, დააყენოთ სხვა ან საკუთარი კანდიდატურები. დარწმუნებული ვარ, არჩევნები ჩაივლის გამჭვირვალედ და პატიოსნად.დაე, ჩვენმა პარტიის ბირთვმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. მე მხოლოდ ერთი ხმა მაქვს. თუ დემოკრატიაა, დემოკრატია იყოს! ჩვენი პარტია გეკუთვნით თქვენ, ჩვენს ერთგულ თანამებრძოლებს. ყოველ შემთხვევაში ვეღარავინ დამაყვედრებს, რომ არ ვცადე ენმ-ს გადარჩენა და მისი ფორმაში მოყვანა. მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყდება, მე ბრძოლას მხოლოდ გავაგრძელებ და აუცილებლად დავამარცხებთ დიქტატურას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“გადავარჩინოთ ხათუნა” – პოლიტიკოსს ხათუნა სამნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

"გადავარჩინოთ ხათუნა!" - ამ ლოზუნგით დღეს, "TV პირველის" ეთერში. 23:00 საათზე პოლიტიკოსის, ხათუნა სამნიძის დასახმარებლად 1 საათიანი მარათონი გაიმართება. ის ონკოპაციენტია და საზოგადოების დახმარება სჭირდება."რა უნდა ვქთვა, ჯერ გულისცემა უნდა დავამშვიდო, და მერე მოგიყვეთ ისევ ჩემი ამბავი," -წერს ხათუნა სამნიძე.

ბოლო სიახლეები