სამშაბათი, მაისი 5, 2026

ილჰამ ალიევი – ევროპარლამენტი სამშვიდობო პროცესის საბოტაჟს ცდილობს, წარმოიდგინეთ, ხუთ წელიწადში შეურაცხმყოფელი განცხადებებით სავსე 14 რეზოლუცია მიიღეს, ეს უკვე აკვიატებაა

ევროპარლამენტი იმის ნაცვლად, რომ სამშვიდობო პროცესს მხარი დაუჭიროს, მის საბოტაჟს ცდილობს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მისი პოზიციისთვის. თუმცა ყველა ევროპული ინსტიტუტი ერთნაირ მიდგომას არ ავლენს. მათ შორისაა ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრია 2001 წლის იანვრიდან. სხვათა შორის, იმ პერიოდში თავადაც აქტიურად ვმონაწილეობდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ვიყავი აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის წევრი. 2024 წლის იანვრამდე ჩვენს დელეგაციას ევროპის საბჭოში არასოდეს შეხებია რაიმე სახის შეზღუდვა. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ყარაბაღში სეპარატიზმს დაუსვა წერტილი. ჩვენ თავად აღვასრულეთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1993 წელს მიღებული ოთხი რეზოლუცია, რომლებიც 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ოთხი თვის შემდეგ კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი დელეგაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის ერთგვარ მეთოდად იქცა. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ისეთივე ღირებულება აქვს, როგორიც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ამ საკითხში ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. ევროპარლამენტიც სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად მის საბოტაჟზეა ორიენტირებული.

2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ, 2021 წლის მაისიდან 2026 წლის 30 აპრილამდე, ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 14 რეზოლუცია მიიღო, რომლებიც შეურაცხმყოფელი განცხადებებით იყო სავსე. წარმოიდგინეთ, 14 რეზოლუცია ხუთ წელიწადში. ეს უკვე ერთგვარი აკვიატებაა. ბოლო რეზოლუცია კი სულ ოთხი დღის წინ, უშუალოდ სამიტის წინ მიიღეს. იმის ნაცვლად, რომ ევროპარლამენტი ისეთი ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებაზე იყოს კონცენტრირებული, როგორებიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა და უსახლკარობის პრობლემები ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში, ის აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისწამებასა და სიცრუის გავრცელებაზეა გადართული. ამის მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტს აღადგენს, ბოლოს უღებს სეპარატიზმს და სამხედრო დამნაშავეებს პასუხისგებაში აძლევს. ევროპარლამენტის ქმედებების საპასუხოდ, აზერბაიჯანის პარლამენტმა პირველ მაისს ოფიციალურად შეაჩერა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, შეაჩერა მონაწილეობა ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში და „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში.

ასევე მიღებულია გადაწყვეტილება წევრობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამიტების ფარგლებში ჩვენ ღიად ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს შეხედულებებსა და შეშფოთებებს. მსურს, კოლეგებს მივაწოდო ინფორმაცია ამ საკითხზე მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა არ დარჩეს ადგილი დეზინფორმაციისა და მანიპულაციებისთვის“,- განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა, დაიწყება „ევრონესტში“ წევრობის შეწყვეტის პროცედურაც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყება – ვგმობთ ირანის მზაკვრულ თავდასხმებს, ეს წარმოადგენს საშიშ ესკალაციას, ვიტოვებთ სრულ და ლეგიტიმურ უფლებას, ვუპასუხოთ

არაბთა გაერთიანებული საამიროები გმობს ირანის განახლებულ მზაკვრულ თავდასხმებს, ეს თავდასხმები წარმოადგენს საშიშ ესკალაციას, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანი სამოქალაქო ობიექტებს დაესხა თავს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანს იერიშების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ისინი იტოვებენ „სრულ და ლეგიტიმურ უფლებას“, რომ უპასუხონ.ცნობისთვის, დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფუჯაირას პორტში ირანული დრონით თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ფუჯაირა ქვეყნის უმსხვილესი პორტი და ნავთობსაცავია.

დონალდ ტრამპი – ირანი თუ თავს დაესხმება აშშ-ის გემებს, მათ დედამიწიდან გავაქრობ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, მათ „დედამიწიდან გააქრობს“.როგორც ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, მისი აზრით, ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ბევრად უფრო მოქნილი“ გახდა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერება გრძელდება.„ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი და ბევრად მაღალი კლასის იარაღი და საბრძოლო მასალა, ვიდრე ადრე გვქონდა. ჩვენ საუკეთესო აღჭურვილობა გვაქვს. გვაქვს ბაზები ყველგან და ისინი სავსეა ტექნიკით. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენება და გამოვიყენებთ კიდეც, თუ ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ნიკა გვარამია – პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები, ვიდრე ჩვენ, ქართველები – ტრაგიკულ და სამარცხვინო დღეში ვართ, მაგრამ...

ვინც სამშობლოს ინტერესების დამთმობნი არა ვართ, იმიტომ, რომ არც მშობლებს გავუზრდივართ ასე და ვერც „ქოცებმა“ დაგვაჩაჩანაკეს, ვისაც ბრძოლის არც გვეშინია და არც გვეზარება, შევიკრიბებით 26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია წერს.ნიკა გვარამიას განცხადებით, პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად უფრო ახლოს და რუსეთისგან ბევრად უფრო შორს არიან სომხები, ვიდრე ქართველები.„რაც თავი მახსოვს, ქართველები სომხებს ეჯიბრებიან და სომხები ქართველებს. ურბანულ (და არაურბანულ) ლეგენდებს თავი რომ დავანებოთ, საბჭოთა კავშირის დროს, თბილისის "დინამოს" და ერევნის "არარატის" საფეხბურთო მატჩები ჩვენთვის ლამის მთავარი ეროვნული მოვლენა იყო. ბოლოს 1988 წელს მოუგო "არარატმა" "დინამოს" (3:1 ერევანში და 2:1 თბილისში) და გველის ნაკბენივით ახსოვს დღემდე ყველას, ვინც თავის დროზე უყურა.ახლა კი ისეთ სფეროში "დაგვიაბგონეს" სომხებმა, არასდროს რომ არ მოგვახლოებიან, ჩვენი ზურგიც კი რომ არ დაუნახავთ ჩვენს უკან მორბენალთ:პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები! ბევრად, ვიდრე ჩვენ, ქართველები - არა მხოლოდ კავკასიის, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ყოფილი ჩემპიონები ამ სფეროში. ყოფილი ჩემპიონები და დღევანდელი ბოლოადგილოსნები.ახლა უკვე ისიც იკვეთება, რომ საქართველომ შეიძლება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს, თან იმ ფონზე, როცა სომხეთი მალე ამ უფლებას მიიღებს, რაზეც ცოტა ხნის წინ ჩვენი მეზობლები ვერც კი იოცნებებდნენ.ერევნის ქუჩებში დღეს მაკრონი დარბის, თბილისის ქუჩებში კი „ქოცების“ მიერ გაღარიბებული ქართველები. ქანცგაწყვეტილები დარბიან ერთი მაღაზიიდან მეორეში, იქნებ კვერცხი 5 თეთრით იაფად მაინც იშოვონ, ან ნახევარი კილოგრამი ხორცი - 10 ლარად.და ვერ შოულობენ.ვერ შოულობენ, მაგრამ მათ ნაწილს, მთავრობა, რომელიც კვერცხის ფასსაც ვერ უგვარებს, ომის შემაკავებელი ჰგონია და იმით იმშვიდებენ თავს, რომ ბომბები არ ცვივა. ოღონდ, კაცმა არ იცის, რა ბომბებზეა ლაპარაკი, რა ომზე, რა საშიშროებაზე, გარდა იმ ბოროტი ზღაპრებისა, რასაც დასანქცირებული პროპაგანდისტები უყვებიან იმედზე თუ რ2ზე. ვითომ, დღეს, ამ არხებზე, იგივე ვითომპრემიერი, "ცალ ფეხზე მდგომი" თვალებში არ შესციცინებდა იმავე ზელენსკის, რომელსაც მანამდე ომის გამღვივებლად, კლოუნად და კოკაინშიკად აცხადებდა, ამავე პროპაგანდისტულ არხებზე.აი, ასე გამოათაყვანა ქოცპროპაგანდამ ქართველების ნაწილი და შეაგუა შიშში, სიღარიბეში და დამცირებაში ცხოვრებას. შეაგუა და თან იმათი ზიზღი ასწავლა, ვინც ასე არ ცხოვრობს, სისულელეებს არ იჯერებს, თავს არ იმკვდარუნებს და სამშობლოს ინტერესებისთვის ბოლომდე იბრძვის.ერთდროულად ტრაგიკულ და სამარცხვინო დღეში ვართ, მოკლედ რომ ვთქვათ. მაგრამ გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს. და ეს გამოსავალი ჩვენშია!სუპის ხვრეპაზე ვინც თანახმაა, კი ბატონო, ხვრიპოს. ოღონდ ისიც იცოდეს, რომ ამასობაში სომხები მწვადს შეჭამენ (იცოცხლე, კაი მწვადის კეთება კი იციან).და ვინც სამშობლოს ინტერესების დამთმობნი არა ვართ, იმიტომ, რომ არც მშობლებს გავუზრდივართ ასე და ვერც „ქოცებმა“ დაგვაჩაჩანაკეს, ვისაც ბრძოლის არც გვეშინია და არც გვეზარება, შევიკრიბებით 26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე!შევიკრიბებით ბევრნი! შევიკრიბებით, რომ შევცვალოთ! და ვიდგებით ერთად, ბოლომდე, გამარჯვებამდე!“, - წერს ნიკა გვარამია.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ვაცხადებთ 5-6 მაისის ღამეს, დარჩენილ დროში სრულიად რეალისტურია იმის უზრუნველყოფა, რომ სიჩუმის რეჟიმი ძალაში შევიდეს

უკრაინის პრეზიდენტმა 6 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 5 მაისს, 00:00 საათზე ამოქმედდება.„დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის მიმართ არანაირი ოფიციალური მიმართვა არ ყოფილა საომარი მოქმედებების შეწყვეტის ფორმატთან დაკავშირებით, რომელსაც რუსულ სოციალურ მედიაში აცხადებენ. გვჯერა, რომ ადამიანის სიცოცხლე გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი წლისთავის „ზეიმი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ვაცხადებთ 5-6 მაისის ღამეს, 00:00 საათიდან. დარჩენილ დროში სრულიად რეალისტურია იმის უზრუნველყოფა, რომ სიჩუმის რეჟიმი ძალაში შევიდეს. აღნიშნული მომენტიდან ჩვენ სარკისებური პრინციპით ვიმოქმედებთ. დროა, რუსეთის ლიდერებმა რეალური ნაბიჯები გადადგან ომის დასასრულებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ მას მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის კეთილი ნების გარეშე არ შეუძლია“, – წერს ზელენსკი.  

დონალდ ტრამპი – ირანი თუ თავს დაესხმება აშშ-ის გემებს, მათ დედამიწიდან გავაქრობ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, მათ „დედამიწიდან გააქრობს“.როგორც ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, მისი აზრით, ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ბევრად უფრო მოქნილი“ გახდა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერება გრძელდება.„ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი და ბევრად მაღალი კლასის იარაღი და საბრძოლო მასალა, ვიდრე ადრე გვქონდა. ჩვენ საუკეთესო აღჭურვილობა გვაქვს. გვაქვს ბაზები ყველგან და ისინი სავსეა ტექნიკით. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენება და გამოვიყენებთ კიდეც, თუ ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები