ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ავსტრიაში AMRD საერთაშორისო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, კომპანია RMG-ის მხარდაჭერით, ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტში (Montanuniversität Leoben), სტრატეგიული ვიზიტის ფარგლებში, მინერალური რესურსების განვითარების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის (AMRD – Advanced Mineral Resources Development) შერჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, AMRD საერთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ავსტრიის ლეობენის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი პეტერ მოზერი ხელმძღვანელობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კონსორციუმის წევრის რანგში, მსოფლიოს წამყვან ტექნიკურ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ხეცურიანი და A კატეგორიის პროფესორი თორნიკე ლიპარტია, ხოლო AMRD პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში სტუ-თან პარტნიორობით ჩართული იყო კომპანია RMG-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჩხეიძე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, AMRD საერთაშორისო კომიტეტის სხდომის მონაწილე საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კონსორციუმის წევრმა ორგანიზაციებმა – Montanuniversität Leoben (ავსტრია), TU Bergakademie Freiberg (გერმანია), Instituto Superior Técnico (პორტუგალია), Universidad Politécnica de Madrid (ესპანეთი), Dnipro University of Technology (უკრაინა), McGill University (კანადა), UFRGS (ბრაზილია), CUMTB (ჩინეთი), IIT (ISM) Dhanbad (ინდოეთი), ASKTU (ყაზახეთი), NSUMT და UGS (უზბეკეთი), University of Mines and Technology (განა) – არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილეს ყურადღება.

განხილვის მთავარი თემები იყო თანამედროვე სამთო და გეოლოგიური საინჟინრო განათლების განვითარება, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტური და სამეცნიერო მობილობის გაფართოება, ასევე ინდუსტრიასთან ინტეგრირებული პრაქტიკული სწავლების გაძლიერება. შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული სამთო ტექნოლოგიების დანერგვასა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ერთობლივ განხორციელებაზე, რაც პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

პროფესორ გიორგი ხეცურიანის განცხადებით, ლეობენის სამთო უნივერსიტეტში ვიზიტისას, რომელიც ქართულ და ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა, რამდენიმე სტრატეგიული შეთანხმება იქნა მიღწეული, რაც პრაქტიკულად ადასტურებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის რეალურ შედეგებს.

„პირველი – AMRD პროგრამაში მოხდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული ინტეგრაცია და ლეობენის სამთო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ თომას პროჰასკას ოფიციალური მიწვევით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ პროგრამის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდება. მეორე, ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება ეხება ავსტრიულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების გაფართოება-განვითარებას სამთო-გეოინჟინერიისა და მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით. რაც შეეხება მესამე შეთანხმებას, ის აქტიურ დიპლომატიურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ამ მიზნით, ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა საქართველოს ელჩთან ავსტრიაში – ბატონ ალექსანდრე მაისურაძესთან. ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობასა და საერთაშორისო სივრცეში ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერების აუცილებლობაზე. ამასთან დაკავშირებით, ელჩმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიპლომატიური მხარდაჭერა აღუთქვა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, სამთო და გეოინჟინერიის მიმართულებით, უკვე ძლიერ პოზიციებს იკავებს და ევროპულ უნივერსიტეტებთან თუ კვლევით ცენტრებთან პარტნიორობის ფორმატში ერთვება. ახალი სტრატეგიული შეთანხმებები მეტად შეუწყობს ხელს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების საერთაშორისო მობილობას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შემუშავებას და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საინჟინრო განათლების გაძლიერებას“, – აღნიშნავს გიორგი ხეცურიანი.

როგორც სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის A კატეგორიის პროფესორი თორნიკე ლიპარტია ამბობს, ავსტრიაში სტრატეგიული ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რომლებიც აკადემიურ მომზადებას ამჟამად ლეობენის სამთო უნივერსიტეტში გადიან. მისი თქმით, სტუდენტებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს RMG-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჩხეიძემ და სტუ-ის დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა – გეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ვახტანგ ბლუაშვილმა.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ნიჭიერი სტუდენტი ევროპაში მოწინავე ლეობენის სამთო უნივერსიტეტში სწორედ ამ ავსტრიული სპეციალიზირებული უმაღლესი სკოლის სრული დაფინანსებით ეუფლება ცოდნას. ახალგაზრდებისგან მივიღეთ დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროცესების შესახებ და, რაც მთავარია, განვიხილეთ მათი სამომავლო დასაქმების პერსპექტივა სამთო-მომპოვებითი დარგის ლიდერი კომპანიის – RMG-ის მაღალტექნოლოგიურ პროექტებში”, – ამბობს თორნიკე ლიპარტია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, სტრატეგიული ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, რომლებშიც საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული სამთო სკოლის მჭიდრო კავშირს ევროპულ საგანმანათლებლო ტრადიციებთან, ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორობა გერმანიის ფრაიბერგის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტთან. ისტორიულ ჭრილში საუბარი შეეხო ისეთ ცნობილ ქართველ მეცნიერებს, როგორიცაა: ქართული სამთო სკოლის ფუძემდებელი გრიგოლ წულუკიძე, რომელიც ლეობენის სამთო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო; ალექსანდრე თვალჭრელიძე, რომელიც პროფესიულ პრაქტიკას გეტინგენის უნივერსიტეტში გადიოდა; შეაფასეს კონსტანტინე აბაშიძის, გიორგი ნიკოლაძისა და ირაკლი წერეთლის მოღვაწეობა, რომელთა ევროპულმა გამოცდილებამ გარდამტეხი როლი ითამაშა ქართული საინჟინრო დარგების განვითარებაში.

სტუ-ის ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა, უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, საერთაშორისო კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, 2026 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ სამთო-გეოლოგიის დარგის საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო და ინდუსტრიულ ფორუმზე მიიწვიეს. აღნიშნული ფორუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით საუნივერსიტეტო სივრცეში გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს, ჩვენებას არ იძლევა, არ აღიარებს ბრალს – შემაჯამებელ გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში წავიღებთ

ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას წავიღებთ, არამედ გარკვეულ გადაწყვეტილებებსაც, რაზედაც უარი გვეთქვა, მათ შორის, ისეთი სახის ინფორმაციის დაცვის მხარისათვის დამალვა, როგორიც არის მაგალითად გამამართლებელი მტკიცებულებები, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე, სადაც ბაგა-ბაღების სააგენტოს ეპიზოდზე მოწმეების დაკითხვისას ყველა მათგანმა გამორიცხა რაიმე ფორმით ლილუაშვილის მონაწილეობა ამ ეპიზოდთან მიმართებაში.“ხუთივე მოწმემ გამორიცხა ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის რაიმე ფორმით მონაწილეობა იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც წარდგენილი აქვს მას ე.წ. ბაღების ეპიზოდთან მიმართებაში. არცერთი მოწმის მხრიდან არ დადასტურებულა და არ თქმულა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ე.წ. ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით.ბრალდების მხარე შესაძლოა ბრალის დადგენილებაში ამბობდეს გარკვეულ პოზიციას, თუმცაღა დასახელებული, ბუნებრივია, უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით.მოწმეები, გარდა იმისა, რომ არ იცნობენ გრიგოლ ლილუაშვილს და არ უნახავთ არასდროს ეს ადამიანი, არც კი გაუგიათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე ფორმით შემხებლობა ან ჩართულობა ჰქონდა დასახელებულ ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალთან მიმართებაში.სასამართლო პროცესები იმიტომ იმართება, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება იქნეს გამოკვლეული და დადგენილი. შესაძლოა, პროკურატურას ჰქონდეს გარკვეული სახის ვერსია, ის მხარეს წარმოადგენს, ჩვენ გახლავართ დაცვის მხარე, ამ შემთხვევაში ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და განაჩენი, რომელიც, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გამამართლებელი იქნება.თავად ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენებას ამ ეტაპამდე არ იძლევა, თუმცაღა ცალსახაა, რომ ის არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალს არცერთ ეპიზოდთან მიმართებაში.სასამართლო პროცესები რომ ღია და საჯარო ყოფილიყო, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარეს ჰქონდა პოზიცია, ვინაიდან მართლა ძალიან ბევრი რამ გვაქვს საზოგადოებისთვის სათქმელი სწორედ იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რაც ცალსახად ადასტურებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის უდანაშაულობას. სწორედ ეს გვინდოდა ჩვენ, რომ სოციუმისთვის ყოფილიყო ცნობილი. სამწუხაროდ, ჩვენ ეს უფლებამოსილება შეზღუდული გვაქვს ერთი მხრივ, გაუთქმელობის ხელწერილზე ხელმოწერით და მეორე მხრივ, დახურული პროცესებიდან გამომდინარე.გრიგოლ ლილუაშვილი დღეის მდგომარეობით იმყოფება სამართლებრივი დავის რეჟიმში და ამ პირობებში დაცვის მხარე ყველაფერს აკეთებს თუნდაც საჭიროების შემთხვევაში, როგორც ქვეყნის შიგნით მოხდეს ყველა დონეზე გასაჩივრება თუ აპელირება სამართლებრივი წესით, მათ შორის, საზღვარგარეთაც, ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას წავიღებთ, არამედ გარკვეულ გადაწყვეტილებებსაც, რაზედაც უარი გვეთქვა, მათ შორის, ისეთი სახის ინფორმაციის დაცვის მხარისათვის დამალვა, როგორიც არის მაგალითად გამამართლებელი მტკიცებულებები. დიახ, გამამართლებელი სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, რომელიც სრული მოცულობით ჩვენ არ გადმოგვეცა, რასაც შესაბამისი პროცედურების დაცვით ასაჩივრებს დაცვის მხარე”, - განაცხადა ადვოკატმა.

15 მაისს მოლდოვაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართება

15 მაისს მოლდოვაში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურ სხდომას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.სხდომას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ გახსნის.როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საუბრები ფოკუსირებული იქნება რიგ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც ევროპის საბჭოს მანდატის საფუძველში დევს.მათ შორის: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, განსაკუთრებული აქცენტით ომისშემდგომ პასუხისმგებლობასა და აღდგენაზე. ასევე, ევროპის საბჭოს მუშაობაზე მიგრაციის სფეროში, რომელიც 2025 წლის 10 დეკემბრის მინისტრთა კონფერენციის გაგრძელებაა, სადაც მინისტრთა კომიტეტის მიერ დეკლარაციის მიღებაზე მოწოდება გაჟღერდა.

“იმედის” განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარი უთხრა

ევროპარლამენტმა „იმედს“ ერთი წლით შენობაში მუშაობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ხოლო მოლდოვამ კი „იმედს”, „რუსთავი 2” -ს და „პოსტივის" აკრედიატაციაზე უარი უთხრა."დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, „იმედი”, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი", - აღნიშნულია "იმედის" განცხადებაში.ამასთან, ტელეკომპანიის განცხადებით, „იმედი“ დაინტერესდა მათი მოტივაციითა და არგუმენტებით. ტელეკომპანია აქვეყნებს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხსაც.„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს. მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და მოლდოვას რესპუბლიკაში „უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის“ შესაბამისად. აკრედიტაციის პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ, თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა. პატივისცემით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში, რომელსაც ტელეკომპანია ავრცელებს."იმედის" თანახმად, საკითხის დაინტერესების მოტივით ევროპის საბჭოსაც მიწერა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

მეუფე დანიელი – ინტრონიზაციაზე არ იყვნენ მეუფე ზენონი და მეუფე ზოსიმე, არ ვფიქრობ, რომ მათი არდასწრების მიზეზი პროტესტი იყო – თუ ჩვენ არ გავერთიანდით,...

პატრიარქ შიოს ღამეები არ ეძინა, მას უთქვამს, რომ ძალიან მძიმე იყო პასუხისმგებლობა, ჯერ პატრიარქის გაცილებასთან დაკავშირებით, მერე არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მიტროპოლიტი დანიელის თქმით, აღსაყდრების დროს პატრიარქ შიოს თვალზე ცრემლი ბევრ რამეს ნიშნავდა და პირველ რიგში ეს იყო მისიის გააზრების, სიხარულის და მადლიერების ცრემლი.„ცრემლი პატრიარქის თვალზე ბევრ რამეს ნიშნავდა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო შეგნება და გააზრება იმისა, რომ პიროვნებას ღმერთმა ასეთი მისია დააკისრა. რასაკვირველია, ეს იყო უდიდესი მადლიერების განცდა. ეს იყო სიხარულის ცრემლი, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი სიხარული, ეს არის რაღაც ძალიან ამაღლებული. სხვა რამესაც ვიტყვი, ეს ორი თვე, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან დაძაბული იყო ყველასთვის, იყო შიში, როგორ განვითარდება, რა შედეგები გვექნება, მე ვიცი, რომ პატრიარქ შიოს ღამეები არ ეძინა, ჩვენც არ გვეძინა. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მას უთქვამს, რომ ძალიან მძიმე იყო ეს პასუხისმგებლობა, ჯერ პატრიარქის გაცილებასთან დაკავშირებით, მერე არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით. გარდა წმინდა ადმინისტრაციული , რომ ღირსეულად მოხდეს ყველაფერი, ეს ძალიან დიდ ენერგიას ითხოვს, მაგრამ ამას ემატებოდა სწორედ ის, რომ მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო ეს. დღეს შემოგვეხმიანა ჩემი ოჯახის ახლობელი ქალბატონი, რომელიც ასი წლის ხდება და თქვა, რომ ძალიან მეშინოდა, რომ პატრიარქის შემდეგ დაიწყებოდა არეულობა და განხეთქილება და გუშინ რომ ვუყურე კურთხევას, ეს შიში გამიქრა. მე მგონი, ეს შიში მთელს საზოგადოებაში გაქრა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.მიტროპოლიტი დანიელის თქმით, წმინდა სინოდის წევრი ეპისკოპოსები აცნობიერებენ, რომ თუ არ გაერთიანდებიან, იმ ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ აწევენ.მისივე თქმით, პატრიარქ შიოს აღსაყდრებას ორი ეპისკოპოსი არ ესწრებოდა, მაგრამ მათი არ დასწრების მიზეზი პროტესტი არ ყოფილა.„პატრიარქ ილია მეორის დროს შეიძლებოდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო თავისუფალი, ლაღი, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს განცდა, რომ თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ჩვენ იმ ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ ავწევთ. არ უნდა გავუცრუოთ იმედი არც ჩვენს პატრიარქს, რომელმაც ამდენი იზრუნა, ამდენი ჩადო, ჯერ სასულიერო დასში, შემდეგ საზოგადოებაში, მრევლში.გუშინდელ დღეს ორი მღვდელმთავრის გარდა ყველა ესწრებოდა. მე არ ვფიქრობ, რომ მათი არ დასწრების მიზეზი იყო პროტესტი. არ იყვნენ მეუფე ზენონი და მეუფე ზოსიმე, რომელიც მიესალმა და ძალიან კეთილგანწყობილია ახალი პატრიარქის მიმართ“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ძლიერი სეტყვა კახეთში – სტიქიამ სოფლები დააზარალა

სეტყვა კახეთში - სტიქია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში დაზიანებულია მარწყვისა და ატმის ბაღები.ზოგიერთი მოსახლე ამბობს, რომ სეტყვამ, ერთდროულად რამდენიმე ნაკვეთში გაშენებული ხილი დაუზიანა. სეტყვა იყო დედოფლისწყაროსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაშიც, სადაც სასოფლო- სამეურნეო სავარგულები დასეტყვილი.ამ დროისათვის, მონაცემები სტიქიით მიყენებული ზიანის შესახებ, დაზუსტებული არ არის.

ბოლო სიახლეები