საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, „დიდ შვიდეულში“ შემავალი ყველა ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთი მშვიდობისთვის სერიოზულ მზაობას არ აჩვენებს.
როგორც მაკრონმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქვეყნის ლიდერები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ რუსეთის მხრიდან „მშვიდობისთვის მზაობა არ არსებობს“ მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აშშ-ის და ევროპის წინადადება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უარყო.
საფრანგეთის პრეზიდენტი აგრეთვე მიესალმა უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის მიდგომის „სიღრმისეულ ცვლილებას“. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობით დაინტერესებული არ არის.
„პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც ჩვენ ყველამ უბრალოდ აღიარა, რომ დღეს რუსეთის მხრიდან მშვიდობის საკითხების განხილვისთვის მზაობა არ არსებობს“, – თქვა მაკრონმა.

