პარასკევი, მაისი 1, 2026

კახა კალაძე – როდესაც ხარ პოლიტიკაში და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს

როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას ოპოზიციური ალიანსის შანსებისა და რეგიონებში გამართული შეხვედრების შესახებ.

მერის თქმით, ქართველი ხალხი ყველაფერს სწორად აფასებს და, შესაბამისად, ოპოზიციურ გაერთიანებას წარმატების არანაირი რესურსი არ გააჩნია.

„მგონი, ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია. ყველანაირად განულებულები არიან, რასაც აქვს თავისი ახსნა: როდესაც ხარ პოლიტიკაში და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, აფასებს არსებულ სიტუაციას, აფასებს იმას, ვინ რითია დაკავებული, ვის რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებით, ვის რა ინტერესი აქვს. შესაბამისად, ყველამ კარგად ვიცით, ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არიან მათი პატრონები, რა მითითებებს აძლევენ. მათ პოლიტიკურად არანაირი რესურსი და შანსი არ გააჩნიათ, რომ რამე წარმატებას მიაღწიონ. დიდად არ ვინტერესდები მათი აქტივობებით, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულები არიან ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში, წარმოადგენენ აგენტურას, დაკავებულები არიან მოღალატეობრივი ქმედებებით, არანაირი შანსი არ აქვთ. სადაც უნდა, იქ იარონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, რაც შეეხება კითხვას ალიანსში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მერი პასუხობს, რომ ბოლო წლებში არაერთი ოპოზიციური გაერთიანება ვნახეთ, რომლებიც მალევე იშლება.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ერთ პლატფორმაზე იქნებაინ თუ დაიშლებიან. ბევრჯერ გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა გაერთიანება, რომელიც მალევე იშლებოდა. ზოგადად, თუ შევხედავთ ამ ადამიანებს, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, რა წარსული აქვთ, რით ცხოვრობენ დღევანდელ დღეს, ყველამ ყველაფერი ვიცით: საიდან იმართებიან, რა არის მათი მთავარი მოტივაცია და მიზნები – ქვეყნისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი. მათ აქვთ თავიანთ ამოცანა, ჰყავთ თავიანთი პატრონები, იმ პატრონებს კი საქართველოსთან მიმართებით აქვთ თავიანთი კონკრეტული ინტერესი. აგერ, რამდენიმე ხნის წინ პირდაპირ მოწოდებები იყო ომში ჩართვასთან დაკავშირებით, პირდაპირ რეზოლუციები მიიღეს სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ეს რას მოუტანდა საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ქვეყანას რომ ჰყოლოდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც გარედან მართული იქნებოდა, ყველაფერს გააკეთებინებდნენ და ეს იქნებოდა დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის. ამ ადამიანებს არანაირი რესურსი და შანსი არ აქვთ. თავიანთ ერთობას ვერ აკონტროლებენ. გუშინ შეიკრიბნენ, გაერთიანდნენ, ერთმანეთს ვერ ენდობიან, გარედან უთხრეს, რომ ასე უნდა გააკეთოთ და ხედავთ, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით

მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, ქალაქში არსებული საცობების განტვირთვისა და გადაადგილების გამარტივების მიზნით გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით.„რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მინისტრი რევაზ სოხაძეც ესწრებოდა. განხვიხილეთ ალტერნატიული შემოსასვლელები და გასასვლელები დედაქალაქში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძო ავტომობილებით შევთავაზოთ გადაადგილების ალტერნატივა. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რომელი კონკრეტული გზა იქნება გამოსადეგი ქალაქისთვის და მოგვცემს ქალაქის განტვირთვის შესაძლებლობას. პროცესში ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდება აღნიშნული პროექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ

დონალდ ტრამპი კითხვაზე, უსაფრთხოების მიზნით შესაძლოა თუ არა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ატაროს – არ ვიცი, შემიძლია თუ არა, კიდევ 20 ფუნტით მძიმედ გამოვიყურებოდე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალს ტრამპი აცხადებს, რომ გასულ კვირას მომხდარი სროლის დროს, როდესაც საიდუმლო სამსახურის აგენტი დაშავდა, ეს „მეგობრულ ცეცხლს“ არ გამოუწვევია. ამის შესახებ მან ჟუნრალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.„ისინი ამბობენ, რომ ეს მეგობრული ცეცხლი არ იყო. ეს არის ის, რაც მე ვიცი“,- განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ატაროს, ტრამპმა განაცხადა, რომ ამის სურვილი არ აქვს.„არ ვიცი, შემიძლია თუ არა, კიდევ 20 ფუნტით მძიმედ გამოვიყურებოდე. საიდუმლო სამსახურის ზოგიერთი აგენტი კარგი ფიზიკურობის ნიმუშია. არც კი მინდა მასთან ახლოს ყოფნა. თუ გსურთ 20-დან 25 ფუნტამდე მომატება, შეიძინეთ ჟილეტი. გულწრფელად რომ ვთქვა, ჟილეტმა საოცარი სამუშაო გაწია, რადგან ახლოდან გაუძლო ტყვიას და მას საავადმყოფოში წასვლაც კი არ სურდა“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კახა კალაძე: ხვალ ვიწყებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ

ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.გადაცემის წამყვანმა ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამაზე ჰკითხა.„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ხვალ ვიწყებთ ამ ყველაფრის განხორციელებას. სერიოზული გამოწვევაა და მოქალაქეებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ადრეულ სტადიაზე გავიგოთ, თუ რაიმე პრობლემის წინაშე დგას კონკრეტული ადამიანი. კვლევები იქნება უფასო. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის. ყველას მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, თუმცა აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რომელსაც ხვალ დავიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც კი ირანთან ომი დასრულდება, მსოფლიოში საწვავის ფასი მაშინევე შემცირდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც კი ირანთან ომი დასრულდება, მსოფლიოში საწვავის ფასი მაშინევე შემცირდება.ამასთან, მისივე თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და გამოიყენოს.„როგორც კი ომი დასრულდება, ის დაეცემა. ის ყველგანაა მიმოფანტული, მსოფლიოს ოკეანეებზეა მიმოფანტული. მაგრამ რაც არ მოხდება, არის ის, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და გამოიყენოს ის. ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიო სხვა ადგილი იქნება. საწვავში ცოტა მეტის გადახდა აღარ მოგიწევთ. მისი ფასი სწრაფად დაიკლებს, როგორც კი ომი დასრულდება“,- განაცხადა ტრამპმა.

კახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები

ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ევრობიუროკრატების ტონი, მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები.„რატომ უნდა მიუერთდეს ჩვენი ქვეყანა სანქციებს, რომელიც თავიდანვე ვიცით დამღუპველი იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის. ძალიან მძიმე იქნება იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად შრომობს, მუშაობს, აკეთებს თავის საქმეს. რატომ უნდა გაჩაღდეს მეორე ფრონტი ქვეყანაში, რომელიც დამანგრეველი და სრული კატასტროფის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. კანონპროექტებზეც გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რატომ არის პრობლემა გამჭვირვალობა. გვითხრან, აგვიხსნან, დაგველაპარაკონ.მე როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე და აბსოლუტურად ღია ვართ, გახსნილები ვართ, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დროს მაქსიმალურად დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხის ინტერესი“, - აღნიშნა მან.

ბოლო სიახლეები