„ნაცმოძრაობისა“ და მათი ფილიალების შეზღუდვა-გაუქმება რაც მალე მოხდება, ქართული საზოგადოება მით უფრო მალე ამოისუნთქავს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაზე.
გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, „ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდნენ“.
„რამდენიმე თვის წინ, საქართველოს წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა ვნახეთ, მათ შორის იყვნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სამხედრო გენერალი, კანდელაკი. აგერ, ბატონო, საქართველოში ადგილებია, მობრძანდით და დაბომბეთო. ეს ადამიანები ხან ირანს ეუბნებოდნენ, საქართველოში ადგილებია და დაბომბეთო, ხან ამერიკას ეხვეწებოდნენ, საქართველო ირანის სასარგებლოდ მუშაობს და დაბომბეთო. ამ ხალხს საკუთარი ქვეყანა ეზიზღება. ეს ადამიანები გამოკითხვაზე იყვნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გამოიკითხნენ. ან გამოსაკითხი რა არის, როცა საკუთარ ქვეყანას ვნებ. მათ მტკიცებულება არც მაშინ ჰქონდათ და არც ახლა აქვთ. ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან. მტკიცებულება მართლა რომ გქონდეს, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში უნდა მიხვიდე, რომ გამოიძიონ. ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

