რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, პუტინის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან “საერთაშორისო პრობლემების ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვა” იქნება.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს 20 მაისს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე შეხვდება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, რუსეთი და ჩინეთი 40-მდე დოკუმენტს გააფორმებენ, მათ შორის, პუტინი და სი ძინპინი დეკლარაციას მიიღებენ „მულტიპოლარული სამყაროსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ“.

