შაბათი, მაისი 9, 2026

კახა კალაძე 100 წლის ექიმ თერაპევტს რეზო აბესაძეს სტუმრობდა

თბილისის მერი კახა კალაძე, „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა.

ბატონი რეზო პროფესიით ექიმი თერაპევტია, რომელიც თავის პროფესიას 54 წლის მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურა. უყვარს ლიტერატურა და დღემდე ყოველდღიურად კითხულობს წიგნებს.

კახა კალაძემ იუბილარს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისთვის და კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

„დიდი პატივია დღეს თქვენს ოჯახში სტუმრობა და 100 წლის იუბილეს მოლოცვა. თქვენი მრავალწლიანი საქმიანობა და შრომა ფასდაუდებელია. ჩვენი მხრივ ვეცდებით, მაქსიმალურად გვერდით დაგიდგეთ. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის, გისურვებთ კიდევ დიდხანს სიცოცხლეს!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავად რეზო აბესაძემ თბილისის მერს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის მთავარი საიდუმლო საყვარელი საქმის კეთება და მუდმივი შრომაა.

„100 წელიწადი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარია. ერთ საუკუნეს ბოროტი ადამიანი ვერ მიღწევს, სიკეთე უნდა აკეთო ცხოვრებაში. სიბერე ცუდია, მაგრამ რომ არ დაბერდე, უფრო ცუდია. შრომა არის მთავარი, თუ არ შრომობ, ახალგაზრდაც მკვდარი ხარ. დიდი მადლობა დაფასებისთვის. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მოსახლეობის დაფასებაა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს პატივს სცემთ. ბატონო კახა, მადლობას გიდით სტუმრობისთვის. გისურვებთ, ბევრი კარგი საქმე გეკეთებინოთ და ჩემსავით 100 წელიწადისთვის გადაგებიჯებინოთ“,- აღნიშნა რეზო აბესაძემ.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, რეზო აბესაძეს 10 000 ლარი ჩაერიცხება.

დედაქალაქის მერთან ერთად, იუბილართან სტუმრად იმყოფებოდა თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი – კიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განახორციელა ტერორისტული ხასიათის აქტი, კერძოდ, დარტყმა მიაყენა როსტოვის რეგიონულ საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიერ როსტოვის საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ეროვნულ ცენტრზე განხორციელებულ დარტყმას ტერორისტული აქტი უწოდა.„განვიხილავთ რამდენიმე საკითხს, და პირველი, მთავარი არის მოვლენები, რომლებიც დღეს მოხდა: კიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განახორციელა, უდავოდ, ტერორისტული ხასიათის აქტი, კერძოდ კი დარტყმა მიაყენა როსტოვის რეგიონულ საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრს. ამას შეიძლებოდა ზეგავლენა მოეხდინა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებაზე. საბედნიეროდ, ჩვენი ავიადისპეტჩერების მაღალპროფესიონალური მუშაობის შედეგად ტრაგიკული მოვლენები არ მომხდარა“,- განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე.რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის ვიცე-პრემიერ ვიტალი საველიევს სთხოვა ინფორმაციის მიწოდება ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ასევე „დამატებითი ზომების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს რუსეთის სატრანსპორტო კომპლექსის სტაბილურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას“.ცნობისთვის, 8 მაისის დრონები დაესხნენ თავს „როსტოვის აერონავიგაცია სამხრეთ რუსეთის“ ფილიალის შენობას როსტოვ-დონზე, რომელიც საჰაერო მოძრაობას მართავს. ამის გამო 13-მა აეროპორტმა დროებით შეაჩერა მუშაობა. კერძოდ, ასტრახანის, ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გელენჯიკის, გროზნოს, კრასნოდარის, მაყაჩკალის, მაგასის, მინერალნიე ვოდის, ნალჩიკის, სოჭის, სტავროპოლისა და ელისტას აეროპორტებმა.„როსავიაციამ“ თავდაპირველად გაავრცელა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ფრენები ამ აეროპორტებში შეჩერდებოდა 12 მაისამდე, თუმცა მოგვიანებით, ეს დოკუმენტი გააუქმა. რუსეთის სამხრეთის მიმართულებით ფრენები 15:00 საათის შემდეგ აღდგა. ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, დღის ბოლომდე დაგეგმილია სულ 217 რეისი.

სოფელ აწყურთან ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ახალციხეში,  სოფელ აწყურში, სტადიონთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, "სუბარუს" მარკის მანქანა ცხენს შეეჯახა.დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილები.გარდაცვლილები სოფელ აწყურიდან არიან.ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ჯგუფი და პოლიცია.

აბას არაღჩი – ყოველ ჯერზე, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტა დღის წესრიგში დგას, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს

ყოველ ჯერზე, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტა დღის წესრიგში დგას, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.მისი თქმით, ირანელები არასდროს ემორჩილებიან ზეწოლას.„ეს უხეში ზეწოლის ტაქტიკაა? თუ რომელიმე დესტრუქციული მოთამაშის შედეგია, რომელმაც პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეიყვანა ჩიხში? რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შედეგი იგივეა: ირანელები არასდროს ემორჩილებიან ზეწოლას. ასევე, ცდება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. ჩენი რაკეტების მარაგი და გაშვების უნარი 28 თებერვალთან შედარებით არა 75, არამედ 120 პროცენტია“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.

ირაკლი მეზურნიშვილი – ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ბუდვაში, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა.მისი თქმით, ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები გაემართა.„შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. კერძოდ, თუ რამხელა გამოწვევების წინაშე დგანან ქვეყნები. მნიშვნელოვანია, კოლეგებთან მუდმივ კავშირზე ვიყოთ და გავცვალოთ პოზიციები.ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მაღალი დონის ვიზიტი ყოფილიყო, ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ. სხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდით. ეს დამატებითი შესაძლებლობა იყო, რომ გაგვეცვალა კონტაქტები და საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ

წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.„უკრაინის არგუმენტი ყოველთვის იყო ამ ომის ერთ-ერთი საკვანძო ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება - კერძოდ, ომის ტყვეების გათავისუფლება. წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ.სწორედ ამიტომ დღეს, ამერიკული მხარის შუამავლობით მოლაპარაკებების პროცესის ჩარჩოში მივიღეთ რუსეთის თანხმობა ტყვეების გაცვლაზე ფორმატში „1000 1000ზე“. ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დამყარდეს 9, 10 და 11 მაისს. უკრაინა თანმიმდევრულად მუშაობს თავისი ხალხის რუსული ტყვეობიდან სახლში დასაბრუნებლად. ჩემს გუნდს ინსტრუქცია მივეცი, რომ სწრაფად მოამზადონ ყველაფერი საჭირო გაცვლისთვის.მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. მოველით, რომ აშშ უზრუნველყოფს რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას“, - წერს ზელენსკი.

ბოლო სიახლეები