პატარა გაბრიელი მალე გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ერთ-ერთ კლინიკაში გაივლის სამკურნალო პროცესს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე წერს:
„წინასწარ თქმას ვერიდებოდით თუმცა რადგან უკვე 2 დღეა დარჩენილი თქვენც გაგიზიარებთ.. 13-ში გერმანიაში მივდივართ. ორ კლინიკასთან გავგზავნეთ და ორივეს პასუხი ის იყო რომ მიიღებდნენ თუმცა ბავშვი უნდა ენახათ და ასე პასუხს ვერ გაგვცემდნენ.. ბერლინში მივდივართ ყველაზე ძლიერ საუნივერსიტეტო კლინიკაში.. არ ვიცი წინ რა გველოდება თუმცა ის ვიცი რომ ბავშვი უკეთესად იქნება.. ახლა გაბი სრულიად სტაბილურია არანაირი ინფექცია არ აქვს ასე რომ დრო ახლა არის რომ მომავალში არ ვინანო.. ბილეთები ნაყიდი გვაქვს..თქვენ ჩემს ბავშვს მეორე სიცოცხლე უკვე აჩუქეთ და არ ვიცი თქვენ რომ არა ზუსტად ვიცი რომ ახლა ჩემი ბავშვის ლამაზ მოციმციმე თვალებს ვეღარ შევხედავდი.. როგორც კუ ვიმკურნალებთ უკან დავბრუნდებით და როგორც აქამდე გიზიარებდით ისევ ისე გაგიზიარებთ ყოველდღიურობას მიყვარხართ!!! მაქამდე კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ მერე იქ ნერვიულობა არ მომიწიოს ვიცი რომ ბავშვს მაინც დავიტოვებ და უმკურნალებენ მაგრამ მაინც ძალიან დიდი შიში მაქვს. კიდევ ერთხელ დავუდგეთ გვერდით გაბის და ისეთ სასახელო ბიჭს გავზრდი მთელი საქართველო და გერმანიაც რომ იტყვის რომ ყველაფერი გამოვიდა და ჩვენ ეს შევძელითო.
პირადი ნომერი: 25101051767
მიმღები: დედა თამარ ბარბაქაძე“, – წერს თაკო ბარბაქაძე.

