ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026

როგორ იქმნება პატრიარქის სამოსი და რას ნიშნავს მისი თითოეული დეტალი – პროცესი, რომელიც მხოლოდ ჩაცმას არ გულისხმობს და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს

მართლმადიდებლური ლიტურგიის მრავალსაუკუნოვან მდუმარებაში ყოველი ნივთი და მოქმედება სიმბოლოებით მეტყველებს. სულიერი დრამატურგიის მწვერვალი მღვდელმთავრის შემოსვის საიდუმლოა. პატრიარქის სამოსის თითოეული დეტალი ძვირფას ქსოვილში გაცოცხლებული ისტორია და ზეციური დიდების მიწიერი ანარეკლია.

200-წლიანი პაუზის შემდეგ, მივიწყებული ტექნიკა – ოქრომკედით ქარგვა ილია მეორის თაოსნობით აღდგა და ხელსაქმის ახალი ეპოქაც დაიწყო. ისტორიული ცნობებით, ამ ტექნიკით ჯერ იმპერატორების, შემდეგ პატრიარქების შესამოსელი იქმნებოდა. წარსულთან დამეგობრებული თანამედროვეობით შეიქმნა ილია მეორის სამადლობელი საჩუქარი – პირველი სრულყოფილი შესამოსელი მარგალიტებით, ძვირფასი თვლებით, ოქროს ძაფით და ეს ყველაფერი მხოლოდ ხელით.

შემოქმედებითი ფანტაზია, ინდივიდუალიზმი, დაუცხრომელი შრომა – თითქმის 3 წელი ქმნიდნენ შესამოსელს, რომელიც პატრიარქს მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წუთით, 80 წლის იუბილეზე ეცვა.

მართლმადიდებლურ ტრადიციაში ოქრო და ძვირფასი ქვები არა ადამიანის სიმდიდრეს, არამედ ღვთაებრივ ნათელსა და ზეციური სამეფოს უხრწნელების განასახიერებს. პატრიარქი ამ დიდებულებით იმოსება არა საკუთარი თავის წარმოსაჩენად, არამედ როგორც ქრისტეს – ზეციური მეუფის – ცოცხალი ხატი.

1977 წლის 25 დეკემბერი, ისტორიული დღე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი – მღვდელმთავრის შესამოსელი მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოჩინდა. საქართველოს ახალი კათალიკოს პატრიარქი ჰყავს. დიდებული სამოსით შემოსილმა ილია მეორემ პირველად დალოცა საქართველო.

პატრიარქის შესამოსლის ფერი არასოდესაა შემთხვევითი. ის იმ კონკრეტული დღესასწაულის ან პერიოდის სულიერ შინაარსს გამოხატავს, რომელსაც ეკლესია აღნიშნავს.

მღვდელმთავრის შემოსვა საზეიმო და ყველაზე მისტიკური ნაწილია. ეს არ არის მხოლოდ ჩაცმა, ეს არის სიმბოლური პროცესი, როცა ადამიანი თანდათანობით განიძარცვება ამქვეყნიური სახისგან და იმოსება ზეციური მადლით.

შემოსვის საიდუმლოს დასრულების შემდეგ სრული დიდებულებით წარდგება სამწყსოს ლიდერი, შესამოსლის ყოველი ატრიბუტი ძალაუფლებისა და სულიერი ბრძოლის იარაღია.

პატრიარქის შესამოსელში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმ ისტორიულ ნივთებს, რომლებსაც წინამორბედი მწყემსთმთავრების ლოცვა დაჰყვება. ერთ-ერთი გამორჩეული ატრიბუტია კვერთხი – ის უმაღლესი სამწყემსო მსახურების ნიშანია. მიტრა კი ჯვარცმული მაცხოვრის ეკლის გვირგვინს აღნიშნავს.

ისტორიული შესამოსლები, რომლებმაც ეპოქალური მოვლენები შემოინახეს, საპატრიარქოში იქნება დაცული. სალიტურგიო სამოსის და საეკლესიო ატრიბუტების ნაწილი კი პატრიარქიდან პატრიარქს გადაეცემა, როგორც დალოცვილი და უწყვეტი სულიერი ჯაჭვი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გთხოვთ გაავრცელეთ-ოჯახი ახალგაზრდა კაცს ეძებს – რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელსაც ოჯახი ეძებს. სოციალურ ქსელში წერენ, რომ გიორგი ლალიაშვილს, უკვე ორი დღეა, ვერ უკავშირდებიან.„ვეძებთ (დაიკარგა) გიორგი ლალიაშვილი, სახლიდან გავიდა 26 აპრილს, ღამის 1 საათზე, ვერ ვუკავშირდებით, გვაქვს ინფორმაცია რომ გაჰყვა ბათუმის მარშუტკას, თბილისიდან, დიდუბიდან. დიდი ალბათობით, ჩავიდოდა გამთენიისას. აცვია ზუსტად ის ტანსაცმელი, რასაც ფოტოზე ხედავთ. თუ ვინმე ნახავთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, ძალიან სასწრაფოა.ტელ: 551 25 45 28;592 25 24 66“, - წერენ სოციალურ ქსელში.

მეუფე სტეფანე – გგონიათ, ტელეფონი რომ გაქვთ, სპეცსამსახურები არ გისმენენ, როცა დასჭირდებათ? უკანონობაა, მაგრამ ვერ შეცვლი – რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ, პატრიარქი ამბობდა ხოლმე:...

რაც დრო გადის ტექნოლოგიები უფრო ვითარდება, თქვენ გგონიათ, ტელეფონი რომ გაქვთ, სპეცსამსახურები არ გისმენენ, როცა დასჭირდებათ? უკანონობაა, მაგრამ ამას ვერ შეცვლი, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა ე.წ. სუს-ის კრებსებთან დაკავშირებულ კითხვაზე.როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, როდესაც ადამიანი ღვთის წინაშე დგას, მისთვის მეორეხარისხოვანია, ვინ რას უსმენს, ხოლო მთავარი არის რწმენა და სწორი ცხოვრების გზა.მეუფეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ქმედება უკანონოა, ეს რეალობაა და რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ.„ჩვენ ყველას გააზრებული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა - ჩაწერენ თუ არა, ჩვენ ღმერთის წინაშე ვართ პასუხისმგებელი. ის, რასაც ჩაწერს საერთოდ არ მაინტერესებს. რაც დრო გადის ტექნოლოგიები უფრო ვითარდება, თქვენ გგონიათ, ტელეფონი რომ გაქვთ, სპეცსამსახურები არ გისმენენ, როცა დასჭირდებათ? უკანონობაა, მაგრამ ამას ვერ შეცვლი. მთელი მსოფლიო ამით არის გაჟღენთილი. რომ ამბობენ, საქართველოში ასე იქცევიან და სადღაც ანგელოზები არიან და ამას არ აკეთებენ, იქ უფრო უარესები არიან, სადაც ანგელოზებად ევლინებიან ხალხი. რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. როდესაც ღვთის წინაშე დგახარ, საერთოდ არ გაინტერესებს ვინ, რას ისმენს. პატრიარქი ამბობდა ხოლმე, ნეტა მომისმინონო, რამე მაინც გაიგონო. ეს არ არის ფანატიზმი, ეს არის ღვთის რწმენა. მე მწამს იმის, რომ თუ უფლის ნებით ვივლი, ვერავინ ვერაფერს დამაკლებს. წმინდა გიორგის რა დააკლეს, როდესაც ბორბალზე გააკრეს და დაფლითეს?“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეფე ჩარლზი – საერთო ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით, აშშ და ბრიტანეთი არაერთხელ პოულობდნენ გაერთიანების გზებს, ახლა ჩვენ ვერთიანდებით არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, არამედ ყველა...

ჩვენი ერები ინსტინქტურად ერთნაირი აზროვნების არიან, ამ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით, აშშ და ბრიტანეთი არაერთხელ პოულობდნენ გაერთიანების გზებს. ახლა ჩვენ ვერთიანდებით არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, არამედ ყველა ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მონარქმა მეფე ჩარლზმა, აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.ჩარლზის თქმით, ორი ერის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ აშენებული ალიანსი „ჭეშმარიტად უნიკალურია“  და მათ ბევრი მსგავსება აქვთ.„ორივე ქვეყანაში სწორედ ჩვენი ცოცხალი, მრავალფეროვანი და თავისუფალი საზოგადოებების არსებობა გვაძლევს ჩვენს კოლექტიურ ძალას. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ ჩვენი ორი ერის არსი სულის კეთილშობილებაა და მოვალეობა, ხელი შევუწყოთ თანაგრძნობას, ხელი შევუწყოთ მშვიდობას, გავაღრმაოთ ურთიერთგაგება და დავაფასოთ ყველა ადამიანი, ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანი, თუ არც ერთი რწენის მიმდევარი“, – განაცხადა მან.მონარქის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ბრიტანეთი არასტაბილურ და საშიშ ეპოქაში არიან, მათ წინაშე არსებული გამოწვევები ძალიან დიდია, რომ რომელიმე ერმა მარტომ გაუძლოს.„მაგრამ ამ არაპროგნოზირებად გარემოში, ჩვენი ალიანსი არ შეიძლება, დაეყრდნოს წარსულ მიღწევებს ან ვივარაუდოთ, რომ ფუნდამენტური პრინციპები უბრალოდ გრძელდება“, – განაცხადა მან.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა

საქართველოს საზღვრიდან 27 კმ-ში, თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

საპატრიარქომ სინოდისადმი მიტროპოლიტ ისაიას მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის საპატრიარქო კანდიდატისთვის საღვთისმეტყველო განათლების მოთხოვნაზე საკუთარ ხედვას განმარტავს და კანდიდატობის სურვილს გამოთქვამს

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდისადმი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას მიმართვას ავრცელებს, რომელშიც საპატრიარქო კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის დაყენების სურვილს გამოთქვამს.როგორც ის აღნიშნავს, საეკლესიო დებულება საპატრიარქო კანდიდატისთვის ითხოვს საღვთისმეტყველო განათლებას, თუმცა, მიაჩნია, რომ საკითხის მხოლოდ ფორმალურ კუთხით განხილვა არასრულყოფილ სურათს იძლევა.მიტროპოლიტი საკითხზე სინოდს საკუთარ ხედვას წარუდგენს.„მაღალყოვლადუსამღვდელოესო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, მეუფეო შიო, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო,დღევანდელი შეკრება ჩვენი ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ჟამია. მსურს, ამ პასუხისმგებლობით აღჭურვილმა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ საკითხზე, რომელიც კანონიკურ სამართლიანობასა და მღვდელმთავრის ხარისხის პატივისცემას ეხება.საეკლესიო დებულება საპატრიარქო კანდიდატისთვის ითხოვს საღვთისმეტყველო განათლებას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მხოლოდ ფორმალურ კუთხით განხილვა არასრულყოფილ სურათს იძლევა. მსურს, წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეკლესიის მრავალწლიან პრაქტიკას:როდესაც 1995 წელს წმინდა სინოდის თანხმობით ხელი დამასხეს ეპისკოპოსად, ეკლესიამ ამით დაადასტურა ჩემი მზაობა მღვდელმთავრობისთვის. ეპისკოპოსი, თავისი არსით, არის ეკლესიის მასწავლებელი. თუ მღვდელმთავარი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ეპარქიის სამართავად და სინოდის წევრობისთვის, ბუნებრივია, მას უნდა ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საპატრიარქო არჩევნებში.ჩემი სწავლის პერიოდი ქვეყნისთვის ურთულეს წლებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო აკადემიაში ლექციებს ვესწრებოდი, რეალურმა ვითარებამ აკადემიური სწავლის ნაცვლად სამონასტრო მსახურებისა და უშუალოდ ეპარქიაში მოღვაწეობისკენ მიბიძგა. მიმაჩნია, რომ ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი.ყველა მღვდელმთავარს აქვს კანონიკური უფლება, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა. ამ უფლების შეზღუდვა ფორმალური მიზეზით, გარკვეულწილად, თავად ეპისკოპოსის ხარისხის მნიშვნელობას აკნინებს. თუ ჩვენ მაშინ მიგვაჩნია ღირსად ეპისკოპოსობისა, დღესაც უნდა გვქონდეს უფლება, წარვდგეთ არჩევნებში.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს დავაყენო ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებით მე არ ვეძებ პატივს, არამედ მსურს დავიცვა ის პრინციპი, რომ მღვდელმთავრის მსახურების ნაყოფი და ეკლესიისადმი ერთგულება მისი კომპეტენციის მთავარი საზომია.გთხოვთ, თქვენს მსჯელობაში გაითვალისწინოთ ეს გარემოებები, რათა არჩევნების პროცესი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და მოიცავდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც წლებია ეკლესიის ტვირთი მხრებით უტარებია“, - წერია მიმართვაში.შეგახსენებთ, 28 აპრილის სინდოის ოქმის თანახმად, ვინაიდან, საპატრიარქო კანდიდატის ასაკისა და განათლების შესახებ დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, სინოდის სხდომაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებს შესთავაზა, გამოეთქვათ მოსაზრებები საკითხების თაობაზე, რათა ჩამოყალიბებულიყო წმინდა სინოდის საბოლოო პოზიცია.აზრთა გამოთქმის შემდგომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კენჭისყრაზე დააყენა ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელების მიზანშეწონილობა. წმინდა სინოდის უმრავლესობა კენჭისყრით დაეთანხმა საკითხების განხილვის შეწყვეტას.

ბოლო სიახლეები