დღეს, როდესაც პროფესორ ჯონ მირშაიმერის გამოსვლას ვუსმენდი თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონულ კონფერენციაზე, ჩემი ყურადღება ერთმა ამბავმა მიიპყრო: გერმანიამ ვერ მოიპოვა საჭირო ხმები გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრობისთვის.
ამ ცნობამ კიდევ ერთხელ გამიჩინა ძველი კითხვა: რა არის დღეს საერთაშორისო სისტემაში გავლენის, ავტორიტეტისა და აღიარების რეალური საზომი?
ნუთუ ეკონომიკური ძალა და პოლიტიკური წონა საკმარისია გლობალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად? თუ სახელმწიფოები საერთაშორისო კენჭისყრების დროს უფრო ფართო ფაქტორებსაც ითვალისწინებენ — საგარეო პოლიტიკას, დიპლომატიურ მიდგომებს, ნდობის შექმნის უნარსა და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის აღქმებს?
შესაძლოა, ამ კითხვაზე პასუხი ძალაუფლების ტრადიციულ მაჩვენებელთა მიღმა უნდა ვეძიოთ. დღევანდელი მსოფლიო სულ უფრო ნათლად გვიჩვენებს, რომ ლეგიტიმურობა, დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და კონსენსუსის შექმნის უნარი ის კაპიტალია, რომელიც ზოგჯერ „მყარ ძალაზეც“ კი უფრო ეფექტიანად მოქმედებს.
მართლაცდა, რატომ?

