„ლივერპულთან“ გამარჯვებისა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.
„მეორე ტაიმი რთული გამოვიდა, მაგრამ პირველი გოლის შემდეგ თამაში გაგვიმარტივდა. ბედნიერები ვართ, რომ „ენფილდზე“ „ლივერპულს“ ვაჯობეთ. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო და გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით. ჩვენს მეტოქეს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და ვიცოდით, პირველი მატჩის წაგების შემდეგ შეტევაში წავიდოდნენ, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვიყავით.
ნახევარფინალში კიდევ უფრო რთული დაპირისპირება გველის. არ ვთვლი, რომ ფავორიტები ვიქნებით. ვნახოთ, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით, ვისაც არ უნდა შევხვდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში პსჟ ტურნირის ნახევარფინალში ბრძოლისთვის მზად იქნება“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამარჯვებული გუნდი იქნება.

