![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2019/12/1561929661-ავტობუსები.jpg)
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ანალოგიურად იმუშავებს ტრანსპორტი შობის ღამესაც.
„31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები იმუშავებენ 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე. ვფიქრობ ეს ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იგივე მიდგომა და დამოკიდებულება იქნება შობის ღამესაც“,- განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მოსახლეობას ახალი წლის ღამეს ავტობუსების შემდეგი ნომრები მოემსახურება: N1, N2, #3, N4, N6, N7, N8, N10, N11, N12, N13, N14, N15, N18, N19, N20, N22, N23, N25, N27, N28, N30, N31, N34, N36, N37, N39, N40, N41, N42, N43, N44, N45, N47, N48, N49, N52, N53, N55, N56, N58, N59, N60, N62, N63, N66, N68, N70, N71, N73, N74, N75, N76, N77, N78, N79
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც დღეიდან ამოქმედდა: „თიბისის“ ბარათებით მგზავრობა უკვე შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში შემდეგ ქალაქებში:ახალციხე, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ყვარელი, მცხეთა, დმანისი,...
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება – სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. „20 ივნისიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი,...
სად და რამდენი ხნით იზღუდება მოძრაობა – ნახეთ, დეტალურად
დედაქალაქში, 21, 22 და 23 ივნისს ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიებების გამო, სამივე დღეს ლისის ტბის მიმდებარედ,...
მჯერა, რომ არა მარტო პოზიტიური იქნება შემდეგი თამაში, არამედ იქნება საჭირო ქულებიც – ლევან კობიაშვილი
მჯერა, რომ არა მარტო პოზიტიური იქნება შემდეგი თამაში, არამედ იქნება საჭირო ქულებიც, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან...
გთხოვთ გაავრცელეთ-„ვეძებთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე…“ – 17 წლის ლიზი გიორგაძე გაუჩინარდა
უკვე მესამე დღეა, ოჯახი და პოლიცია 17 წლის გოგონას ეძებს. ლიზი გიორგაძე ქობულეთში იმყოფებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ის დედაქალაქისკენ წამოვიდა....
ღირსი მამის დავით გარეჯელის ხსენების დღეს, სადღესასწაულო წირვა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ღირსი დავით გარეჯელის ტაძარში აღასრულა
ღირსი მამის დავით გარეჯელის ხსენების დღეს, სადღესასწაულო წირვა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტერში, ღირსი დავით გარეჯელის...