სამშაბათი, ივლისი 28, 2026

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის პირადი კომპეტენციის შედეგია ის, რაც საქართველოს აქვს დღეს, ეს არის 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, დემოკრატიაა, ადამიანის უფლებები, სწრაფი ეკონომიკური ზრდა

დიდი ხანია, გვესმის საუბარი ერთმმართველობაზე, ავტოკრატიაზე, ივანიშვილის რეჟიმზე, ეს ტერმინები გამოიყენება, თუმცა როცა ფაქტებით ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, ვერაფერს გვიპირისპირებენ. მთავარია ფაქტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში პროცესები იმართება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად.

„დღეს გადავწყვიტე სისტემურად, ფაქტებით მეჩვენებინა საზოგადოებისთვის ის, რაც არის რეალობა. ეს ბრიფინგი ჩემი ინიციატივით ჩავატარე. ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოისმენს იმ ბრიფინგს, რომელიც დღეს ჩავატარე. ეს იყო ჩემი ინიციატივა. როგორც მთავრობის მეთაურმა საზოგადოების წინაშე თავი ჩავთვალე ვალდებულად, რომ განმემარტა მმართველობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოებას მკაფიოდ განვუმარტე ის, რომ საქართველოში პროცესები იმართება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად. ასევე საზოგადოებას განვუმარტე ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, რომელიც არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომლის რჩევებსაც მთელი გუნდისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მან ამ წლებით აჩვენა გუნდსაც და მთლიანად ქვეყანასაც, რომ მის რჩევას აქვს განსაკუთრებული ფასი და სწორედ მისი პირადი კომპეტენციის შედეგია ის, რაც საქართველოს აქვს დღეს. ეს არის უწყვეტი მშვიდობა 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რამაც ქვეყანა განვითარების საშუალება მისცა. ის, რომ დღეს დემოკრატიაა ქვეყანაში და ის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული. გახსოვთ, რა ვითარება იყო 2012 წლამდე. ესეც არის პირადად მისი დამსახურება. სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ესეც არის მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ოფიციალურად – ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდა, – ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა.ზიდანმა თანამდებობაზე დიდიე დეშამი შეცვალა, რომელიც გუნდს 14 წლის განმავლობაში უძღვებოდა და 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.54 წლის ზიდანის დებიუტი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თურქეთთან ერთა ლიგის შეხვედრაში შედგება, რომელსაც საფრანგეთი 25 სექტემბერს სტუმრად გამართავს. პირველ საშინაო მატჩს ზიდანის გაწვრთნილები 2 ოქტომბერს იტალიასთან ჩაატარებენ. სწორედ ამ ნაკრებთან დასრულდა მისი, როგორც ფეხბურთელის, კარიერა.ზინედინ ზიდანი 1998 წელს, საფრანგეთთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მუნდიალის ფინალში მან ბრაზილიას ორი გოლი გაუტანა.ბოლოს ფრანგი სპეციალისტი მადრიდის „რეალს“ წვრთნიდა და თანამდებობა 2021 წელს დატოვა.

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ...

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოში ძალიან ინტენსიურად იყიდება სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც.როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, ასევე მას ურევენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას.„გაფრთხილება!საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება „ტელეგრამ“ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე „k2“ სახელით იყიდება.ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან.შესაძლო შედეგებია:ძლიერი შფოთვა და პანიკა; ჰალუცინაციები და ფსიქოზი; აგრესია; კრუნჩხვები; გონების დაკარგვა; სუნთქვის გაძნელება; ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც.ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. ასევე ის დააქვთ სხვა სტიმულატორებზე, „მეფედრონზე“ „ალფაზე“ და სხვა, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას!!თუ თქვენ, ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევები: გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112“, - წერს ნარკოლოგი.

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამის საშიშროება გამოიწვია

ტოკიო და ლონდონი - სამშაბათს, იაპონიის სამხრეთით 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ შეარყია, რის გამოც იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ არიაკესა და იაცუშიროს ზღვის სანაპიროებზე ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა კუმამოტოს პრეფექტურაში, ადგილობრივი დროით 16:30 საათამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, სიღრმეში კი 6 მილზე ოდნავ მეტი იყო. იაპონური საინფორმაციო სადგური NHK იტყობინება, რომ მიწისძვრა დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა. იაპონიის ბირთვული რეგულირების სამსახურმა საგანგებო განახლებაში განაცხადა, რომ იკატასა და გენკაის ახლომდებარე ობიექტებში „ანომალიები“ არ დაფიქსირებულა. ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას ოკეანესა და ზღვის სანაპიროსთან ახლოს ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სესიაზე საფრანგეთის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა

შეერთებული შტატების დელეგაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სესია პროტესტის ნიშნად იმ დროს დატოვა, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. აშშ-ის პროტესტი უკავშირდება ფრანგი დიპლომატების გამონათქვამებს, რომლებმაც შეერთებული შტატები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხების გამო გააკრიტიკეს.ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, დიპლომატების მიერ კრიტიკული მოსაზრებების გაცვლა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისრად ვოლკერ ტურკის ხელახალ დანიშვნას მოჰყვა.ცნობისთვის, 24 ივლისს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ტურკი ოთხწლიანი ვადით ხელახალ დანიშვნას მხარი დაუჭირა. ტურკს წევრი ქვეყნების უმრავლესობის, მათ შორის საფრანგეთის მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა. კენჭისყრის შემდეგ გაერო-ში საფრანგეთის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვაშინგტონის პოზიცია გააკრიტიკა.„აშშ ოდესღაც ადამიანის უფლებების დაცვის შუქურა იყო. ახლა ასე აღარ არის. დღესამერიკა ჩრდილოეთ კორეის, ნიკარაგუის, მალისა და რუსეთის გვერდით აღმოჩნდა იზოლაციაში და მსოფლიო მას აღარ უსმენს“, – ნათქვამია განცხადებაში.საპასუხოდ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს „ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დამრღვევებს“ და ხმას აძლევს ადამიანს, რომელიც თავისუფალ და სუვერენულ დემოკრატიებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს „ლექციებს უკითხავს“.

„გოულახია თემურა ბიჭო!“ – შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რის შედეგად 27 პირი დააკავეს

მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს - პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი - დაუსწრებლად. 

ბოლო სიახლეები