საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია.
„თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა“.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.

