შაბათი, მაისი 9, 2026

შალვა პაპუაშვილი – იმედი გვქვს, ხმელთაშუა ზღვის შემდეგ საპარლამენტო ასამბლეაზე შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება, რეგიონულ თანამშრომლობას დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა

ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეისთვის მიმართვის პროცედურას და იმედი გვაქვს, დადებითი შედეგი გვექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ფორმატები, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც თავდაპირველად ჰქონდათ, რეგიონულ თანამშრომლობას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ასამბლეა წელიწადში ერთხელ იმართება, ასე რომ, იმედი გვაქვს, შემდეგ ასამბლეაზე შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება. მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ყველა აქ, ამ ასამბლეაზეც აღიარებს ერთ რამეს, რომ გლობალური ფორმატები, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც თავდაპირველად ჰქონდათ, ამიტომ რეგიონულ თანამშრომლობას დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბევრი ფაქტორის გამო, რადგან გამოწვევები არის მსგავსი. რეგიონულ პლატფორმებზე მოთანამშრომლე ქვეყნებმა იციან ეს გამოწვევები, იცნობენ ერთმანეთს და აქვთ მეტი შესაძლებლობა, რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები ჰქონდეთ. ასე რომ, ჩვენ იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ ამ ასამბლეაში მონაწილეობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მონტენეგროში გამართულ შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ.

„დღეს პარლამენტის დელეგაცია ვასრულებთ მონაწილეობას ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ალბანეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გვესაუბრა ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს, როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე ქვეყნებს შორის. შევთანხმდით, რომ გვექნება თანამშრომლობა, ვიზიტების გაცვლა. ვისაუბრეთ იმ გზაზე, რომელსაც ალბანეთი გადის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, იმ სირთულეებზე, რაც ახლავს ამ გზას. ვისაუბრეთ, რას აკეთებს საქართველო იმ გამოწვევების ფონზე, როდესაც, სამწუხაროდ, ბრიუსელს არჩეული აქვს კონფრონტაციის გზა, ის, რომ ჩვენ მივყვებით ჩვენ დასახულ გეგმას. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, დღეს გვექნება ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრის შესაძლებლობა, სადაც ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, ასევე ვისაუბრებთ ევროპული ინტეგრაციის გზის სირთულეებსა და გამოწვევებზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი – კიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განახორციელა ტერორისტული ხასიათის აქტი, კერძოდ, დარტყმა მიაყენა როსტოვის რეგიონულ საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიერ როსტოვის საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ეროვნულ ცენტრზე განხორციელებულ დარტყმას ტერორისტული აქტი უწოდა.„განვიხილავთ რამდენიმე საკითხს, და პირველი, მთავარი არის მოვლენები, რომლებიც დღეს მოხდა: კიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განახორციელა, უდავოდ, ტერორისტული ხასიათის აქტი, კერძოდ კი დარტყმა მიაყენა როსტოვის რეგიონულ საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრს. ამას შეიძლებოდა ზეგავლენა მოეხდინა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებაზე. საბედნიეროდ, ჩვენი ავიადისპეტჩერების მაღალპროფესიონალური მუშაობის შედეგად ტრაგიკული მოვლენები არ მომხდარა“,- განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე.რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის ვიცე-პრემიერ ვიტალი საველიევს სთხოვა ინფორმაციის მიწოდება ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ასევე „დამატებითი ზომების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს რუსეთის სატრანსპორტო კომპლექსის სტაბილურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას“.ცნობისთვის, 8 მაისის დრონები დაესხნენ თავს „როსტოვის აერონავიგაცია სამხრეთ რუსეთის“ ფილიალის შენობას როსტოვ-დონზე, რომელიც საჰაერო მოძრაობას მართავს. ამის გამო 13-მა აეროპორტმა დროებით შეაჩერა მუშაობა. კერძოდ, ასტრახანის, ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გელენჯიკის, გროზნოს, კრასნოდარის, მაყაჩკალის, მაგასის, მინერალნიე ვოდის, ნალჩიკის, სოჭის, სტავროპოლისა და ელისტას აეროპორტებმა.„როსავიაციამ“ თავდაპირველად გაავრცელა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ფრენები ამ აეროპორტებში შეჩერდებოდა 12 მაისამდე, თუმცა მოგვიანებით, ეს დოკუმენტი გააუქმა. რუსეთის სამხრეთის მიმართულებით ფრენები 15:00 საათის შემდეგ აღდგა. ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, დღის ბოლომდე დაგეგმილია სულ 217 რეისი.

სოფელ აწყურთან ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ახალციხეში,  სოფელ აწყურში, სტადიონთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, "სუბარუს" მარკის მანქანა ცხენს შეეჯახა.დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილები.გარდაცვლილები სოფელ აწყურიდან არიან.ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ჯგუფი და პოლიცია.

აბას არაღჩი – ყოველ ჯერზე, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტა დღის წესრიგში დგას, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს

ყოველ ჯერზე, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტა დღის წესრიგში დგას, აშშ უგუნურ სამხედრო ავანტიურას ირჩევს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.მისი თქმით, ირანელები არასდროს ემორჩილებიან ზეწოლას.„ეს უხეში ზეწოლის ტაქტიკაა? თუ რომელიმე დესტრუქციული მოთამაშის შედეგია, რომელმაც პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეიყვანა ჩიხში? რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შედეგი იგივეა: ირანელები არასდროს ემორჩილებიან ზეწოლას. ასევე, ცდება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. ჩენი რაკეტების მარაგი და გაშვების უნარი 28 თებერვალთან შედარებით არა 75, არამედ 120 პროცენტია“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.

ირაკლი მეზურნიშვილი – ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ბუდვაში, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა.მისი თქმით, ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები გაემართა.„შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. კერძოდ, თუ რამხელა გამოწვევების წინაშე დგანან ქვეყნები. მნიშვნელოვანია, კოლეგებთან მუდმივ კავშირზე ვიყოთ და გავცვალოთ პოზიციები.ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მაღალი დონის ვიზიტი ყოფილიყო, ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ. სხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდით. ეს დამატებითი შესაძლებლობა იყო, რომ გაგვეცვალა კონტაქტები და საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ

წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.„უკრაინის არგუმენტი ყოველთვის იყო ამ ომის ერთ-ერთი საკვანძო ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება - კერძოდ, ომის ტყვეების გათავისუფლება. წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ.სწორედ ამიტომ დღეს, ამერიკული მხარის შუამავლობით მოლაპარაკებების პროცესის ჩარჩოში მივიღეთ რუსეთის თანხმობა ტყვეების გაცვლაზე ფორმატში „1000 1000ზე“. ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დამყარდეს 9, 10 და 11 მაისს. უკრაინა თანმიმდევრულად მუშაობს თავისი ხალხის რუსული ტყვეობიდან სახლში დასაბრუნებლად. ჩემს გუნდს ინსტრუქცია მივეცი, რომ სწრაფად მოამზადონ ყველაფერი საჭირო გაცვლისთვის.მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. მოველით, რომ აშშ უზრუნველყოფს რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას“, - წერს ზელენსკი.

ბოლო სიახლეები