ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026

ლევან ბეჟაშვილი – ლევან ხაბეიშვილს ასამართლებენ სპეცრაზმისადმი მიმართვისთვის, რომ არ დაარტყათ საკუთარ ხალხს, არ მოწამლოთ ადამიანები, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები

ქართველი ხალხის ბრძოლას ვერ შეაჩერებს ვერცერთი მოსამართლე, ვერცერთი განაჩენი, ვერცერთი ციხე. ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. იქამდე, ვიდრე საქართველოში აღარ იარსებებს პოლიტიკური დევნა და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი არ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, „რეჟიმს ეშინია თავისუფალი ადამიანის, შეუპოვრობის, იმ ხალხის, ვინც ვერ გატეხეს, ვერ დააშინეს, ვერ იყიდეს“.

„დღეს ივანიშვილის სასამართლოს მორიგი პოლიტიკური ეგზეკუციის დღეა. დღეს რუსი ოლიგარქის, საქართველოს ჩრდილოვანი მმართველის — ბიძინა ივანიშვილის მორჩილი მოსამართლე განაჩენს გამოუცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. ეს არ არის სამართალი. ეს არ არის სასამართლო. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანა, რომელიც 2012 წლიდან ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს — გაანადგუროს თავისუფალი აზრი, ოპოზიცია და ყველა, ვინც რუსულ რეჟიმს არ ემორჩილება.

14 წელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის რეჟიმის მთავარი სამიზნეა. 14 წელია, ათასობით ადამიანი გახდა ამ რუსული რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი. 14 წელია, საქართველოში შენდება შიშზე, ძალადობასა და პოლიტიკურ დევნაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი თავმჯდომარე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმარია. ის დატყვევებულია მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, დაამარცხა კორუფცია, შექმნა ძლიერი სახელმწიფო და არასოდეს დაუხრია თავი რუსეთის წინაშე.

დღეს პოლიტიკურ ტყვეობაში არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ნადირაძე და ჩვენი პარტიის 15 წევრი, თანამებრძოლი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ თავისუფლებას, ევროპასა და საქართველოს იცავენ. ახლა კი რეჟიმს სურს, გაასამართლოს ლევან ხაბეიშვილი. რისთვის? იმისთვის, რომ ხალხის მხარეს იდგა; იმისთვის, რომ არ შეეშინდა; იმისთვის, რომ სიმართლე თქვა. ლევან ხაბეიშვილს ასამართლებენ, რადგან მან მიმართა სპეცრაზმს და უთხრა — არ დაარტყათ საკუთარ ხალხს, არ მოწამლოთ ადამიანები მხუთავი გაზით, არ შეასრულოთ უკანონო და დანაშაულებრივი ბრძანებები, არ გახდეთ რუსული რეჟიმის ბრმა იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგო. სწორედ ეს სიტყვები გახდა მათი შურისძიების მიზეზი.

რეჟიმს ეშინია თავისუფალი ადამიანის, ეშინია შეუპოვრობის, იმ ხალხის, ვინც ვერ გატეხეს, ვერ დააშინეს, ვერ იყიდეს. ივანიშვილმა კარგად უნდა გაიგოს — ვერცერთი მოსამართლე, ვერცერთი განაჩენი, ვერცერთი ციხე ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას. ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველოში აღარ იარსებებს პოლიტიკური დევნა და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი არ იქნება; ვიდრე საქართველო საბოლოოდ არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე. ამ ბრძოლაში გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრანსპორტის დარგის საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – TBEA26 – გაიხსნა

„საიუბილეო, მე-10 ქართულ-პოლონური საერთაშორისო კონფერენცია ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეგიონის წამყვანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჰაბია, რომელიც წარმატებით აკავშირებს ევროპულ და აზიურ საინჟინრო-აკადემიურ სივრცეებს. მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმი ჩვენი უნივერსიტეტის დიდი მეგობრის, გამოჩენილი მეცნიერის, პროფესორ ალექსანდრე სლადკოვსკის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. დარწმუნებული ვარ, ამ სამეცნიერო ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი კვლევები და დისკუსიები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სატრანსპორტო დარგის მოდერნიზაციასა და ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიულ ზრდაში“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ტრანსპორტის დარგის საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენციის - TBEA26 - გახსნაზე განაცხადა.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუ-ში, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, ტრანსპორტის დარგის ტრადიციული, რიგით მე-10 საიუბილეო ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია - TBEA26“ გაიხსნა.სტუ-ის ცნობით, აღნიშნული სამდღიანი სამეცნიერო ფორუმი, რომელსაც უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი უწევს ორგანიზებას, ტრანსპორტის სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მაღალრეიტინგული საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმაა. წლევანდელი საიუბილეო კონფერენცია ცნობილი მეცნიერის, არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე სლადკოვსკის 70 წლის იუბილეს ეძღვნება.კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სამეცნიერო ფორუმის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობისა და სატრანზიტო პოტენციალის ფონზე, მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების მასპინძლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.„დღეს საქართველო ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის საკვანძო რგოლია, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. ამ პროცესში მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი შეუცვლელია. საგულისხმოა, რომ TBEA26-ი, თავისი მრავალფეროვანი სამეცნიერო კონტენტით, მიზნად ისახავს განათლების, ინჟინერიაში დაგროვილი ახალი ცოდნისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციას, ერთობლივი საერთაშორისო კვლევითი პროექტების ინიცირებასა და მათში სტუდენტების აქტიურ ჩართვას. საგულისხმოა, რომ ეს პლატფორმა საშუალებას აძლევს ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს, სრულფასოვნად ინტეგრირდნენ გლობალურ სამეცნიერო სივრცეში, გაიზიარონ ევროპელი და აზიელი კოლეგების გამოცდილება და თავიანთი ინოვაციური იდეებით უპასუხონ სატრანსპორტო ინდუსტრიისა და ლოგისტიკის თანამედროვე გამოწვევებს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.გახსნის ცერემონიაზე რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ შეკრებილ საზოგადოებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც პროფესორ ალექსანდრე სლადკოვსკის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი, ნაყოფიერი კვლევითი პარტნიორობისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი მიენიჭა. საპატიო ჯილდო მეცნიერს რექტორმა პირადად გადასცა.კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორის, სტუ-ის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის ხსოვნას.ფორუმის მონაწილეებს - სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, სტუდენტებსა და უცხოელ მკვლევართა დელეგაციებს - მიესალმნენ და TBEA26-ის საერთაშორისო მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს ღონისძიების თანაორგანიზატორებმა, წამყვანი ქართული და უცხოური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუციების წარმომადგენლებმა: სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორმა ალექსანდრე სლადკოვსკიმ; ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) პროფესორმა ანდრე ბატაკომ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, დოქტორმა დავით ტეფნაძემ; რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, სტუ-ის პროფესორმა რევაზ ქავთარაძემ, სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა მარიამ რაზმაძემ და სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ.როგორც TBEA26-ის გახსნაზე აღინიშნა, კონფერენციაში 11 ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, პორტუგალია, ბულგარეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და საქართველო) 30-ზე მეტი უნივერსიტეტის, სამეცნიერო ცენტრისა და ბიზნესორგანიზაციის 20-მდე დელეგაციაში გაერთიანებული 200-ზე მეტი მეცნიერ-მკვლევარი მონაწილეობს.სასესიო მუშაობა 25 ნოემბერს პანელურ ფორმატში დაიწყება და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უხელმძღვანელებს. საკონფერენციო სესიებზე ქართველი და უცხოელი მეცნიერ-მკვლევრები წარმოადგენენ 70-მდე სამეცნიერო მოხსენებასა და კვლევის შედეგებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები; ურბანული ტრანსპორტი და ლოგისტიკა; ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები (ITS) და ინდუსტრია 4.0; მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური ტრანსპორტის დინამიკა, დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და ტექნიკური მომსახურება; ტრანსპორტისა და ეკოლოგიის საკითხები და სხვა. გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი წამყვანი სპეციალისტები სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ჩაატარებენ მასტერკლასებსა და ვორქშოფებს თემებზე: „ხელოვნური ინტელექტი (AI) კვლევებში და სამეცნიერო მენეჯმენტი“, „დარგობრივი მეწარმეობა“ და ტრანსპორტის სხვა აქტუალური საკითხები. ამასთან, ქართველი და უცხოელი დელეგაციის წევრთა მონაწილეობით გაიმართება „საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების“ ფორუმი.კონფერენციის მონაწილეთა საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება პრესტიჟულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - „TRANSPORT PROBLEMS“, რომელიც ინდექსირებულია Scopus-ისა და Web of Science (WoS) საერთაშორისო ბაზებში.TBEA26-ის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესორგანიზაციები და ინსტიტუტები. სამეცნიერო ღონისძიებას სპონსორობას უწევენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესპარტნიორები: „ავტობანი“ (Autobani), „ჰანიველ ცემენტი“ (Hunnewell Cement), „ავტოტექნო“ (AUTOTECHNO), „ლაიონ ტრანსი“ (Lion Trans), „ე-ბილდვეი“ (E-Buildway), „იასა ჯორჯია“ (IASA Georgia LLC), „პოტაინი“ (Potain), „ინოვაციებისა და კვლევების ინსტიტუტი“ (Georgian Institute for R&I – GIRI) და „IterX“.სტუ-ის ინფორმაციით, ტრანსპორტის დარგის რიგით მე-10 საიუბილეო ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია - TBEA26“ მუშაობას მიმდინარე წლის 26 ნოემბერს დაასრულებს. კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება აკადემიური, სამეცნიერო და კულტურული აქტივობები ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების მონაწილეობით.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ არის დაგეგმილი.ასევე, ევროპარლამენტში აღნიშნული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრაც არის ჩანიშნული.რეზოლუციის პროექტზე, „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, კენჭისყრა 26 ნოემბერს შედგება.

გურამ მაჭარაშვილი – დარწმუნებული ვარ, ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი აღარ არის

არ მგონია, რომ ევროკავშირის, ევროპარლამენტის და ზოგადად ევრობიუროკრატიის განცხადებები ქართულ საზოგადოებას დიდად აღელვებდეს, სამწუხაროდ, სხვათა შორის, იმიტომ, რომ თავადვე გაუწიეს დისკრედიტაცია ევროპის ინსტიტუტებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი აღარ არის.„ევროპის ინსტიტუტები იქნება, ევროპარლამენტი თავისი რეზოლუციებით თუ ევროკომისია გადაწყვეტილებებით, ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს სთხოვდა და სთხოვს დამნაშავე პირების გამოშვებას ციხიდან, მათივე ევროპის სასამართლო ამართლებს დანაშაულში სააკაშვილს და რეზოლუციებით გვავალდებულებენ, რომ გავაუქმოთ ის კანონი, რომელიც იცავს ლგბტ პროპაგანდისგან ახალგაზრდებს და ეროვნულ ინტერესებზე ვთქვათ უარი. ამიტომ, დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი აღარ არის. მარტო ის რად კმარა, რომ დიდ დაპირისპირებაში თავად ევროკავშირი თავისივე თანამდებობის პირებთან და შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან არის და რა გასაკვირია ახლა, რომ ევრობიუროკრატიას საქართველოში მიმდინარე პროცესები არ მოეწონოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, 25 ნოემბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები რეზოლუციის პროექტზე, რომლის სახელწოდებაა „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბუდაპეშტში PROFFORMANCE-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა და ევროპულ აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობის გაღრმავება სტრატეგიული მნიშვნელობისაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი არა მხოლოდ მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივებში, არამედ აქტიურად არის ჩართული მათ განხორციელებაში, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და მიღებული ცოდნის საუნივერსიტეტო საქმიანობაში ინტეგრირებაში. PROFFORMANCE-ის საერთაშორისო ღონისძიებებში ხათუნა ჩაფიჩაძის, როგორც ინსტიტუციური ელჩის, მონაწილეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების გლობალურ პროფესიულ ქსელებში ჩართულობას, ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას. ამასთანავე, სასიხარულოა, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე საკუთარი პოზიციის წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცა ჩვენს სტუდენტს, ემა ჭანტურიას. ეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა - სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ერთობლივი მონაწილეობა იმ პროცესებში, რომლებიც თანამედროვე უმაღლესი განათლების განვითარებას განსაზღვრავს.ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს განვითარებაა. ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სოლიდური გამოცდილება და მიღწევები აქვს, რასაც ადასტურებს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა, საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი სრულყოფა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილების მიღების შესაძლებლობების შექმნა. ჩვენი მიზანია, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და მოამზადოს კონკურენტუნარიანი, მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალი თაობა“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საერთაშორისო ღონისძიებაში უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორმა, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, სოციალური მეცნიერებების დოქტორმა, პოლიტოლოგმა და PROFFORMANCE-ის ინსტიტუციური ელჩმა (IPA) ხათუნა ჩაფიჩაძემ, ასევე, ამავე ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ემა ჭანტურიამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტ PROFFORMANCE-ის ფარგლებში გამართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრები უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების, სწავლებისა და სწავლის პროცესის სრულყოფის, აკადემიური საქმიანობის შეფასებისა და სტუდენტთა ჩართულობის საკითხებს მიეძღვნა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ვორკშოპების ძირითადი მიზანი იყო იმ მექანიზმებისა და შესაძლებლობების გააზრება, რომელთა მეშვეობითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ შეფასების პროცესი სწავლებისა და სწავლის განვითარების ეფექტიან ინსტრუმენტად აქციონ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეფასების შედეგების პრაქტიკულ გამოყენებას, ინსტიტუციური გამოცდილების გაანალიზებასა და ისეთი მიდგომების დანერგვას, რომლებიც აკადემიური საქმიანობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.როგორც ხათუნა ჩაფიჩაძე აცხადებს, შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და საერთაშორისო ექსპერტების უკუკავშირის როლი სასწავლო კურსების განვითარებაში. მისი თქმით, მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა დაინტერესებული მხარის შეფასებებისა და რეკომენდაციების სისტემური გაანალიზება და მათი სასწავლო კურსების შინაარსის, სწავლების მეთოდებისა და საგანმანათლებლო შედეგების გაუმჯობესების პროცესში ინტეგრირება.„ვორკშოპების კონცეფცია ეფუძნებოდა მნიშვნელოვან პრინციპს - შეფასება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მიღწეული შედეგების გაზომვით ან არსებული მდგომარეობის აღწერით. მისი მთავარი დანიშნულება უნდა იყოს მიღებული ინფორმაციის გამოყენება შემდგომი განვითარების, ხარისხის გაუმჯობესებისა და საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტი სრულყოფისთვის. სწორედ ამგვარი მიდგომა ქმნის შესაძლებლობას, შეფასება ინსტიტუციური განვითარების რეალურ მამოძრავებელ ძალად იქცეს. ღონისძიებების მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო სტუდენტური პერსპექტივის წარმოჩენა. PROFFORMANCE-ის ინსტიტუციური ელჩების საერთაშორისო შეხვედრისა და ვორკშოპის ფარგლებში გამართულ სტუდენტურ მრგვალ მაგიდაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ემა ჭანტურია, რომელიც დისკუსიაში სტუდენტ პანელისტად ჩაერთო. სტუდენტური მრგვალი მაგიდა წარმოადგენდა პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე საკუთარი ხედვები, გამოცდილება და მოსაზრებები გაეზიარებინათ უმაღლესი განათლების ხარისხის, სწავლებისა და სწავლის პროცესის ეფექტიანობისა და სტუდენტთა ჩართულობის შესახებ. ემას მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სტუდენტების უშუალო გამოცდილება და შეფასებები საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთ აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს. სტუდენტთა მონაწილეობა მსგავსი ფორმატის საერთაშორისო დისკუსიებში ხელს უწყობს მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარების გაძლიერებას“, - აცხადებს ხათუნა ჩაფიჩაძე.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობა ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა უნივერსიტეტის აკადემიური გამოცდილების საერთაშორისო სივრცეში წარმოსაჩენად და ევროპულ საგანმანათლებლო მიდგომებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეალური ეკონომიკური ზრდა წელს 6.8% იქნება, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი – 120 მილიარდ 306 მილიონი ლარი, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი – 5.2 პროცენტი, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი – მთლიანი შიდა პროდუქტის 1.2%, ხოლო მთავრობის ვალი – მთლიანი შიდა პროდუქტის 30%.ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 810 მილიონი ლარით და შეადგენს 27 მილიარდ 850 მილიონ ლარს.ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ზრდა ფიქსირდება საგადასახადო შემოსავლების ყველა ძირითად კატეგორიაში, მათ შორის, დამატებული ღირებულების გადასახადის პროგნოზი გაზრდილია 320 მილიონი ლარით, რის შედეგადაც, მისი თქმით, დამატებით 64 მილიონ ლარს მიიღებენ მუნიციპალური ბიუჯეტები.როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გრანტებისა და სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება 326 მილიონი ლარით და 3 მილიარდ 8 მილიონი ლარით განისაზღვრება. ასევე, 130 მილიონი ლარით არის გაზრდილი პრივატიზაციის მაჩვენებელი და 480 მილიონ ლარს შეადგენს.ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, ახალი ვალების აღების შემცირების ხარჯზე, 35 მილიარდ 991 მილიონ ლარს შეადგენს.

ბოლო სიახლეები